ფანარი - თქვენი ერთგული ღამის გუშაგი

სულ არ არის აუცილებელი სინათლე, რომელიც გვირაბის ბოლოს მოჩანს მომავალ მატარებელს, ან გვირაბის დასასრულს ნიშნავდეს. სრულებით შესაძლებელია ამ სინათლესთან მანძილის შემცირების შედეგად , აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც ფანრით ცდილობდეს გზის გაკვლევას. გზები რომლის გაკვლევაც ფანარის საშუალებით მოგიწევთ მრავლად არის ჩვენს სამყაროში და მხოლოდ მთვარის შუქის იმედად ყოფნა კარგი იდეა ნამდვილად არ არის. ფანარი მეტად საჭირო ნივთია. მისი საშუალებით შესაძლებელია ყველაფრის პოვნა რაც სანთლით გიძებნიათ. არც ხელი დაგეწვებათ და უეცრად მონაბერი ქარიც ვერ გახდება თქვენი მტერი.

თქვენ ალბათ ხშირად გქონიათ ჩაბნელებულ სახლში ხელის ბრმა ცეცებით უჯრის გამოღების წარუმატებელი მცდელობა. კიდევ უფრო ხშირი იქნებოდა შემთხვევა, როდესაც მიზნის მიღწევამდე რაიმე ნივთი გადმოგიგდიათ და მისი მთლიანობა იატაკს დაურღვევია. ყველას ხომ არ აქვს ისეთი ტელეფონი, რომელსაც კარგი განათება აქვს. სანთლის ყიდვის ჩვევაც 90-იანებთან ერთად წარსულს ჩაბარდა. ამდენად გრჩებათ ერთადერთი არჩევანი: დაელოდოთ ელექტრო ენერგიის აღდგენას. ასეთ ვითარებაში საუკეთესო ალტერნატივა არის ფანარი, რომლის ფართო არჩევანსაც ჩვენი ონლაინ მაღაზია Holst.ge გთავაზობთ.

კიდევ სად დაგჭირდებათ ფანარი?

რა ჯობია დღის სინათლეზე მეგობრებთან ერთად სალაშქროდ წასვლას? ბევრი არც არაფერი.  და რა ჯობია ასეთ დროს გაითვალისწინოთ? დრო, რომლის კონტროლსაც ყველაზე რთულად ვახდენთ, ხშირად ხდება ხოლმე გართობის ნაადრევად დასრულების საფუძველი. რთულია ტელეფონის ფანრით ღამის განათება. მისი ძირითადი ფუნქცია, ხომ სხვა რამ არის და ამისთვის საჭირო ენერგიის დაზოგვა აუცილებლად მოგიწევთ. ასევე ვერც ავტომობილის ფანრები იქნება თქვენი საუკეთესო განათება, რადგან აქაც ენერგიის დაზოგვასთან გექნებათ საქმე. მოკლედ მართალია სალაშქროდ წასულებს ყველაზე ხშირად მარილი გვავიწყდება ხოლმე, თუმცა ფანრის დავიწყებაც გამოუსწორებელი შეცდომაა. თუ გსურთ სასიამოვნოდ დროის ტარება, დღის სინათლეზე არ იყოს დამოკიდებული, ეწვიეთ ჩვენს ონლაინ მაღაზიას და ადგილზე მიტანით შეიძინეთ დასადგამი ფანრები, რომლებიც თქვენი ერთგული ღამის გუშაგები იქნებიან.

კარგი ფანარი მიზანს უფრო ნათელს ხდის

ბუნებაში ადამიანები სხვადასხვა მიზნით გადიან. ზემოთ თუ მხოლოდ სალაშქრო ბატალიებზე გავამახვილეთ ყურადღება, ახლა გვსურს მონადირეთა მიზანი უფრო ნათელი გავხადოთ.  ნადირობის მოყვარულებს სხვადასხვა ცხოველის მოსანადირებლად ხშირად უწევთ ტყეში ღამით გასვლა. გარდა იმისა, კვალის ასაღებად ელემენტარულად საჭიროა მისი ვიზუალურად დანახვა და ამაში ფანარი დაგეხმარებათ. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი ცხოველის მონადირება მასზე მძლავრი სინათლის ზემოქმედებით ხდება. მაგალითად ყველასთვის კარგად ნაცნობია, რომ კურდღელზე სანადიროდ სხვა საჭირო აღჭურვილობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მძლავრი ფანარი. გარდა ამისა ხშირია შემთხვევა, როდესაც ნადირობისას დრო ისე შეუმჩნევლად იპარება, ვერც კი ამჩნევთ. ტყეში გზის გასაკვლევად ფანარი აუცილებლად დაგჭირდებათ და თუ ჯერ არ დაგჭირვებიათ ესეიგი გაგიმართლათ. ნუღარ გამოსცდით ბედს მეტად და ახლავე შეიძინეთ მძლავრი ფანარი ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სახლიდან გაუსვლელად.

„ერთი აქეთ მომინათე“

ერთხელ მაინც ყველას გვყოლია სახლში სანტექნიკოსი, რომელსაც რატომღაც მიუჩნევია, რომ ფანარი ის ხელსაწყოა რომელიც არ ჭირდება, ხოლო განათება თქვენს ვალდებულებად ჩაუთვლია და მინათების ფუნქცია თქვენთვის გადმოულოცავს. რა განასხვავებს პროფესიონალ სანტექნიკს მოყვარულისგან? რა თქმა უნდა სრული აღჭურვილობა, რომლის უცვლელი წევრიც ფანარია. თუ თქვენც გეხერხებათ ხელსაქმე და მიუდგომელ ადგილებში განათების პრობლემას აწყდებით, ჩვენი ონლაინ მაღაზიის ფანარი ამ პრობლემას მოგიგვარებთ.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ფანარი?

პირველ რიგში უნდა გაარკვიოთ რა ვითარებაში გამოსაყენებელად გჭირდებათ ფანარი. თუ ხელსაქმეს ეწევით და მიუდგომელ ადგილებში გიწევთ საქმიანობა, მაშინ ოპტიმალური გამოსავალია შეიძინოთ თავზე დასამაგრებელი ფანარი. სახლში ელექტრო ენერგიის წასვლა ხშირი შემთხვევაა და დაიღალეთ სანთლის მბჟუტავი სინათლის იმედად ყოფნით? მაშინ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ დასადგამი ფანარი, რომელიც სანათის ფუნქციას შეასრულებს. თუ თქვენ სალაშქროდ ან სანადიროდ გადაწყვიტეთ წასვლა უპრიანი იქნება მძლავრი განათების მქონე ხელის ფანარი შეიძინოთ. ამ შემთხვევაში ასევე სასურველი იქნება თუ თავზე დასამაგრებელ ფანარსაც შეიძინეთ, რადგან მოძრაობის უფრო მეტი თავისუფლება გექნებათ

მახასიათებლები რომლითაც კარგი ფანარი გამოირჩევა

ისევე როგორც ნებისმიერი პროდუქცია ფანარიც განსხვავდება თავისი მახასიათებლებით სხვა მსგავსი პროდუქტებისგან. ეს მახასიათებლები შემდეგნაირად ლაგდება:

  • ელემენტის გამძლეობა
  • ნათების სიმძლავრე
  • კომპაქტურობა

ელემენტის გამძლეობა

ფანრის ფუნქცია ძირითადი ისეთი ადგილების განათებაა, სადაც ამის სხვა საშუალებები არ არსებობს. ამდენად ლოგიკურია, რომ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ელემენტის გამძლეობაა. თუ თქვენ სალაშქროდ აპირებთ წასვლას სასურველი იქნება შეიძინოთ ისეთი სახის ფანარი, რომელიც ელემენტის გამძლეობით გამოირჩევა.

ნათების სიმძლავრე

ისეთ ადგილებში სადაც გზის გაკვლევა გიწევთ მაგალითად ტყეში, მნიშვნელოვანია, რომ ნათების სიმძლავრე იყოს მაღალი, რადგან ადვილად შეძლოთ გზის ორიენტირება. ასევე ნადირობისას მძლავრი ფანარი თქვენი დამატებითი უპირატესობა შეიძლება გახდეს.

კომპაქტურობა

ნებისმიერი ხელსაწყოს გამოყენება მეტად სასიამოვნო პროცესია, როდესაც ეს უკანასკნელი კომპაქტურია და მისი გამოყენება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. გამონაკლისი არც ფანარია. ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ კომპაქტურ, როგორც ხელის, ასევე დასადგამსა და თავზე დასამაგრებელი ფანრების ფართო არჩევანს.

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ
  • ელემენტი - 4V 4000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - 226X126X148mm
  • მასალა - პლასტმასი
  • სიმძლავრე (W) - 7
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.95

თუ თქვენს თვალწინ დიდი სივრცე იშლება, სადაც სიბნელე ჩამოწვა და უბრალოდ შეუძლებელია გზის გაგნება კარგი განათების გარეშე, ეს ფანარი თქვენი საუკეთესო მეგზური გახდება. მისი ნათების სიმძლავრის საშუალებით, რომელსაც თვალს 250 მეტრის მანძილზე მოჰკრავთ, თქვენს ირგვლივ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 20 საათიანი უწყვეტი ნათება კიდევ უფრო მეტ საიმედოობასა და კომფორტს შეგიქმნით ნებისმიერ სიტუაციაში. აღნიშნული ფანარი ასევე მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა. თუ თქვენ გსურთ ბნელშიც კი ყველაფერს ნათელი მოჰფინოთ, ამისათვის ეს ფანარი საუკეთესო საშუალებაა.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ნათების სიმძლავრე
  • ელემენტის გამძლეობა
  • უწყვეტი ნათების დრო
  • გარანტია

CROWN CT26008HX - ფანარი ელემენტის გარეშე 20V MAX

crown fanari

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - 250lm
  • სიმძლავრე (W) - 3W
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.74

ეს მოდელი საშუალო სიმძლავრის განათებას უზრუნველყოფს. კომპაქტურია და მოსახერხებელი დიზაინითაც გამოირჩევა. ყოველდღიური საქმიანობისათვის იდეალური არჩევანია. დროა თქვენი ყოველდღიური საქმიანობა შეამსუბუქოთ, ამისათვის კი საჭიროა ეწვიოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიის ვებ გვერდს და სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ აღნიშნული ფანარი, რომელსაც ჩვენი კურიერები უსწრაფესად მოგაწვდიან მთელი ქვეყნის მასშტაბით.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

ledex tavze dasamagrebeli fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm 
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:10 სთ
  • ელემენტი - 4V 2000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ95X100mm
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი
  • სიმძლავრე (W) - 5
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.45

ხშირია როცა საქმიანობისას ორივე ხელის გამოყენება გვჭირდება და ამ დროს გვერდით არ გვყავს ადამიანი რომელიც გაგვინათებს საქმიანობისათვის საჭირო არეალს. სწორედ ასეთი შემთხვევებისათვის არის განკუთვნილი ეს ფანარი, რომელიც თავზე დასამაგრებელი ფუნქციის წყალობით, მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებულს გაგხდით. აღნიშნული ფანარი იდეალური არჩევანია ლაშქრობისას. წარმოიდგინეთ თქვენ გიწევთ რთული რელიეფის გავლა და ამ დროს ხელის ფანრით ინათებთ გზას. ალბათობა იმისა, რომ წონასწორობის შენარჩუნება ორივე ხელის დახმარებით მოგიწევთ დიდია და ამ დროს ფანრის დათმობის ან დაზიანების შანსებიც მატულობს. თავზე დასამაგრებელი ფანრით კი ყველაზე რთულ რელიეფზეც მარტივად გაიკვლევთ გზას.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 900mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ78*230mm
  • მასალა - პლასტმასი
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა(კგ) - 0.3

ეს ფანარი თავის ზომასთან შედარებით განათების მაღალი სიმძლავრით გამოირჩევა და ამასთანავე საჭირო ენერგიის მისაღებად მცირე დროის მანძილზე საჭიროებს დატენვას. მეტად კომპაქტურია და მისი გამოყენება ნებისმიერ სიტუაციაშია შესაძლებელი.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება