ტოპ 3 ყველაზე გაყიდვადი ფანარი

ფანარი არის პორტატული ხელის ელექტრო ნათურა, რომელიც ბატარეით იკვებება. უამრავი სიტუაციის წარმოდგენა შეიძლება, სადაც ფანარი საჭირო ინვენტარია. ღამით სოფელში, თუ ლაშქრობის მოყვარული ხართ, ნებისმიერი ლაშქრობისათვის განკუთვნილ ჩანთაში უნდა მოიპოვებოდეს ერთი ფანარი. ფანარი ასევე დაზღვევის საშუალებაა ელექტრომომარაგების შეფერხებისას, თუ ის მარტივად მისაგნებ ადგილას გექნებათ განთავსებული. ასევე, თუ მექანიკოსი ან ელექტრიკოსი ბრძანდებით ფანარი თქვენს სამუშაო იარაღებში უნდა მოიპოვებოდეს.

Crown-ის ფანარი

Tolsen-ის ფანარი

Stanley-ის ფანარი

ფანარის ყოველდღიური მოხმარებიდან ამოღება სმარტფონებმა კი შეძლეს, თუმცა ფანარი ბევრად უფრო კაშკაშაა და უფრო დიდხანს ძლებს ვიდრე თქვენი მობილური ტელეფონი. ასევე ისინი უფრო საიმედოა და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც თავდაცვის საშუალება. თქვენ ვერ შეძლებთ ირბინოთ სმარტფონით და გაანათოთ გზა სახლში მისასვლელად, თუ ლამპიონები არ არის. თქვენ ვერ შეძლებთ კომფორტულად დაიჭიროთ ტელეფონი პირით, როცა ღამით მანქანა გაგიფუჭდებათ და კაპოტში მოგიხდებათ ჩახედვა.

ფანრები უამრავი ვარიაციით გვხვდება ბაზარზე, ასე რომ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად შერჩევა. ეს არ არის ისე მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. იმისათვის, რომ თქვენი მოთხოვნების შესაფერისი ფანარი შეიძინოთ, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი მახასიათებლები: გამოყენება, ზომა, გადართვის ტიპი, სხივის ტიპი, ელფერი, ფასი.

ფანარის გამოყენება

რა იქნება თქვენი უმთავრესი გამოყენება თქვენი ფანარისთვის? კონტრაქტორი ბრძანდებით, რომელსაც სახლის რემონტისას დაჭირდება ფანარი? სამხედრო ან სამართალდამცავი, რომელსაც ძებნისათვის და სამაშველო ოპერაციებისთვის ფანარი დასჭირდება?   ბანაკში დადიხართ ხოლმე? ამ ყველაფრის ცოდნა დაგეხმარებათ აარჩიოთ ფანარი, რომელიც არა მხოლოდ კარგად არის მორგებული თქვენს საჭიროებებზე, არამედ ის, რომლის გამოყენებითაც სიამოვნებას მიიღებთ.

ზომა

ფანარის ზომა მეტწილად გემოვნებაზეა დამოკიდებული. თუმცა თუ ყოველდღიურად სატარებლად გინდათ ფანარი, უმჯობესია პატარა ზომის იყოს, ისეთი რომ კომფორტულად მოთავსდეს თქვენს ჯიბეში.

სხივის ტიპები

ფანრის სხივის ტიპი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სხივის ტიპი არის ის, რაც განასხვავებს ფანარს, სახლში, ანუ პატარა და ფართო განათების ფანარი და შორ მანძილზე და ვიწრო კუთხის ფანარი. ფანრის სხივი ძირითადად შედგება LED ნათურისგან და მეტალის კორპუსისგან სანათის ირგვლივ, რომელსაც ამრეკლს უწოდებენ.

ელფერი

ფანრები განსხვავდებიან განათების ტემპერატურითაც. დღესდღეობით ბაზარზე ყველაზე გავრცელებული არის ფანარი, რომელსაც გააჩნია ფერის ტემპერატურა: თბილი, ნეიტრალური და ცივი თეთრი. მოყვერულებსთვის ყოველდღიური ხმარებისთვის არჩევანი ნეიტრალური ფერის ფანრები ხდება, რადგან ის უფრო დაბალანსებულ ფერს იძლევა. რაც უფრო თბილია სინათლის ტემპერატურა მით უფრო დაბალია მაქსიმალური სიკაშკაშე. ნათების ელფერი გემოვნების და პირადი საჭიროებების საკითხია, ასე რომ უბრალოდ იპოვეთ ის რაც მოგწონთ.

ფასი

ფანრის ფასი დიდწილად დამოკიდებულია მასალებზე, ტექნოლოგიაზეს, ზომასა და სინათლის სიმძლავრეზე. თქვენ შეგიძლიათ წინასწარ განსაზღვროთ ფანარზე გაწეული ხარჯი და იმის მიხედვით შეიშძინოთ.

ჩენი ონლაინ მაღაზია ფანრების, ისევე როგორც სხვა ინდუსტრიული და არაინდუსტრიული ხელსაწყოების, დიდ არჩევანს გთავაზობთ. იმისათვის, რომ თქვენთვის საჭირო ფანარი შეარჩიოთ საკმარისია Holst.ge-ზე გვესტუმროთ, დააკვირდეთ დიზაინს და წაიკითხოთ მახასიათებლები.

CROWN CT26008HX - ფანარი ელემენტის გარეშე 20V MAX

crown fanari

  • ბრენდი CROWN                     
  • განათების სიმძლავრე 250lm
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 0.74     
  • სიმძლავრე (W) 3W     
  • პროდუქტის ტიპი ფანარი

Crown-ის უმაღლესი ხარისხის და გამძლეობის ფანარი, საშუალოზე მაღალი განათების სიმძლავრით შესანიშნავია ყოველდღიური და ტექნიკური სამუშაოებისათვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • განათების სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

TOLSEN TOL821-60035 ფანარი 10W/550LM

tolsen fanari

  • ბრენდი TOLSEN
  • განათების სიმძლავრე 550lm
  • ნათების მანძილი 300m 
  • მუშაობის ხანგრძლივობა 8 სთ   
  • ელემენტი 3xC ელემენტი
  • ზომა Φ38.5*212 mm
  • მასალა მეტალი           
  • დამატებითი მახასიათებლები ზუმის ფუნქცია                     
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 0.2       
  • სიმძლავრე (W) 10       
  • პროდუქტის ტიპი ფანარი

თუ მაღალი სიმძლავრით განათების ფანარი გჭირდებათ, Holst.ge-ზე არც მათი პოვნაა რთული.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

STANLEY ფანარი ალუმინის კარკასით

stanley fanari

  • ბრენდი STANLEY                   
  • პროდუქტის ტიპი ფანარი           
  • განათების სიმძლავრე 70 lm   
  • მუშაობის ხანგრძლივობა ძლიერი ნათებით:2 სთ სუსტი ნათებით:10 სთ       
  • ელემენტი 3.6V 1000mAh
  • დატენვის ხანგრძლივობა 6 სთ   
  • ზომა 165mm
  • მასალა ალუმინი       
  • დამატებითი მახასიათებლები წყალგამძლე 
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 0.405 
  • სიმძლავრე (W) 3

დაბალი სიმძლავრის და ძალიან გამძლე ფანარი თუ გჭირდებათ Stanley-ის ფანარი საუკეთესო არჩევანია. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ათწლეულიც კია.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება