გაიგე მეტი ტოპ 3 საუკეთესო სარწყავი შლანგის შესახებ

გაზაფხულის მოსვლასა და ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, მიწას უფრო და უფრო მეტი დატენიანება სჭირდება, რათა არ გამოიფიტოს. წელიწადის ამ დროს, ეს უსიამოვნო მოვლენა ხშირად ხდება, რადგან მიწას საკმარისი წყლის მარაგი არ აქვს და დამატებითი დახმარება სჭირდება. სარწყავი შლანგი ზუსტად ამისთვისაა განკუთვნილი და არა მარტო ამ ყველაფრისთვის. სხვადასხვა სიტუაციაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბლოგში ხელსაწყოს ირგვლივ ხშირად დასმულ შეკითხვებს ვუპასუხებთ და რამდენიმე სასარგებლო რჩევასაც მოგაწვდით - თუ რა უნდა გაითვალისწინოთ ინსტრუმენტის შერჩევისას. ამიტომ, მოეწყვეთ კომფორტულად და ჩაუჯექით ბლოგს, რათა სწორად შეარჩიოთ სარწყავი შლანგი.

რა დროს გამოიყენებთ სარწყავ შლანგს?

ერთ-ერთ სიტუაციაზე დასაწყისში ვისაუბრეთ და მოდით, უფრო განვავრცოთ. პირველ რიგში, შლანგი სარწყავად გამოიყენება. ეს ყველაზე ეფექტური გზაა იმისთვის, რომ მიწას წყალი მივაწოდოთ, რათა კარგად დატენიანდეს და მცენარეებმაც შვებით ამოისუნთქოს. თუ კომფორტი გიყვართ და ალბათ, ეს უკანასკნელი ყველას უყვარს, მაშინ სარწყავი შლანგი თქვენთვის იდეალურია. თუმცა, არსებობს სხვა სიტუაციაც, სადაც ინსტრუმენტს კარგად გამოიყენებთ. მაგალითად, ავტომობილის გარეცხვა თუ გაქვთ გეგმაში, შლანგი აუცილებლად დაგჭირდებათ. მის გარეშე საქმე გართულდება, ბევრად მეტ დროსა და ენერგიას დახარჯავთ. ხელსაწყოს მეშვეობით პროცესი უფრო სასიამოვნო იქნება. თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ, მაშინ ინსტრუმენტის ქონა ორმაგად საჭიროა, რათა ყველა საქმე ეფექტურად შეასრულოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ სარწყავი შლანგის შერჩევისას?

ნებისმიერი ინსტრუმენტის შერჩევას სიფრთხილე სჭირდება, რადგან რთულია, ამდენ ინსტრუმენტში ზუსტად თქვენი საქმისთვის შესაფერისის პოვნა. თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს პროცესი გაგიმარტივოთ და სხვა კუთხით დაგანახოთ. სარწყავი შლანგის შერჩევისას, პირველ რიგში, სიგრძის მაჩვენებელს გადახედეთ. ძირითადად, სამი სახის შლანგი არსებობს: გრძელი, საშუალო სიგრძის და მოკლე. თითოეულს თავისი უპირატესობა აქვს, მთავარია თქვენი რომელი ტიპის გჭირდებათ. გრძელი სარწყავი შლანგი დიდი ტერიტორიისთვისაა განკუთვნილი. თუ სწორედ ასეთი ფართო მასშტაბისთვის გჭირდებათ, მაშინ ზუსტად ამ კატეგორიის ინსტრუმენტია შესაფერისი. თუმცა, ყოველთვის გრძელი შლანგი არ დაგჭირდებათ. მაგალითად, მცირე ტერიტორიის ეზოსთვის იდეალურია საშუალო ან სულაც მოკლე ხელსაწყო. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ზომასა და წონას.

რა უპირატესობებს გთავაზობს Holst.ge?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ წინ ბევრი უპირატესობა გელით. იმით დავიწყოთ რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. ეს წესი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება. რაც შეეხება ბრენდებს, ჩვენთან მხოლოდ რჩეულ ბრენდებსა და მათ ხარისხიან ინსტრუმენტებს გადააწყდებით. თითოეული მათგანი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული. სწორედ ამიტომ, ინსტრუმენტების ჩვენთან შეძენის შემთხვევაში, თქვენს ხელში საუკეთესო ხელსაწყოები აღმოჩნდება. საბოლოოდ, ონლაინ ჰიპერმარკეტი ძალიან კომფორტულია განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მაღაზიებში სიარული არ უყვარს და ყველაფრის საყიდლად მარტივ ალტერნატივას ეძებენ. ზუსტად ასეთია Holst.ge - მარტივი და კომფორტული გზა თქვენი სასიამოვნო შოპინგისთვის.

Lux Garden LGH5020A სარწყავი შლანგი 1/2 50m (კოჭა+აქსესუარები)

Lux Garden-ის სარწყავი შლანგი ძალიან კომფორტული გამოსაყენებელია. ხელსაწყო საკმაოდ გრძელია, რაც იმას ნიშნავს რომ დიდი ტერიტორიისთვის ზედგამოჭრილია. შლანგი მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ინსტრუმენტი კარგად უძლებს მზეს და მარტივად არ ფუჭდება.

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი       
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 50m
  • მასალა - PVC + PP 
  • შტრიხ-კოდი - 5554182689799       
  • წონა (კგ) - 13.5

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტური ზომა
  • სიგრძე
  • სიმსუბუქე

Lux Garden LGH3015A სარწყავი შლანგი 1/2 30m (კოჭა+აქსესუარები)

Lux Garden-ი სრულ მრავალფეროვნებას გთავაზობთ და სწორედ ამიტომ, პირველისგან ცოტათი განსხვავებულ შლანგს წარმოგიდგენთ. ეს კონკრეტული ხელსაწყო საშუალო სიგრძისაა და გამძლე მასალისგანაა დამზადებული. ინსტრუმენტი ძალიან კომპაქტური გამოსაყენებელია და გადასაადგილებლადაც საკმაოდ მსუბუქია.

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი       
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 30m
  • მასალა - PVC + PP 
  • შტრიხ-კოდი - 5554184259693       
  • წონა (კგ) - 7.5

უპირატესობები:

  • გამძლე მასალა
  • კომპაქტურობა
  • სიგრძე
  • სიმსუბუქე

Lux Garden LGH-018 სარწყავი შლანგი 20m(კოჭა+აქსესუარები)

Lux Garden-ის მესამე სარწყავი შლანგი, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მოკლეა. ამიტომ, გირჩევთ, მცირე ტერიტორიისთვის გამოიყენოთ. ინსტრუმენტის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. კონკრეტული შლანგი საკმაოდ მსუბუქია, რაც კიდევ უფრო კომპაქტურს ხდის. 

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი       
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 20m
  • მასალა - PVC + PP 
  • შტრიხ-კოდი - 5554561252323       
  • წონა (კგ) - 5.5

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • გამძლე მასალა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება
. query_insert_error