| ფანრები Holst.ge-ზე - სახლისთვის, გზისთვის, ხეტიალისთვის |
| ფანრები Holst.ge-ზე - სახლისთვის, გზისთვის, ხეტიალისთვის |
შესანიშნავი, საოცარი და გადასარევი სიმღერაა: „გზები მაინც გამინათე მთვარეო“, თუმცა, მთლად მთვარის იმედად დარჩენა, მით უმეტეს, უცხო ადგილებში ხეტიალისას, არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა, დაგვეთანხმებით. ხეტიალი იქით იყოს, უცბად რომ სინათლე ჩაქრეს, მხოლოდ სიმღერა ვერ გვიშველის, ესეც ფაქტია და იქნებ თევზაობთ - თუ არ გაანათა მთვარემ, მერე რას შვრებით? ამ და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზიდან გამომდინარე, გირჩევთ, Holst.ge-ზე შესაბამისი ფანარი შეარჩიოთ: სახლისთვის, გზისთვის, ხეტიალისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
ფანრების იმდენად მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, ადამიანი თუ დაიბნა, გასაკვირი სულაც არ არის. რომელი უნდა შეიძინოს: აკუმულატორიანი თუ ელემენტებზე მომუშავე? შუქდიოდური თუ ჰალოგენური? ხელის თუ შუბლზე დასამაგრებელი? ამ ყველაფერში რომ უკეთ გაერკვეთ, ქვემოთ ძირითად სახეობებსა და მახასიათებლებზე ვისაუბრებთ და არც რჩევებს დავიშურებთ.
- ხელის ფანარი - არსებობს როგორც მოზრდილი, ისე მცირე ზომის ხელის ფანრები. განათება ორივე შემთხვევაში საკმაოდ შთამბეჭდავია. გამოგადგებათ ლაშქრობისას, რემონტისას თუ სახლში რაიმე ნივთის ძებნისთვის.
- ჯიბის ფანარი - კომპაქტური ფანარი, რომელიც ძალიან პატარა ადგილს იკავებს. მარტივად თავსდება ჯიბეშიც, ჩანთაშიც ან გნებავთ, გასაღებების აცმაზეც ჩამოკიდებთ.
- შუბლზე დასამაგრებელი - გამოგადგებათ ისეთ შემთხვევებში, როცა აუცილებელია, ხელები თავისუფლად გქონდეთ. მაგალითად, ნადირობისას, თევზაობის დროს, ლაშქრობაში თუ რემონტისას.
ელემენტზე მომუშავე ფანრები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მუშაობს როგორც ერთჯერად ელემენტებზე, ისე დასატენ აკუმულატორებზე, რომლებსაც ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ.
აკუმულატორიანი ფანრის დატენა შესაძლებელია USB-კაბელით ან როზეტით. ჩაშენებული აკუმულატორის მუდმივად გამოცვლა საჭირო არ გახლავთ.
ელექტროდინამიკური ფანარი არ არის დამოკიდებული ელექტროქსელზე. იტენება სახელურის ინტენსიურად მოძრაობის შედეგად. ზოგიერთ მოდელს ელემენტი ან აკუმულატორი აქვს, რათა ჭარბი ენერგია შეინახოს.
შუქდიოდური ყველაზე პოპულარულია, ნათებაც მისაღები აქვს, მცირე ენერგიას მოიხმარს და არ ხურდება. გამოიყენება, ფაქტობრივად, ყველა სფეროში.
ჰალოგენური ფანარი კაშკაშაა, თუმცა არა ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ვინაიდან დამცავი მინა საკმაოდ ხურდება. გამოიყენება სარემონტო სამუშაოებისას, თუმცა თანდათან ქსენონითა თუ შუქდიოდით წარმატებით ნაცვლდება.
ქსენონის ფანარი სიკაშკაშით გამორჩეული მოწყობილობაა, რომლის სინათლის ნაკადი რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც კი კარგად ჩანს. როგორც წესი, მშენებლობისას ან სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენება.
საყოფაცხოვრებო ფანარი სიბნელეში სასურველი ნივთების მოძიებაში დაგეხმარებათ, ან მაგალითად, სიბნელეში ბილიკს გაგინათებთ. გამოსადეგია სახლში, გზაში, სეირნობისას.
ტურისტული ფანარი, როგორც წესი, ხელის ან შუბლზე დასამაგრებელია. ზოგჯერ აღჭურვილია ლინზით, რომელიც განათების რეგულირების საშუალებას იძლევა. გამოსადეგია ღია სივრცეში ლაშქრობისას, პიკნიკისას, ნადირობისა და თევზაობის დროს.
ველოსიპედის ფანარი გამოიყენება როგორც მაშუქი. მაგრდება საჭეზე ან ჩარჩოზე. მდგრადია მტვრის, ნესტისა და ტალახის მიმართ.
წყალქვეშა ფანარი სრულყოფილად არის დაცული კორპუსში სითხის შეღწევისგან. სინათლის მძლავრი ნაკადი ხილვადობას მღვრიე წყალშიც უზრუნველყოფს.
ტაქტიკური ფანარი მაგრდება იარაღის კორპუსზე და დანიშნულია რთული ხილვადობის პირობებში შესასრულებელი ოპერაციების წარმოებისთვის.


