გაიმარტივე საქმე - შეიძინე შეუფერხებლად მომუშავე ელექტრო შალაშინი

დახვეწილი და ვიზუალურად თვალშისაცემი ნამუშევრის შექმნა თუ გსურთ, ელექტრო შალაშინი უნდა დაიმხაროთ. ინსტრუმენტი ზუსტად ამ ფუნქციითაა აღჭურვილი, კერძოდ, იმით, რომ ფინიშამდე მიყვანილ საქმეს ბოლო შტრიხები გადაავლოს და ნამუშევარი სრულყოფილად აქციოს. თუ ხელსაწყოს არ გამოიყენებთ, ჩათვალეთ რომ საქმე სანახევროდ შესრულდება. მასალას უხეში შტრიხები დარჩება და ვერც ვიზუალურად იქნება მიმზიდველი. ასე რომ არ მოხდეს, შალაშინი დაიხმარეთ. არსებობს რიგი ფაქტორები, რომლებიც შალაშინის შეძენამდე უნდა გაითვალისწინოთ. თითოეულ წესზე მიდევნება დაგეხმარებათ, რომ ხელსაწყო სწორად შეარჩიოთ და თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ. რჩევებს კი არ დავიშურებთ, მთავარია, კითხვა ყურადღებით განაგრძოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ პირველ რიგში?

სიმძლავრე ყველა ხელსაწყოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. ამიტომ, პირველ რიგში, ყურადღება ამ მონაცემებზე უნდა გაამახვილოთ. აქ საკმაოდ მარტივი პრინციპი მოქმედებს. თქვენი საქმიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროთ ის, თუ რა ძალის ელექტრო შალაშინი გამოგადგებათ. რთული, ხანგრძლივი და განსაკუთრებით შრომატევადი საქმითვის, მაღალი მონაცემების შალაშინი უნდა შეიძინოთ. ასეთი ინსტრუმენტი სწრაფად და უპრობლემოდ მუშაობს. საქმის სირთულეს ერთი წუთითაც კი არ უშინდება და სამუშაო ბოლომდე იდეალურად მიჰყავს. ამიტომ, თუ პროფესიონალი ხართ და შალაშინთან ერთად საქმიანობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია, გირჩევთ, მაქსიმალურად მძლავრი ხელსაწყო შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში, თუ შედარებით მსუბუქი საქმეები გაქვთ, ან ინსტრუმენტს იშვიათად იყენებთ, დაბალი სიმძლავრის შალაშინსაც კარგად მოიხმართ.

რომელია მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი?

მუშაობის სიღრმე ის მეორე მნიშვნელოვანი მონაცემია, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. ძირითადად, ორგვარი შალაშინი არსებობს. პირველ კატეგორიაში ისეთი ინსტრუმენტები შედის, რომლებიც სიღრმისეულად საქმიანობს და მასალას არაჩვეულებრივად ამუშავებს. თუ ხესთან ხშირი შეხება გაქვთ, მაშინ ზუსტად ასეთი ხელსაწყო დაგჭირდებათ. მეორე კატეგორიაში კი შედარებით ზედაპირზე მომუშავე ელექტრო შალაშინები შედის. ამ ტიპის ხელსაწყოები კარგია იმ შემთხვევაში, თუ დამწყები ხართ, ან სულაც მასალის დამუშვება მხოლოდ ზედაპირულ დონეზე გსურთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

სახლიდან გაუსვლელად შოპინგი ყოველთვის კარგი იდეაა, რადგან ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, საქმე დროს ეხება. ამ მეთოდით საათებს ზოგავთ, რომ რიგში დგომასა და სხვა მსგავს უსიამოვნებებში არ დახარჯოთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. ამ სერვისით მხოლოდ თბილისში კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით ისარგებლებთ. უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. Holst-ის კიდევ ერთი და მთავარი უპირატესობა ხარისხია. თითოეული ბრენდი გულისყურითაა შერჩეული და სწორედ ამიტომ, დიდ სანდოობას იწვევს. ჩვენთან შეგიძლიათ მშვიდად იშოპინგოთ, რადგან ყველა ხელსაწყო მაღალ სამუშაო რესურსებს ფლობს და შეუფერხებლად მუშაობს.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

ბრენდ Dewalt-მა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი ხარისხისგან დამზადებულ და ფუნქციურად გამართულ ინსტრუმენტებს გვთავაზობს. ასეთია კონკრეტული ელექტრო შალაშინი. ხელსაწყოს მაღალი სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე აქვს. მასალას კი საკმაოდ ღრმად ამუშავებს. თან ახლავს, დანა, პარალელური მიმმართველი და გადამყვანი მტვერსასრუტისთვის.

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 600W   
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458         
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის           
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ღრმად მუშაობის უნარი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

CROWN CT24001HX-შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown-ის შალაშინი ოდნავ განსხვავებულია. ხელსაწყო ძალიან კომპაქტურია, შესაბამისად, მარტივად გამოიყენებთ. მონაცემების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იდეალურია საშუალო დონის საქმეებისთვის.

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 20V       
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662         
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მუშაობის სიღრმე
  • ფუნქციები
  • მოსახერხებელი ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლე ელემენეტი

TOLSEN TOL1518-79564 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen-ის ელექტრო შალაშინი ხელმისაწვდომი ფასითა და კომფორტულობით გამოირჩევა. ინსტრუმენტთან ერთად სასიამოვნოდ იმუშავებთ. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, მტვრის ყუთი და სამი ცალი სახეხი ქაღალდი. ასევე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია.

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი   
  • სიმძლავრე - 220W   
  • ზომა - 187x92.5mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528798613         
  • წონა (კგ) - 1.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გარანტია
  • მონაცემები
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება