გაინათე სივრცე ტოპ 3 გამძლე ფანრით

ფანარი საოცარი ხელსაწყოა, რადგან ჩვენი მარჯვენა ხელი სხვადასხვა სიტუაციაში შეიძლება იყოს. ინსტრუმენტი ისეთ დროს გაგიმაგრებთ ზურგს, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. ხელსაწყოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ბლოგში გაეცნობით, ამიტომ გულდასმით გადაიკითხეთ, დეტალები რომ არ გამოგრჩეთ.

რა დროს გამოგადგებათ ფანარი?

არსებობს ისეთი დეტალური სამუშაოები, რომელსაც ჩვეულებრივი, სტანდარტული ნათურა ვერ სწვდება და უფრო ახლო განათებაა საჭირო. მაგალითად, როცა სახელოსნოში რაიმეს აკეთებთ და წვრილ ნაწილებთან გაქვთ შეხება, აუცილებლად დაგჭირდებათ ფანარი. ამ ინსტრუმენტს შეუძლია თითოეული კუთხე დეტალურად, ნათლად წარმოაჩინოს და სამუშაო პროცესი გაგიმარტივოთ. ამავდროულად, ეს აუცილებელიც კია, რადგან არასაკმარისი განათების გამო შესაძლოა რომელიმე ნაწილი არასწორად დაამაგროთ და საქმე მთლიანად გაფუჭდეს. ფანრები კი ამ პრობლემას სრულად აღმოფხვრის და სანერვიულოც არაფერი იქნება. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის. ინსტრუმენტი იმ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ, თუ ელექტრო ენერგია არ გექნებათ. ფანრების უმეტესობა რამდენიმე საათს უპრობლემოდ ძლებს.

რა უნდა გაითვალისწინო ფანრის შეძენამდე?

ბევრნაირი ინსტრუმენტი მოიპოვება და თითოეული ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, სანამ ხელსაწყოს შეიძენთ. რომელია ეს მონაცემები და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი? პირველ რიგში, ყურადღება განათების სიმძლავრეს მიაქციეთ. მასზეა დამოკიდებული, მძლავრად ანათებს ინსტრუმენტი თუ საშუალო ძალით შემოიფარგლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ელემენტი, სამუშაო რესურსი და ნათების მანძილი. უმჯობესია ყველაფერს გადახედოთ და რომელი ხელსაწყოც თქვენს საჭიროებებს უფრო მეტად მოერგება, სწორედ ის შეიძინოთ.

რომელ ბრენდებს გთავაზობთ Holst.ge?

Holst.ge ხარისხინი ბრენდებითა და სასიამოვნო მომსახურებითაა ცნობილი. სწორედ ამიტომ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ფანრების შემთხვევაშიც თქვენს ხელთ საუკეთესოები აღმოჩნდებიან. ბლოგში ბრენდ Tolsen-ს განვიხილავთ, რომელიც მაღალი სამუშაო რესურსების მქონე ხელსაწყოებს გვთავაზობს, მაგრამ გარდა ამისა, საიტზე სხვა ბრენდებსაც გადააწყდებით და გეტყვით, რომ მათი იმედიც 100%-ით შეიძლება გქონდეთ.

რა უპირატესობები აქვს Holst.ge-ს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ყოველმხრივ საუკეთესოა და ეს ბევრჯერ დადასტურდა მომხამრებლების მხრიდან. Holst.ge კომფორტულ მომსახურებასა და ნივთების სახლიდან გაუსვლელად შეძენას გთავაზობთ. ხელსაწყოების საყიდლად მაღაზიაში წასვლა არ დაგჭირდებათ. ყველაფერს ძალიან მარტივად, ოთხიდან ზედმეტი ნაბიჯის გადაუდგმელად შეძლებთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. შეძენილ ნივთებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც მოგაწვდით და რაც მთავარია, საკმაოდ მოკლე დროში. ახლა კი დროა რამდენიმე ფანარი დეტალურად განვიხილოთ.

TOLSEN TOL2226-87311 ელ.ფანარი 10W ელემენტის გარეშე MP20V

ბრენდი Tolsen-ზე უკვე ვთქვით, რომ საუკეთესოა და რა თქმა უნდა, კვლავ ამ აზრზე ვრჩებით. კონკრეტულ ხელსაწყოს საკმაოდ ძლიერი ნათების სიმძლავრე აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდ ტერიტორიას ანათებს და თან სრულიად უპრობლემოდ. ინსტრუმენტს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია, რასაც ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიყენებთ.

Tolsen fanari

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - 1000Lm (100%) / 500Lm
  • ელემენტი - 20V       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528797128       
  • წონა (კგ) - 0.5
  • სიმძლავრე (W) - 10W

უპირატესობები:

  • განათების მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლე ელემენტი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL1607-60016 ლედ ფანარი 30 X21X152MM,2W+1W

Tolsen-ის მეორე ლედ ფანარი მაღალი რესურსებით, განათების სიმძლავრით, ხარისხიანი ელემენტითა და სწრაფი დატენვის უნარით გამოირჩევა. ინსტრუმენტი ძალიან მსუბუქი და მარტივად გადასაადგილებელია.

Tolsen fanari

  • ბრენდი - TOLSEN   
  • განათების სიმძლავრე - 110 lm       
  • ელემენტი - 3.7V 750mAh   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 2 სთ   
  • ზომა - 30x21x152mm           
  • შტრიხ-კოდი - 6933528760115       
  • წონა (კგ) - 0.13         
  • სიმძლავრე (W) - 2   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • სწრაფი დატენვის უნარი
  • გამძლე ელემენტი
  • კომპაქტურობა
  • განათების მაღალი სიმძლავრე
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL2387-60013 ფანარი თავზე დასამაგრებელი

Tolsen-ის კიდევ ერთი ფანარი წინამორბედებისგან განსხვავებულია. ინსტრუმენტი ორმაგად კომფორტულია, რადგან შეგიძლიათ თავზე დაიმაგროთ და საქმიანობა ასეთ სიტუაციაში განაგრძოთ. ხელსაწყოს გამძლე ელემენტი აქვს, მძლავრად ანათებს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს.

Tolsen fanari

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - Spot light: CREE XPG3, 200lm; Flood light: CREE XTE High: 300lm, Mid: 150lm, Eco:20lm           
  • ნათების მანძილი - 30m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - 3h, 7h, 35h     
  • ელემენტი - 3xAAA ელემენტი       
  • დამატებითი მახასიათებლები - IP დაცვა: IP65, IP07     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528760412       
  • წონა (კგ) - 0.15         
  • სიმძლავრე (W) - 3

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ძლიერი ელემენტი
  • მაღალი სიმძლავრე
  • IP დაცვის უნარი
  • ნათების მანძილი
  • თავზე დამაგრების ფუნქცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება