გაეცით პასუხი კითხვას: როგორი კომპრესორი გჭირდებათ? |
გაეცით პასუხი კითხვას: როგორი კომპრესორი გჭირდებათ? |
ხშირად ვიცით ხოლმე ადამიანებმა ყველაფრის გაბუქება და გადაჭარბება: „ისეთი სიმამრი მინდა, შვეიცარიულ ბანკში ანგარიში გამიხსნასო“, „ისეთს დაგარტყამ, ამერიკაში გაგაფრენო“, „ისეთი ჰაერის კომპრესორი მინდა, ყველგან რომ ეტეოდესო“...
შვეიცარია და ამერიკა კი მიხედავენ თავიანთ ამბებს, მაგრამ აი, ჰაერის კომპრესორს რაც შეეხება, ეს უკვე ნამდვილად ჩვენი სფეროა და პირველ რიგში, ის უნდა გითხრათ, რომ „ყველგან დასატევი კომპრესორი“ არც არსებობს და რომც არსებობდეს, რა, გამოგადგებათ?
სწორედ ამ კითხვას უნდა გასცეთ პასუხი - როგორი კომპრესორი გჭირდებათ? ფაქტია, ყველანაირი ნამდვილად არ გამოგადგებათ.
რადგან აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საკითხი, რომ ჰაერის კომპრესორი შეიძინოთ, შერჩევისას ყურადღება შემდეგ მთავარ ფაქტორებს დაუთმეთ:
ბუნებრივია, ბევრი ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კომპრესორის გაბარიტები და მისი მობილურობაა. ასეთ შემთხვევაში, დგუშიანი კოაქსიალური მოდელი ყველაზე კომპაქტურია. გადატანისთვის კი ყველაზე მოსახერხებელია უზეთო კომპრესორი, რომელზეც რესივერი არ არის დამონტაჟებული.
ბევრი მოდელი, როგორც დგუშიანი, ასევე, ხრახნიანი, ბორბლებითა და სახელურებით არის აღჭურვილი, რაც მათ გადაადგილებას გაცილებით კომფორტულს ხდის.
რამდენადაც ცნობილია, კომპრესორი შეკუმშული ჰაერით უზრუნველყოფს პნევმატიკურ ინსტრუმენტს. ამდენად, როგორც სხვა უამრავი დანადგარისა თუ ხელსაწყოს შემთხვევაში გირჩევთ ხოლმე, პირველ რიგში, ის უნდა განსაზღვროთ, რისთვის გამოიყენებთ ამ აღჭურვილობას. მაგალითად, პულვერიზატორებისთვის
საკმარისია წნევა 4 ბარის მოცულობით, ხოლო სილაჭავლური პისტოლეტისთვის, როგორც წესი, მინიმუმ 6 ბარია საჭირო.
არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კომპრესორის გამოყენების ინტენსივობა. რაღა თქმა უნდა, წელიწადში რამდენჯერმე გამოყენებისას, მაგალითად, სახლის გარშემო სარემონტო სამუშაოებისთვის, ძლიერი, პროფესიონალური აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ.
ინფორმაციისთვის იმასაც გეტყვით, რომ რესივერის არსებობა ან არარსებობა კომპრესორის მუშაობაზე დიდად არ მოქმედებს. ეს არის სათავსი, რომელშიც შეკუმშული აირი ინახება რამდენ ხანში შეივსება,მის მოცულობაზეა დამოკიდებული. როცა რესივერი ბოლომდე ივსება, დანადგარი ითიშება და შეკუმშული აირი ავზიდან გამოიყოფა.
ხანგრძლივი სარემონტო სამუშაოებისთვის დგუშიანი ზეთის კომპრესორის შერჩევა ჯობია.
პლუსები:
მთავარი მინუსი ის არის, რომ ხშირად სჭირდება გათიშვა. ამდენად, თუკი ხანგრძლივ სამუშაოებზეა საუბარი, უკეთესი არჩევანი იქნება დგუშიანი კომპრესორი ქამრით.
პლუსები:
მთავარი მინუსი ხმაური გახლავთ, მაგრამ როცა საქმე მოითხოვს, სხვა რა გზაა...
უწყვეტი მუშაობისთვის ხრახნიანი კომპრესორის შერჩევაა საჭირო, რომელსაც დამატებითი ელემენტებიც აქვს მიღებული. მაგალითად, საშრობი, ფილტრები, სიხშირული რეგულატორი და ასე შემდეგ.
პლუსები: