ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ოსტატის არსენალში უნდა შედიოდეს |
ფრეზი - ხელსაწყო, რომელიც ნებისმიერი ოსტატის არსენალში უნდა შედიოდეს |
თუკი შეიძლება ელექტროინსტრუმენტზე ვთქვათ: რაც ზემოთაა, ერთი იმდენი მიწისქვეშაც არისო, ერთ-ერთი პრეტენდენტი ნამდვილად გახლავთ ელექტრო ფრეზი.
ვინც იცის ამ ხელსაწყოს შესაძლებლობები, ალბათ, ვერაფრით გავაკვირვებთ, თუმცა მაინც შევეცდებით, ხოლო ვინც ჯერ არ იცნობს, ყური დაგვიგდოს, ბევრ საინტერესო რამეს მოვახსენებთ.
ფრეზი, ფრეზერი, ელექტრო ფრეზი, ელექტრო ფრეზერი, თქვენ როგორც გენებოთ, ისე მოიხსენიეთ, მთავარი მაინც ის არის, რომ ინსტრუმენტს უსაზღვრო შესაძლებლობები აქვს, რაშიც მარტივად დარწმუნდებით.
ხის დასამუშავებელ ყველა სხვა ინსტრუმენტს შორის, ფრეზი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, მართლაც მარტივი კონსტრუქცია აქვს, თუმცა შესაძლებლობები - შთამბეჭდავი. მისი დახმარებით შესაძლებელია ყველაზე განსხვავებული ოპერაციების შესრულება, შესაძლებელია დამუშავდეს ხის დეტალები, თაბაშირი, ორგმინა, აკრილი, პლასტმასა, ზოგიერთი ფერადი ლითონი, ეპოქსიდური ფისი და ასე შემდეგ.
მოკლედ, ფაქტია, ფრეზი ნებისმიერი ოსტატის არსენალში უნდა შედიოდეს.
სხვა დანარჩენის პარალელურად, ფრეზი აქტიურად გამოიყენება ავეჯის დამზადებაში. ინსტრუმენტს შემდეგი სამუშაოებისთვის იყენებენ:
ელექტრო ფრეზი ასევე გამოიყენება ნაკეთობაზე ორნამენტების დატანისთვის, ფიგურული ბოძკინტებისა და პლინთუსების დასამზადებლად, ავეჯის ფურნიტურისა და თაბაშირმუყაოს კონსტრუქციების მონტაჟისას, ხის, მერქანბურბუშელის (დეესპე), ფანერისა და პლასტიკის პროდუქციაზე მუშაობისას. კიდევ ერთი დანიშნულება - ზედაპირის გასწორება იქ, სადაც რეისმუსის გამოყენება არ შეიძლება. შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების ქონის შემთხვევაში, ფრეზით შესაძლებელია ბარელიეფებისა და ჰორელიეფის, პანოს, სამგანზომილებიანი კომპოზიციების ამოკვეთაც კი.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამით ფრეზის შესაძლებლობები არ სრულდება და ა, ბატონო, კიდევ რამდენიმე მაგალითი, რისთვის გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ინსტრუმენტი, რომელიც როგორც გითხარით, „რაც ზემოთაა, ერთი იმდენი კიდევ მიწისქვეშ არის“:
ყველა ფრეზი შეიძლება ასე დავაჯგუფოთ: ხელისა და სტაციონარული. უფრო ხშირად სტაციონარული სამრეწველო მიზნებისთვის გამოიყენება, სადაც საჭიროა 3 კვტ-ზე მეტი სიმძლავრე. აქვს განსაკუთრებული კონსტრუქცია, წონა კი ხშირად 500 კგ-ს აღემატება. ხელის ფრეზი მრავალ სფეროში გამოიყენება და ამაზე ზემოთ უკვე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. ასეთი ხელსაწყო მსუბუქი და კომფორტულია.
ფრეზის მოწყობილობა ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია, ვიდრე სხვა ელექტროინსტრუმენტების. აღჭურვილია მოტორით, რომელიც ბასრი პირების მეშვეობით დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით უმკლავდება.
მართვის ღილაკები კორპუსზეა განთავსებული. საუბარია ჩამრთველზე, გამომრთველზე და ასევე, შემთხვევით ჩართვისგან დამცავ და ბრუნების დასარეგულირებელ ღილაკებზე. ზოგ შემთხვევაში, ჩართვის ღილაკს შესაძლოა, ფიქსაციის ფუნქციაც ჰქონდეს მიღებული.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია მჭრელი პირების სიღრმეში ჩასვლის შემზღუდველი. მუშაობის დაწყებამდე, აუცილებელია საჭირო სიღრმისა და ბრუნების განსაზღვრა. გამოუსადეგარ დეტალზე წინასწარ შემოწმების შემდეგ, მარტივად დასადგენია, სწორად არის თუ არა მითითებული როგორც სიღრმე, ისე - ბრუნების სიჩქარე.
ნებისმიერ ინსტრუმენტთან, მით უმეტეს, როცა საუბარი განსაკუთრებით მჭრელ ხელსაწყოს ეხება, უსაფრთხოების ზომების ზედმიწევნით დაცვაა აუცილებელი, რაზეც Holst.ge ყურადღებას ყოველთვის ამახვილებს.
ფრეზით მუშაობისას აუცილებელია უსაფრთხოების შემდეგი ზომების დაცვა:
- თუკი უნივერსალური ინსტრუმენტი გჭირდებათ, არჩევანი ვერტიკალურ ფრეზზე უნდა შეაჩეროთ.
- თუ ფიქრობთ, რომ მარტივი ან საშუალო სირთულის ოპერაციები გაქვთ შესასრულებელი, ნამდვილად არ ღირს ზედმეტის გადახდა მაღალ სიმძლავრეში.
- უნდა დააზუსტოთ, რეგულირდება თუ არა ღერძის ბრუნვის სიჩქარე. მოდელები, რომლებსაც ეს ფუნქცია არ აქვთ, როგორც წესი, მარტივი ოპერაციებისთვის უფრო გამოიყენება.
- უნდა გაარკვიოთ ისიც, რამდენად ზუსტად რეგულირდება ფრეზის სამუშაო ციკლი. რაც უფრო ზუსტია რეგულირება, შედეგიც შესაბამისად, უკეთესია.
- უნდა გაითვალისწინოთ, სად მოგიწევთ მუშაობა. თუკი უფრო ხშირად გიწევთ ყოფნა არა საკუთარ სახელოსნოში, არამედ დამკვეთის ღია ტერიტორიაზე, უმჯობესია, მძლავრი აკუმულატორის მქონე უსადენო მოდელი მოიძიოთ.
- შეაფასეთ ფუნქციონალი. რაც მეტია დამატებითი ფუნქციები, მით კომფორტული იქნება ინსტრუმენტით მუშაობა.
- გაარკვიეთ, რამდენად ხელმისაწვდომია აქსესუარები. რაც უფრო მარტივია მათი შეძენა და რაც უფრო მრავალფეროვანია ასორტიმენტი, მით მარტივად შეძლებთ, ფრეზს სხვადასხვა მისია დააკისროთ.
სულაც არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, რომ ვინც ფრეზით მუშაობა იცის, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე არასოდეს დარჩება.
აგერ, თავად ნახეთ, რამდენი რამის გაკეთების საშუალებას იძლევა ეს ინსტრუმენტი: