გაიგე როგორი ჰაერის კომპრესორი გჭირდება

დიდი საწარმო გაქვთ და გინდათ უფრო მარტივად იმუშაოთ? მაშინ ჰაერის კომპრესორია ის, რაც გჭირდებათ. ამ უნიკალურ ხელსაწყოზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, ინსტრუმენტი იმაში დაგეხამრებათ, რომ რთული საქმე მარტივად შეასრულოთ, დაზოგოთ დრო და ენერგია. თუ როგორ ახერხებს ამ ყველაფერს, ბლოგში გიამბობთ. ასე რომ, საინტერესო ამბების თხრობა დავიწყოთ.

სად დაგჭირდებათ ჰაერის კომპრესორი?

დასაწყისში ეს უკვე ვახსენეთ, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ კიდევ ჩავუღრმავდებით. ხელსაწყოს გამოყენება საკმაოდ ბევრ ადგილას შეგიძლიათ. პირველ რიგში, ალბათ, ყველას ავეჯის საწარმოები და სხვადასხვა ტიპის დიდი თუ პატარა საამქროები გაგვახსენდა. სწორიცაა, რადგან ამ ადგილებში იდეალურად გამოიყენებთ, მეტიც, აუცილებელიც კია რომ გქონდეთ. ამ შემთხვევაში საქმე გაგიმარტივდებათ, თან ბევრად და უფრო სწრაფად შეასრულებთ, ვიდრე ხელსაწყოს გარეშე იზამდით. თუმცა, მხოლოდ აქ არა, ინსტრუმენტი ავტოსახელოსნოებშიც გამოგადგებათ. კომპრესორს დღეს უკვე ყველა იმ ადგილას შეხვდებით, სადაც თავს სისწრაფეზე დებენ. ინსტრუმენტს შეუძლია დაშვებული საბურავის მარტივად, მოკლე დროში შეკეთება და პირვადელ მდგომარეობაში დაბრუნება.

როგორ მუშაობს ჰაერის კომპრესორი?

მუშაობის პროცესი საკმაოდ მარტივია. კომპრესორი სხვა ხელსაწყოებს იმაგრებს და ძლიერი წნევით ამუშავებს. ინსტრუმენტი ერთგვარი ენერგიის წყაროა და მას სხვასაც უნაწილებს, რათა საქმე მარტივად და სწრაფად შესრულდეს. აქ კი ერთი მთავარი წესი უნდა გაითვალისწინოთ, კერძოდ ის, რაზეც შემდეგ აბზაცში დეტალურად ვისაუბრებთ.

რატომ უნდა მიაქციოთ ორმაგი ყურადღება სიმძლავრეს?

ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია რომ გაითვალისწინოთ. სიმძლავრე და სხვა მონაცემებიც, ჰაერის კომპრესორის შემთხვევაში ორმაგად საყურადღებოა. რატომ? იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული თუ რამდენ ხელსაწყოს დაიმაგრებს. როგორც იცით, მძლავრი კომპრესორები ორ ან მეტ ინსტრუმენტს ამუშავებს, ხოლო დაბალი ძალის მქონეები მხოლოდ ერთს. სწორედ ამიტომაა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ზუსტად შეარჩიოთ თქვენი საქმითვის შესაფერისი კომპრესორი.

რატომ Holst.ge?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტია, რაც ავტომატურად ნიშნავს სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობასა და სრულ კომფორტს. გამოწერილ ნივთებს კი მთელი საქართველოს მასშტაბით მოგაწვდით. ჩვენი კურიერები ხელსაწყოებს თბილისში უფრო მალე მოგიტანენ, ხოლო რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე დღე მოგიწევთ ლოდინი. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც დედაქალაში, ასევე ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. Holst.ge-ის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა ხარისხიანი ხელსაწყოებია. საიტზე განთავსებული თითოეული ბრენდი გამძლეა და დიდხანს მუშაობს. ჩვენთან ყველა ინსტრუმენტი ასეთია, რადგან ყურადღებით ვარჩევთ და როცა ყველა ეტაპს წარმატებით გაივლის, მხოლოდ ამის შემდეგ თავსდება საიტზე.

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel-ი გერმანული ბრენდია და ზუსტად ამართლებს თავის წარმომავლობას - საიმედო და ხარისხიანია. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოდელს, მრავალი მიმართულებით გამოირჩევა. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ საკმაოდ მძლავრია და შეგიძლიათ დიდი საამქროებისთვის შეიძინოთ. ამ საქმეს თავს იდეალურად გაართმევს. ხელსაწყოს მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და ტევადი ავზითაც გამოირჩევა.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4050030386540         
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l     
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ტევადი ავზი
  • მაღალი წნევა
  • წარმადობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სიმძლავრე
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა

CROWN CT36029-ჰაერის კომპრესორი 50L

საშუალო მონაცემების კომპრესორი თუ გჭირდებათ, Crown-ის ამ მოდელს გირჩევთ. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ ინსტრუმენტს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად, თვალის დახამხამებაში გადაგიჭრით.

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177421456         
  • წონა (კგ) - 28
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min         
  • წარმადობა - 135 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მოცულობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი წნევა
  • ხარისხი

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

მძლავრი და საშუალო მონაცემების მქონე ინსტრუმენტი უკვე განვიხილეთ, ახლა კი დროა შედარებით დაბალი ძალის კომპრესორი გაგაცნოთ. Tolsen-ის ამ კომპრესორს ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ხოლო მაღალი ხარისხი დიდხანს და კარგად მუშაობის საშუალებას აძლევს.

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი   
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528773542         
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l       
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 188 l/min         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • წნევა
  • წარმადობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება