აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ დაგიშლიათ ხოლმე სოფელში ჩასულს ბაბუის (პაპის, თუ ასე უფრო გირჩევნიათ) ფანარი და სიჩქარეში, იმის შიშით, თავზე არ დამადგესო, რამდენჯერ ვეღარ აგიწყვიათ? პრინციპში, რთული კონსტრუქცია ფანარს ნამდვილად არ აქვს, მაგრამ დაძაბული რომ ხარ და დაცაცხანება გაფრთხობს, მოდი და სცადე, თუნდაც ელემენტების სწორად ჩალაგება არ შეგეშალოს...
დაშლა-აწყობა იქით იყოს, მაგრამ ფანარი რომ უაღრესად საჭირო ნივთია, ხომ ვთანხმდებით დავის გარეშე?
ერთი შეხედვით, ამ საჭირო ნივთის შეძენა ძალიან მარტივი ამბავია - სულ სამი დეტალისგან შედგება: ნათურა, კორპუსი და ელემენტები. თუმცა, Holst.ge-ზე წარმოდგენილი ფანრების ასორტიმენტი იმდენად მრავალფეროვანია, შესაძლოა, ცოტა დაიბნეთ კიდეც, რასაც აბა, როგორ დავუშვებთ?!
რომელია უკეთესი - ინკანდესენტური თუ შუქდიოდი?
სანამ განათების პროდუქტების სპეციფიკას ჩაუღრმავდებით და საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ნათურების ტიპები - მოწყობილობების კონსტრუქციის მთავარი ელემენტი.
არსებობს სამი ძირითადი ტიპი: ინკანდესენტური, შუქდიოდები და აირგანმმუხტავი ნათურები.
თითოეულს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს:
- ინკანდესენტური ნათურა - იყო დრო, როცა ასეთი ნათურა დიდი მოთხოვნით სარგებლობდა კაშკაშა თეთრ შუქის გენერაციისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო. თუმცა, ინკანდესენტური ნათურა არ არის ისეთი ენერგოეფექტური, როგორც შუქდიოდური ნათურა. ამასთან ერთად, ხანგრძლივი გამოყენებისას ძალიან ცხელდება, რაც მწყობრიდან გამოსვლის მიზეზიც ხდება. აქედან გამომდინარე, შუქდიოდს გზა ბუნებრივად დაუთმო;
- შუქდიოდური ნათურა - თანამედროვე შუქდიოდები სინათლის ულტრანათელ სხივს უშვებს, რომელიც რამდენჯერმე უფრო მძლავრია, ვიდრე ინკანდესენტური განათება. ამავდროულად, ის ენერგიის მინიმალურ რაოდენობას მოიხმარს და ხანგრძლივი მომსახურების ვადითაც გამოირჩევა. არ ეშინია ხანგრძლივი, უწყვეტი მუშაობის;
- აირგანმმუხტავი ნათურა - აირგანმმუხტავი ნათურა ბაზარზე გამოჩნდა, როგორც ჰალოგენური ნათურების შემცვლელი. ასეთი ნათურა ფანრებში არც ისე ხშირად გვხვდება მისი მაღალი ღირებულების გამო. შესაბამისად, მწარმოებლების უმეტესობას ურჩევნია, შუქდიოდები გამოიყენოს.
ცალკე უნდა აღინიშნოს ჰალოგენური ნათურა, რომელიც ზემოთ მოყვანილ სიაში დაბალი მოთხოვნის გამო არ შევიტანეთ.
ჰალოგენის ნათურა ინკანდესენტური ნათურის უფრო კაშკაშა ალტერნატივაა, მაგრამ კონკურენციას ვერ უწევს შუქდიოდის ნათურასა და ქსენონ მოწყობილობებს ეკონომიურობისა და გამძლეობის თვალსაზრისით.
იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებშიც, როგორც წესი, ფანრები გამოიყენება (სახლი, ავტოფარეხი, თევზაობა, ნადირობა, მოგზაურობა), დამყარებული უნდა იყოს ბალანსი სიკაშკაშეს, საიმედოობასა და ხანგრძლივ მომსახურებას შორის. ამიტომაც, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ უმჯობესია აირჩიოთ შუქდიოდური ფანარი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში გარანტირებულად მოგემსახურებათ და ძლიერი და უწყვეტი განათებით უზრუნველგყოფთ.
LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

- ბრენდი - LEDEX
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm
- ნათების მანძილი - 150m
- მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
- ელემენტი - 4V 900mAh
- დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
- ზომა - φ78*230mm
- მასალა - პლასტმასი
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 4869151401137
- წონა (კგ) - 0.3
- სიმძლავრე (W) - 3
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

- ბრენდი - LEDEX
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm
- ნათების მანძილი - 250m
- მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:10 სთ
- ელემენტი - 4V 2000mAh
- დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
- ზომა - φ95X100mm
- მასალა - პლასტმასი
- დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 4869151423115
- წონა (კგ) - 0.45
- სიმძლავრე (W) - 5
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

- ბრენდი - LEDEX
- ვოლტი - 220-240V
- სიხშირე - 50-60Hz
- განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm
- ნათების მანძილი - 250m
- მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ
- ელემენტი - 4V 4000mAh
- დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
- ზომა - 226X126X148mm
- მასალა - პლასტმასი
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხკოდი - 4869141422128
- წონა (კგ) - 0.95
- სიმძლავრე (W) - 7
- პროდუქტის ტიპი - ფანარი