გაინტერესებთ, როგორ შეძლებთ სახლის გათბობას ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში?

სადაც ადამიანი მოხვდება, იქ რომ უცნაურობების კორიანტელი დატრიალდება, რა

შესაძლოა, ამ კანონების დარღვევის გამო, პოლიციელმა ჯარიმა არც დაწეროსო, როგორც გამოცდილი ხალხი ამბობს, მაგრამ პირადი ბიუჯეტის შემცირება აუცილებლად მოუწევს ადამიანს დასავლეთ ავსტრალიაში, თუკი 50 კილოგრამზე მეტ კარტოფილს გაყიდის ან იყიდის. ეს კანონი მოქმედებს და აღსრულებაშია ბრიტანულ მეტროპოლიასთან პროდუქტების ომის შემდეგ. 10 ათას დოლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული სამხრეთ ავსტრალიაში, თუკი ადამიანი საქორწინო ცერემონიას ჩაშლის...

სხვა ქვეყნების გიჟურ კანონებზე საუბარიც შეიძლება, თან დაუსრულებლად, მაგრამ მერე მთავარი სათქმელი დარჩება უყურადღებოდ. არადა, „გუგლით“ მხოლოდ იმაზე გვინდოდა ინფორმაციის მოძიება, როგორ ურთიერთობენ სტუდენტები ელექტროობასთან, ხელსაწყოებთან, რა მაგალითებია ამ ყველაფერზე, ან, მაგალითად, როგორ და რითი თბებიან ხოლმე ცივ დღეებში, რომელი და როგორი ელექტრო გამათბობელი აქვთ შერჩეული... საერთოდ, გამათბობელი ურჩევნიათ გასათბობად, თუ პირადი გრძნობები და აი, ასეთ უცნაურ კანონებს კი შევეჩეხეთ, თუმცა საინტერესო და სახალისო კი ნამდვილად იყო.

რატომ სტუდენტები და არა აკადემიკოსები, ფარმაცევტები, ვულკანიზაციის თანამშრომლები ან საერთოდაც, უმუშევრები? პრინციპში, ელექტრო გამათბობლები აბსოლუტურად ყველას სჭირდება, უბრალოდ, სტუდენტობა ხომ ყველაზე მჩქეფარე მოგონებების საბადოა და...

კარგით, გავიღიმეთ, ალბათ, ტკბილი მოგონებებიც აგვეშალა და ახლა საქმე - ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც გახლავთ - ელექტრო გამათბობლები.

რა პლუსებით გამოირჩევა ელექტრო გამათბობელი?

კვარცნის, ანუ ინფრაწითელი გამათბობლები - გათბობის მოწყობილობებია, რომელთა დანიშნულებაც მცირე ან საშუალო ზომის შენობების გათბობით უზრუნველყოფაა. არსებობს აგრეგატების ორი ნაირსახეობა:

  • მონოლითური;
  • ინფრაწითელი.

განვიხილოთ ორივე სახეობა.

კვარცის მონოლითური გამათბობელი

გარეგნულად ჩვეულებრივ პანელის ბატარეას ჩამოჰგავს, თუმცა ძალიან თხელს. შიგნიდან ნიკელისა და ქრომის სპირალი გასდევს, რომელიც სრულად იზოლირებულია გარემოსგან და რომელიც კვარცის ღუმელს აცხელებს. კონვექციის ხარჯზე, ხდება შენობის გათბობა. დათბობის საშუალო დრო 15 წუთია, ხოლო გაგრილების - 1,5-2 საათი.

კვარცის მონოლითური გამათბობლის უპირატესობებია:

  • კედელზე დამონტაჟების შესაძლებლობა;
  • მცირე ზომები;
  • თანაბარი გათბობა, არასაცხოვრებელ შენობებში განთავსების შესაძლებლობა;
  • მიმზიდველი დიზაინი;
  • უსაფრთხოება (კორპუსი ნაკლებად ხურდება, ამდენად, დამწვრობის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს);
  • მაღალი თბოგადაცემა;
  • ეკონომიურობა (15-16 კვადრატულის გასათბობად 0,5 ვატი სჭირდება);
  • არ აშრობს ჰაერს.

ნაკლებს შორის, შეგვიძლია, მოვიყვანოთ, მოდულის წონა (დაახლოებით 10-12 კგ), შეზღუდული სიმძლავრე. დიდი ოთახების გასათბობად რამდენიმე მოწყობილობის შეძენაა საჭირო.

კვარცის ინფრაწითელი გამათბობელი

შენობაში ათბობს ზედაპირებს. ეს რას ნიშნავს და დაახლოებით მსგავსი პრინციპით „მუშაობს“ მზეც: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტი - სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.

გამათბობლის უპირატესობებია:

  • არ აშრობს ჰაერს ოთახში;
  • კომპაქტურია (მოთავსდება თუნდაც ნებისმიერ კუთხეში);
  • სწრაფად აგენერირებს სითბოს (ჩართვიდან დაახლოებით 2-3 წუთში);
  • შესაძლებელია კედელზე ან ნებისმიერ სადგამზე განთავსება;
  • ენერგოეფექტურია - საათში საშუალოდ 1 კილოვატს მოიხმარს;
  • აქვს მრავალფეროვანი დიზაინი.

გამათბობლს ნაკლოვანებებია:

  • შედარებით მარტივია დამწვრობის მიღება;
  • არ აქვს თერმოსტატი.

იმსითვის, რომ გამათბობელი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია არც თუ ისე რთული რეკომენდაციების შესრულება:

  • არ უნდა გადაიტვირთოს ქსელი;
  • ღამით გამათბობელი უნდა გაითიშოს;
  • მოწყობილობის კორპუსსა და კედელს (ავეჯს) შორის უნდა იყოს მინიმუმ 50 სანტიმეტრიანი დაშორება;
  • თუკი გამათბობელი რამდენიმეა, არ შეიძლება მათი ერთმანეთის პირისპირ განთავსება, მხოლოდ ჭადრაკულად;
  • გამათბობელზე ქსოვილის გადაფარება კატეგორიულად არ შეიძლება;
  • სადენი არ შეიძლება შეაცუროთ ხალიჩის, ლინოლეუმისა და სხვა ნებისმიერი საფარის ქვეშ.

ზოგადად, რა უპირატესობებით გამოირჩევიან ელექტრო გამათბობლები

ყველაზე მარტივი და ამასთან ერთად, ეფექტიანი მოწყობილობა სახლში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად გახლავთ ელექტრო გამათბობელი და ის არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:

  • ექსპლოატაციის სიმარტივე - მუშაობა რომ დაიწყოს, საკმარისია, მოწყობილობა ელექსელს მიუერთოთ. არავითარი დამატებითი მანიპულაცია მოწყობილობას არ სჭირდება;
  • შესაძლებელია მუშაობის რეჟიმის შერჩევა, ტემპერატურის რეგულირება და ჰაერის სინოტივის შენარჩუნებაც კი;
  • მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ იდეალური ვარიანტი, რომელიც უკეთ მოუხდება თქვენი სახლის ინტერიერს;
  • არ ხმაურობს, არ გამოსცემს უჩვეულო ხმებს;
  • ელექტრო გამათბობლის გამოყენებას არ სჭირდება სპეციალური პირობები ან ნებართვები: მხოლოდ გარკვეული დატვირთვის გამძლე ელექტროქსელიც საკმარისია;
  • გამათბობლის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერ საფასო კატეგორიაში. თავისთავად, ასეთი მოწყობილობა არც ისე ძვირად ფასობს, თუმცა ყველა მწარმოებელი სხვადასხვა კლასის გამათბობლებს უშვებს. ასე და ამგვარად, სახლის გათბობა პრაქტიკულად, ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში მოხერხდება.

10 საინტერესო ფაქტი სითბოს შესახებ

1. სითბო - ეს არის ენერგიის ფორმა, რომელიც მოლეკულების მოძრაობის შედეგად წარმოიქმნება. როცა ობიექტი თბება, მოლეკულები უფრო სწრაფად მოძრაობენ. გაციების შემთხვევაში, მოლეკულები, შესაბამისად, ნელდებიან.

2. რომაელები პირველები იყვნენ, ვინც იატაკის გათბობას მიმართა - ისინი მიწაში სითბოს წყაროზე ქვის ფილებს აწყობდნენ.

3. დღის მანძილზე ადამიანი იმდენ სითბოს გამოიმუშავებს, რომ საკმარისია დაახლოებით 33 ლიტრი წყლის ასადუღებლად.

4. ადამიანის სხეული 42 გრადუსზე მეტ ტემპერატურას აღიქვამს, როგორც სითბოს, 45 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას კი უკვე როგორც სიცხეს.

5. თბილი საგნები ფართოვდება და უფრო დიდი ხდება. ცივი კი პირიქით, იკუმშება და პატარავდება.

6. სითბო ერთი ობიექტიდან მეორეზე გადაიცემა იქამდე, სანამ ორივე ერთნაირ ტემპერატურას არ მიაღწევს. ამ მოვლენას გამტარობა ეწოდება.

7. ყინულის კუბი არ აციებს თქვენს სასმელს, თქვენი სასმელი ათბობს ყინულის კუბს.

8. ადამიანის სითბოს 80 პროცენტი თავის გავლით იკარგება.

9. ფრაზა „ოთახის ტემპერატურა“ ცელსიუსით 20-25 გრადუს სითბოს მოიაზრებს.

10. ადამიანის სხეულის საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით პლუს 37 გრადუსია.

Luxell - LX-2819 ელ. გამათბობელი კვარცის 2-რეჟიმით BLACK 1200w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740228194
  • წონა (კგ) - 1.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 2
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 10m²
  • დახურული სივრცე - 15m²

Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 8694740228323
  • წონა (კგ) - 3.015
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

SCHPINDEL QH1800-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 4 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869005004774
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებლი
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • ღია სივრცე - 13m²
  • დახურული სივრცე - 24m²

SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869005006129
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • ღია სივრცე - 13m²
  • დახურული სივრცე - 24m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება