გაიცანით ჩვენი ყოვლისშემძლე ნათურები |
გაიცანით ჩვენი ყოვლისშემძლე ნათურები |
შავ პეიზაჟს სევდიანი გაჰყურებდი, როცა ჩაბნელებული სახლებიდან ერთ-ერთში ნათურა, ხოლო შენს გულში იმედი აინთო. თუ დაკვირვებიხართ, სინათლეს ასეთი ეფექტი აქვს. დღესავით ნათელი სივრცის ცქერისას, ბევრად უკეთ და იმედიანად ვართ. ეს გრძნობა კი მაშინ ორმაგდება, როცა სახლი Osram- ის, Linus - ის ან Ledex- ის ნათურითაა განათებული. ვფიქრობთ, თავად უნდა დატესტოთ და გულის სიმები სასიამოვნოდ შეირხიოთ. მანამდე კი ერთი ამოსუნთქვით საკითხავ ბლოგს გაეცანით.
ჩვენთან ყველანაირ ნათურას გადააწყდებით, ისეთებსაც ცეკვა-თამაში რომ უყვარს, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ამჯერად, იმ ნათურებზე უნდა გიამბოთ, რომლებსაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ. ჩამოთვლილი ლედ ნათურები, სასიამოვნო ფერებსა და მშვიდ ატმოსფეროს გპირდებათ. ოღონდ მართლა, საარჩევნო დაპირებების მსგავსად კი არა.
ეს საკითხი ზუსტად ასე დგას. თურმე, ადამიანები ამით ამოიცნობიან. Holst.ge- ის უნდა ემეგობროთ და სანერვიულო არაფერი გექნებათ. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში არაჩვეულებრივი ნათურები და გამართული მომსახურების სისტემაა. ნივთებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა. გამოწერილ ნივთებს კი, თქვენთან ელვის სისწრაფით ვუშვებთ.
Osram - ის ნათურა ისეთი კარგია, რომ 10- დან 10-ს ვუწერთ. ნამდვილად იმსახურებს, რადგან მაღალი სამუშაო რესურსები აქვს და განათების სიმძლავრეც ხელს უწყობს. წუნს ვერცერთ დეტალში უპოვით. შეძენის ღილაკზე თითის დაჭერა, დაუფიქრებლად შეგიძლიათ.
უპირატესობები:
ვადასტურებთ იმ ფაქტს, რომ Linus - ის ნათურები სხვანაირად კარგია. მაღალი განათების სიმძლავრე, სამუშაო რესურსები, ენერგოეფექტურობა, სიხშირე და ასეთივე მაღალი ვაზნის ტიპი, საკმარისი არ არის?! რამდენიმე ვერსია არ განიხილება, პასუხი ცხადზე ცხადია.
უპირატესობები:
აქ უნდა იყოს საქებარი სიტყვები Ledex- ზე, მაგრამ როლში შეჭრა შორს წაგვიყვანს. ისედაც ყველამ ვიცით, როგორი კარგია, ბრენდიც და კონკრეტული ნათურაც.
სახლებს თავიდან თუ გახედავთ, ჩვენს ნათურებს მარტივად ამოიცნობთ, სიბნელეში ვარსკვლავებივით კიაფობენ.
უპირატესობები: