ფანრები Holst.ge-ზე მონადირეებისთვის, მეთევზეებისთვის, ტურისტებისთვის... მოკლედ, ყველასთვის! |
ფანრები Holst.ge-ზე მონადირეებისთვის, მეთევზეებისთვის, ტურისტებისთვის... მოკლედ, ყველასთვის! |
რაც კი რამე გამოუგონია ადამიანს, პრაქტიკულად, ყველაფერი საიმისოდ, რომ ყოველდღიურობა უფრო მარტივი გახადოს. ერთ-ერთი ასეთი გამოგონება ნამდვილად არის ფანარი, რომლის ისტორია ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდს უკავშირდება, თუმცა მოდით, ამჯერად შორეულ წარსულს შევეშვათ და უფრო პრაქტიკული საკითხები განვიხილოთ.
თუკი ფანარი რეგულარულად გჭირდებათ, ყოველდღე, ან თუნდაც მხოლოდ უქმეებზე, აკუმულატორი და დამტენი მოწყობილობა შედარებით მაღალ ღირებულებას მალე დაგავიწყებთ. ხოლო თუ ფანარი უჯრაში „ყოველი შემთხვევისთვის“ უნდა მოათავსოთ, უმჯობესია, არჩევანი ელემენტებიანზე გააკეთოთ.
ამასთან ერთად, თუკი ხანგრძლივ ლაშქრობაში აპირებთ წასვლას, აუცილებლად უნდა განიხილოთ ფანრები ელემენტებით, ვინაიდან აკუმულატორის დატენვის შესაძლებლობა, დიდი ალბათობით, არ გექნებათ.
- გამძლე და საიმედო;
- უნდა შეიძლებოდეს მისი იარაღზე დამონტაჟება;
- უნდა ჰქონდეს რეჟიმების მინიმალური რაოდენობა და იყოს მარტივი სამართავი;
- უნდა ანათებდეს საკმაოდ შორ მანძილს;
- უნდა ჰქონდეს საიმედო ელემენტები შენახვის ხანგრძლივი ვადით;
- არ უნდა ახდენდეს გავლენას იარაღის ბალანსზე. შესაბამისად, რაც მსუბუქი იქნება, მით უკეთესი.
შევთანხმდეთ, რომ მეთევზეს ორივე ხელი თავისუფალი უნდა ჰქონდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შუბლის ფანრები უნდა შეარჩიოს.
გასათვალისწინებელია, რომ ცივი შუქდიოდი ვერ ერევა წყლის ზედაპირზე დამდგარ ნისლსა თუ კვამლს. ეს იმას ნიშნავს, რომ უმჯობესია ფანარი თბილი განათებით. გამოდგება კომბინირებულიც.
ეს უფრო ავტომობილის მფლობელის საქმიანობაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია - ნებისმიერი მანქანის სანივთეში, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბარდაჩოკს რომ უწოდებს, ფანარი აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს. მაინც, როგორი? მაგალითად, ავტომობილისტმა, რომელსაც ხშირად უწევს დიდი მანძილების დაფარვა, შუბლის ფანარი უნდა შეარჩიოს - თუკი რამის შეკეთება დასჭირდება, ორივე ხელი თავისუფალი რომ ჰქონდეს.
თუკი საუბარია უგზოობასთან შეჭიდების მოყვარულებზე, სადაც ფანარი ორიენტირებისთვის გამოიყენება, მისწრებაა მძლავრი HID ან შუქდიოდური პროჟექტორი.
- ისეთი, რომელიც არ დაიკარგება - მოზრდილი, შესამჩნევი, უმჯობესია, ნათელი ფერის კორპუსის მქონე;
- აუცილებელი პირობაა, იყოს დაცული მტვრისგან, იყოს წყალ და დარტყმაგამძლე;
- კორპუსი უნდა ჰქონდეს ალუმინის ან გამძლე პლასტიკის.
პირველ რიგში, ტურისტული ფანარი უფრო გაბარიტულია ხოლმე, ვიდრე - კომპაქტური. მეორე - უნდა ჰქონდეს საკმარისი ენერგიის ტევადობა. მესამე - ტურისტული ფანარი უნდა იყოს მრავალფუნქციური - მინიმუმ სიკაშკაშის დონის რეგულატორით მაინც უნდა იყოს აღჭურვილი.