ფიქრობთ, რომ ონკანების შესახებ ყველაფერი კარგად იცით? მოდით, შევამოწმოთ თქვენი ცოდნა

თუ რემონტი გაქვთ სახლში და ონკანები უნდა შეიძინოთ, გილოცავთ, უკვე იმ ეტაპზე ყოფილხართ, მალე რომ დალაგდებით და საოცნებო სახლში იცხოვრებთ. არ შედრკეთ, ისეთ რთულ პროცესსაც კი აქვს დასასრული, როგორიც რემონტია და მერე უკვე ისეთი სასიამოვნოა, ეს ყველაფერი უკან რომ გაქვს მოტოვებული და გაკრიალებულ სახლში ცხელ-ცხელ ყავას რომ მოწრუპავ...

ან თუ უბრალოდ ძველი ონკანი გაქვთ შესაცვლელი და ამისთვის Holst.ge-ზე შემოიხედეთ, ვაქებთ თქვენს გადაწყვეტილებას - წლების მანძილზე გამოცდილი და პოპულარული იტალიური ბრენდის, „კეტლერის“ პროდუქცია უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ, ამაში მარტივად დარწმუნდებით.

რისთვის არის საჭირო ონკანი?

რა კითხვა ამას უნდა, მაგრამ ჟანრის კლასიკა მოითხოვს, შესავალში ორიოდ სიტყვით ეს საკითხიც განვიხილოთ.

ჰოდა, მარტივად - ონკანი წყლის ნაკადის რეგულირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, კომერციულ სივრცეებში. ის განსაზღვრავს წყლის მოხმარების ეფექტიანობას, ინტერიერის ესთეტიკასა და მომხმარებლის კომფორტს. ონკანის სწორად შერჩევა დაზოგავს ენერგიას, შეამცირებს წყლის დანახარჯებს და გაამარტივებს ყოველდღიურ რუტინულ პროცესებს - ჭურჭლის რეცხვა იქნება, ხელის დაბანა თუ რამე მსგავსი...

რა მასალისგან მზადდება ონკანები?

ონკანების დამზადებისას გამოიყენება სხვადასხვა მასალა, რომელთაგან თითოეულს თავისი უპირატესობები აქვს:

  • სპილენძი - გამძლე, ანტიბაქტერიული თვისებები და კოროზიისადმი მდგრადობა. ესთეტიკისთვის, ხშირად დაფარულია ქრომით ან ნიკელით.
  • უჟანგავი ფოლადი - მდგრადია დაზიანებების მიმართ, არ იჟანგება და მარტივია მოსავლელად. იდეალურია მაღალი ტენიანობის მქონე ადგილებში.
  • თუთიის შენადნობები - უფრო იაფი, მაგრამ ნაკლებად გამძლე. შეიძლება დროთა განმავლობაში დაზიანდეს.
  • პლასტმასა - იაფი, მაგრამ მოკლე ხანგრძლივობის. გამოიყენება დროებით კონსტრუქციებში.
  • ლატუნი - მასალა გამოიყენება მაღალი ხარისხის სანტექნიკაში, რადგან გამოირჩევა კოროზიასთან მდგრადობის თვისებებით - არ იჟანგება და უძლებს ტენიანობას. მექანიკური სიმტკიცე - ნაკლებად მგრძნობიარეა დარტყმების ან დეფორმაციის მიმართ. თერმული სტაბილურობა - კარგად უძლებს ტემპერატურის ცვლილებებს.

ონკანების ტიპები დანიშნულების მიხედვით

ბუნებრივია, მორგებულია ნებისმიერ საჭიროებას და აქედან გამომდინარე, არსებობს ონკანების სხვადასხვა ტიპები:

  • სამზარეულოს ონკანები - გამოარჩევს მაღალი, მოქნილი მილი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჭურჭლის რეცხვის პროცესი მარტივი იყოს, ხშირად აქვს ფილტრის დამატებითი ფუნქცია.
  • აბაზანის ონკანები - შეიძლება იყოს კედელზე მისამაგრებელი ან სამაგიდო.
  • შხაპის ონკანები: ხშირად აღჭურვილია რეჟიმების გადართვის სისტემით, მაგალითად, ნაკადი, წვეთოვანი.
  • სპეციალური დანიშნულების - მაგალითად, სარეცხი მანქანისთვის, გარე გამოყენებისთვის.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ონკანის შეძენისას

ონკანის შერჩევა მოითხოვს ყურადღებას როგორც ტექნიკურ, ასევე, ესთეტიკურ დეტალებზე.

თუკი ფიქრობთ, რომ ონკანების შესახებ ყველა დეტალი იცით, მისასალმებელია და წესით, საჭირო მოწყობილობის შეძენასაც იოლად შეძლებთ. თუმცა, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მოდით, ყოველი შემთხვევისთვის, ამ პატარა რეკომენდაციებს მაინც გადაავლეთ თვალი და მერე უკვე ნამდვილად ყველაფერი ჩინებულად იქნება:

  • დამონტაჟების ტიპი - შეესაბამება თუ არა თქვენს სანტექნიკას - ხვრელების რაოდენობა, მანძილი და ასე შემდეგ.
  • წყლის ეკონომია: მოძებნეთ მოდელები აერატორით, რომლებიც ამცირებენ წყლის ნაკადს მისი სიჩქარის შეუმჩნევლად შემცირებით.
  • მოვლა: აირჩიეთ დაცული ზედაპირი, რომელიც ადვილად იწმინდება და არ ტოვებს ნაკვალევს.

გავედით დასასრულისკენ და შეჯამებისთვის ვთქვათ, რომ ონკანის შერჩვა დამოკიდებულია ინტერიერის სტილზე, პრაქტიკულ მოთხოვნებსა და რაღა თქმა უნდა, ბიუჯეტზე.

იტალიური „კეტლერის“ უმაღლესი ხარისხის ონკანი წლების მანძილზე მოგემსახურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზოგავთ დროსა და ფინანსებს და სხვა საჭიროებების მოგვარებაზე იზრუნებთ.

Kettler Premium-32238 სამზარეულოს შემრევი (premium) chrome

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313805432238
  • წონა (კგ) - 1.52
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler Premium-23186 ხელსაბანის შემრევი (premium) chrome

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313801423186
  • წონა (კგ) - 1.45
  • კარტრიჯი - 26mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler Premium-32092 აბაზანის შემრევი (premium best) chrome

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313805432092
  • წონა (კგ) - 1.48
  • კარტრიჯი - 30mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ლატუნი
  • კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი, კედლის სამაგრი
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება