გადახედე ტოპ 3 საუკეთესო ლაზერულ თარაზოს |
გადახედე ტოპ 3 საუკეთესო ლაზერულ თარაზოს |
ლაზერული თარაზო საკმაოდ გავრცელებული ხელსაწყოა. ალბათ, მრავალ სახლში შეგინიშნავთ, კუთხეში დაბინავებული. თუმცა, ეს კიდევ სხვაა და ჩვენი ხელსაწყოები ცალკე განზომილებაა. დიახ, არაფერს ვაჭარბებთ, მართლა ასეა. ბლოგში სხვადასხვა ლაზერულ თარაზოს განვიხილავთ და ყველა დეტალს გულდასმით გავივლით. ყურადღება, ვიწყებთ.
ხელსაწყოს ირგვლივ გავრცელებულ კითხვებს შორის, პირველ ადგილას ეს უკანასკნელი დგას. ლაზერული თარაზო შეზღუდვებს არ ცნობს, ამიტომ, გამოყენების არეალი მკაცრად განსაზღვრული არ აქვს. ერთი რამ კი ცხადია: ხელსაწყო მაშინ დაგჭირდებათ, თუ კი რაიმეს აშენებთ და არა მარტო. თარაზო სიზუსტეების დაცვაში გეხმარებათ. ყოველ კუთხე-კუნჭულს ზუსტად ზომავს და საქმეს გიმარტივებთ. თვალის მიერ აღქმული სისწორე, ყოველთვის სარწმუნო არ არის, აი, ლაზერულ თარაზოს კი ვერაფერი მოატყუებს.
განსხვავებებს ყველა ხელსაწყოს გამოვუძებნით, მათ შორის, ლაზერულ თარაზოსაც. მაგალითად, სხვადასხვაა დიაპაზონი, ლაზერის კლასი, სიზუსტე, თვითგასწორების დრო და დიაპაზონი, ელემენტი, კომპლექტაცია, ფერი და ა.შ. საბოლოო ჯამში, ყველა მახასიათებელი მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ თითოეულს გულდასმით გადახედოთ.
ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში ფართო არჩევანია. მართალია, ამჯერად მხოლოდ სამ ხელსაწყოს განვიხილავთ, მაგრამ თარაზოების სექციაში ბევრად მეტს იხილავთ. თუ კი ერთი რომელიმე მოდელი თქვენს გემოვნებაში ვერ ჩაჯდება, ალტერნატივა აუცილებლად გამოინახება. მრავალფეროვნება სწორედ ამიტომაა კარგი. რაც შეეხება ბრენდებს, ჩვენთან Dewalt, Crown, Tolsen Glm, Bosch და Dewalt- ია. უშუალოდ ხელსაწყოების გარდა, შეგიძლიათ ლაზერის სადგამი და სხვა ინსტრუმენტთან დაკავშირებული ნივთი შეიძინოთ. ყველაფერი ერთ სივრცეშია და დაგვეთანხმებით, ძალიან კომფორტულია.
ხელსაწყოების ხარისხზე უკვე ვისაუბრეთ და კიდევ რითი გამოირჩევა Holst- ი ? უპირატესობების ჩამოთვლა გავაგრძელოთ. მაშ ასე, იცოდით თუ არა, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ასე კი თავიდან ისეთ უსიამოვნებებს ირიდებთ, როგორებიცაა: საცობში ყოფნა, მაღაზიის რიგში დგომა, ინტროვერტებისთვის კი გარეთ გასვლა. თან ცივი სეზონი მოგვიახლოვდა და თბილი სახლის დატოვება, განსაკუთრებით ჭირს. მოკლედ, საჭირო აღარც არის. შეგიძლიათ კომფორტულად მოეწყოთ, ხელში მობილური აიღოთ, საძიებო სისტემაში Holst.ge აკრიფოთ, ხელსაწყო შეარჩიოთ, გამოიწეროთ და დაელოდოთ. სულ ესაა, არაფერი რთული. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ კი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა.
Dewalt - ის ლაზერული თარაზო, გულწრფელად რომ ვთქვათ, მართლაც კარგად გამოსაყენებელია. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი, წითელი და მეორე კლასის ლაზერი, მაღალი თვითგასწორების დრო და დიაპაზონი, ერთ წლიანი გარანტია, კომპლექტაცია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მოკლედ, ყველაფერი საათივითაა აწყობილი.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
რა დასამალია და Crown - ის ლაზერული თარაზოც არაჩვეულებრივია, იმავე სიტყვებით შეგვიძლია შევამკოთ. განსხვავება ის არის, რომ შედარებით მცირე დიაპაზონი და მწვანე ფერის ლაზერი აქვს. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.
უპირატესობები:
ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი მონაცემები Tolsen -ის თარაზოს აქვს. მსუბუქ საქმეს კარგად ასრულებს და გადატვირთვა არ უყვარს, ეს არის და ეს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: