გაიმარტივე მუშაობა ტოპ 3 ცირკულ ხერხთან ერთად

ხესა და ბეტონს ბევრი ინსტრუმენტი ამუშავებს, მაგრამ არც ერთი ისე კარგად, როგორც ცირკული ხერხი. ეს კონკრეტული ხელსაწყო გამორჩეულია ნებისმიერი მიმართულებით. პირველ რიგში, კომპაქტურია და მუშაობის პროცესი მარტივდება. გადაადგილებაც ადვილადაა შესაძლებელი. თუმცა, გარდა ამისა, ინსტრუმენტს კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს და ზუსტად მათ შესახებ მოგიყვებით ბლოგში, ბოლოს კი რამდენიმე ცირკულ ხერხს დეტალურად განვიხილავთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ცირკული ხერხი?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინსტრუმენტს ბევრი დადებითი მხარე აქვს და იმისთვის, რომ თითოეული ზუსტად გამოცადოთ, ხელსაწყო თქვენს საქმეს კარგად უნდა მოარგოთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ საქმის დონე. ცირკულ ხერხს რთული სამუშაოები ელის? მაშინ რაც შეიძლება მაღალ მონაცემებიანი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ, თუმცა სხვა შემთხვევაში ნაკლები მონაცემებიც მისაღებია. თუ ხელსაწყოს იშვიათად იყენებთ და ამავდროულად, შედარებით მსუბუქი საქმისთვის გჭირდებათ, მაშინ პრობლემა არც საშუალო სიჩქარე და სხვა მახასიათებლებია.

რას გთავაზობთ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი?

ყველაფრის სახლიდან გაუსვლელად შეძენა გიყვართ? გინდათ ხელსაწყოებიც ასეთი მარტივი გზით მიიღოთ, პირდაპირ კარის ზღურბლთან? ამავდროულად, გსურთ, რომ მაღალი ხარისხის ხელსაწყოები შეიძინოთ? ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუ კომფორტის მოყვარული ხართ და ხარისხიც ყოველთვის პრიორიტეტულია, სწორ დროსა და ადგილას ხართ. ჩვენთან ყველაფერს საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. შეძენილი ნივთები კი თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა და დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ. თბილისში ხელსაწყოებს კიდევ უფრო სწრაფად მოგიტანთ, თუმცა უსაშველოდ დიდხსნს ცდა არც რეგიონებში მოგიწევთ.

Dewalt - DWS773-QS ცირკული ხერხი 216mm 1300W

Dewalt-ის ცირკული ხერხი საუკეთესო უნარებს ფლობს. პირველ რიგში, სიმძლავრეს შევეხოთ. ამ კუთხით ხელსაწყოს დიდი უპირატესობა აქვს. ინსტრუმენტი თამამად შეგიძლიათ დაიხმაროთ რთულ საქმეზეც კი. ცირკულ ხერხს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, საჭრელი დისკი და გასაღები. თითოეული მათგანი მუშაობას კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. იმ შემთხვევაში თუ ხელსაწყოს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონის მეშვეობით პრობლემას მარტივად გადაჭრით - ინსტრუმენტი სერვის ცენტრში უნდა წაიღოთ, სადაც შეაკეთებენ ან ახლით ჩაანაცვლებენ.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • ზომა - 216mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048636237         
  • წონა (კგ) - 14 
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - საჭრელი დისკი + გასაღები       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4500min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°           
  • მუშაობის სიღრმე - 45°/45° - ზე - 190x48mm; 45°/90° - ზე - 177x62mm; 90°/45° - ზე - 173x62mm

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი ბრუნვის სიჩქარე
  • მაღალი ხარისხი
  • მუშობის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტური ზომა

TOLSEN TOL2225-87282 ელ.ცირკული ხერხი 190მმ ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen-ის ცირკული ხერხი მაღალი ბრუნვის სიჩქარით გამოირჩევა, ასევე საკმაოდ ღრმად ამუშავებს ხესა და ბეტონს. ინსტრუმენტი ელემენტზე მუშაობს და დიდხანს ძლებს. ეს კონკრეტული მოდელი საუკეთესოა როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვისაც.

Tolsen cirkuli xerxi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 20V     
  • ზომა - 185mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528797258         
  • წონა (კგ) - 4.45         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 3800min
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°           
  • მუშაობის სიღრმე - 90° x 0° – 62mm 45° x 0° – 43mm

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • მუშაობის სიღრმე
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლე ელემენტი
  • უნახშირო მოტორი
  • ფუქნციები

CROWN CT15199-185-ცირკული ხერხი 185mm 1200W

კომპაქტურ და მაღალ ხარისხიან ცირკულ ხერხს ეძებთ? მაშინ Crown-ის ეს კონკრეტული ინსტრუმენტი ზუსტად შესაფერისია. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, პარალელური მისაბჯენი და საცვლელი პირი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყოს კარგი მაჩვენებელი აქვს მუშაობის სიღრმის კუთხითაც. მოკლედ, თუ არაჩვეულებრივ ინსტრუმენტს ეძებთ, რომელიც საქმეს მარტივად შეასრულებს, ეს ცირკული ხერხი იდეალური არჩევანია.

Crown cirkuli xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1200W
  • ზომა - 185mm           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420626         
  • წონა (კგ) - 4.1
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - პარალელური მისაბჯენი + საცვლელი პირი           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5500min         
  • მუშაობის სიღრმე - 45° - 44mm / 90° - 63.5mm

უპირატესობები:

  • დამატებითი ნივთები
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მუშაობის სიღრმე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება