გაინტერესებთ ყველაფერი სარწყავი შლანგი შესახებ?

წელიწადის ის დროა, როცა წყალი ყველაფერს სჭირდება. თან დიდი რაოდენობით, იმდენად რომ ხელით მორწყვა არაფერს უშველის. ამ საქმეზე შლანგი უნდა დაიხმაროთ. დიდ ტერიტორიებს სწრაფად ითვისებს და მცირე სივრცეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, თვალის დახამხამებაში რწყავს. ინსტრუმენტით შესრულებული საქმე ბევრად ეფექტურია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნება. სწორედ ამიტომ, მისი სხვა ხელსაწყოთი ჩანაცვლება შეუძლებელია. სარწყავი შლანგი საქმის დიდოსტატია და არც დაბრკოლებებს ცნობს.

შლანგის სიგრძე

როცა ხელსაწყოს შეძენას გადაწყვეტთ, წინასწარ განსაზღვრეთ, თუ რა მასშტაბის ტერიტორიას უნდა გაწვდეს. არჩევას კი ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეუდექით. ასეთ შემთვევაში, თავიდან აირიდებთ უსიამოვნებას, როცა ტერიტორია დიდია, შლანგი კი პატარა და ბოლომდე ვერ სწვდება. ამ მოცემულობისთვის გრძელი ხელსაწყო დაგჭირდებათ და კარგი იქნება თუ ასეთს შეიძენთ. რაც შეეხება მცირე ტერიტორიას, ამ სიტუაციას შედარებით მოკლე შლანგი ესადაგება. არის მომენტები, როცა სწორედ ასეთი ინსტრუმენტი გჭირდებათ. მაგალითად, მცირე ეზოსთვის კარგად გამოიყენებთ.

შრეების რაოდენობა

ეს საკითხი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხელსაწყოების ნაწილს ხუთი შრე აქვს, ზოგსაც სამი და ა.შ. უმეტესად მონაცემები ცვალებადია. ცუდ და კარგ კატეგორიებად ვერ დავყოფთ, მაგრამ ბევრშრიანი ხელსაწყო უფრო ეფექტურია. თუ კი ინსტრუმენტის ხშირი გამოყენება მოგიწევთ და დატვირთული იქნება, მაშინ უმჯობესია 5 შრიანი შლანგი შეიძინოთ.

სამუშაო წნევა

მთავარი ხაზი მაინც წნევაზე გადის. ინსტრუმენტების ნაწილს 10 bar- ი აქვს, ნაწილს - 5. აუცილებელია  თქვენს საქმეს კარგად შეეწყოს. ეს როგორ ? გირჩევთ, მაღალწნევიანი ინსტრუმენტი მაშინ შეიძინოთ, როცა საქმის სწრაფად შესრულება გსურთ. ასევე, თუ დიდი ტერიტორიისთვის გჭირდებათ და დღის განმავლობაში დატვირთვა უწევს. ამ სიტუაციისთვის 10 bar- იანი შლანგი სწორი არჩევანია. 5 bar - იანი ხელსაწყო კი, უფრო მცირე საქმისთვის გამოიყენეთ. მაგალითად, ეზოს ყვავილების მოსარწყავად. ასეთ შემთხვევაში, დიდი წნევა რეკომენდირებული არც არის, რადგან მცენარეებს მიწას აცლის.  საშუალო წნევის მქონე ხელსაწყო კი, ქოთნის ყვავილებისთვის იდეალურია.

შლანგის ზომა და წონა

დანარჩენებთან შედარებით, ეს ორი საკითხი ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ არც იმდენად რომ ორიოდე სიტყვა არ ვთქვათ. მაშ ასე, დავიწყოთ. წონის მხრივ ყველა ხელსაწყო უპრობლემოა, რადგან მსუბუქია. თითოეულ ინსტუმენტს სხვადასხვა მონაცემები აქვს, მაგრამ ეს არაფერი, მძიმე მაინც არცერთი არ არის. ამ მხრივ, ყველა სარწყავი შლანგი კომფორტულია. ამ ინსტრუმენტისთვის კი კომპაქტურობა აუცილებელია. ხელსაწყო მარტივად გადასაადგილებელი უნდა იყოს. აბა, როგორ წარმოგიდგენიათ მოუხერხებელი შლანგი ? დიახ, ვერც ჩვენ წარმოვიდგენთ. ამ ყველაფერთან ერთად კი, ზომასაც მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ძალიან მცირე. შლანგები სხვადასხვა სიგრძისა და თვისებების მქონეა, ამიტომ, ლოგიკურია, რომ თითოეული განსხვავებული ზომის იქნება. ბალანსი აქაც დაცულია და თითოეული ინსტრუმენტი კომპაქტურია.

ბრენდი, რომელსაც წარმოგიდგენთ

როცა სარწყავ შლანგზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში Lux garden- ი გვახსენდება. ბრენდმა თავი ბევრი კარგი დეტალით დაგვამახსოვრა. მოქნილი ინსტრუმენტები გზას ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს და სწორედ ასეთ ხელსაწყოებს გვთავაზობს ცნობილი ბრენდი. შლანგების შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაციაა. მეორე საკითხი ხარისხზე გადის. უხარისხო ინსტრუმენტი წარმოუდგენელია და მით უმეტეს, თუ საქმე სარწყავ შლანგს ეხება. უბრალო დაბრკოლებასაც ვერ გაუძლებს, მარტივად გაცვდება და ბოლოს ისე გაფუჭდება, რომ თავს სანაგვე ყუთში ამოყოფს. ცხადია, ეს Lux garden - ის არცერთ ხელსაწყოს არ ეხება. აი, უხარისხო ინსტრუმენტებს კი, განსაცდელი ელით. მოკლედ, სანერვიულო არაფერი იქნება, რადგან ასეთი ბრენდის ხელსაწყო დაგიმშვენებთ გვერდს.

სად და როგორ უნდა შეიძინოთ სარწყავი შლანგი ?

ამ აბზაცში მიგასწავლით, თუ როგორ უნდა შეიძინოთ ხელსაწყო სახლიდან გაუსვლელად, ანუ სრულიად კომფორტულად. მაშ ასე, თქვენი ყურადღება ჩვენკენ მომართეთ და ვიწყებთ. სარწყავი შლანგი Holst.ge - ზე, ონლაინ ჰიპერმარკეტში, უნდა შეიძინოთ. ზღვისპირა ქალქში იქნებით, თუ მთაში, მნიშვნელობა არ აქვს. გამოწერა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება და ჩვენი კურიერებიც ყველა მიმართულებით მოძრაობს. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანის საფასურსაც კი არ იხდით, სრულიად უფასოა. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ უკარგესი შესაძლებლობაა. წარმოიდგინეთ, რა არაჩვეულებრივია როცა გზაში დროს არ ხარჯავთ და ნივთები პირდაპირ კარის ზღურბლთან მოდის. გამოწერა მარტივია, ამისთვის საიტზე მითითებულ წესებს უნდა მიყვეთ. ჯერ ინსტრუმენტი გულდასმით უნდა შეარჩიოთ. თითოეული დეტალი შეისწავლოთ და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ნივთები საყიდლების კალათში უნდა მოათავსოთ და მცირე ინფორმაცია, მისამართი და მსგავსი დეტალები შეიყვანოთ. ამის შემდეგ, გადახდის გვერდზე გადახვალთ და სულ ეს არის. თუ კი რომელიმე ნაბიჯში დახმარება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ ჩვენს ოპერატორებს დაუკავშირდეთ და ამომწურავი პასუხები მიიღოთ.

Lux Garden LGH-010 სარწყავი შლანგი ultra flexible 1/2x25m

როცა მხედველობაში კარგი შლანგი გვაქვს, სწორედ Lux garden – ის ამ მოდელს ვგულისხმობთ. ინსტრუმენტი იდეალური ზომისა და სიგრძისაა. თამამად შეგიძლიათ დიდი ტერიტორიისთვის გამოიყენოთ. მაღალი სამუშაო წნევიდან გამომდინარე, სწრაფია და მოსარწყავად ცოტა დრო სჭირდება. სამ შრიანი ხელსაწყო ხარისხიანია და დატვირთული გრაფიკის შემთხვევაშიც კი ეფექტურია. მონაცემებიდან გამომდინარე, სარწყავი შლანგი მოქნილი და მარტივად გადასაადგილებელია. ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა პრობლემა არასდროსაა. შლანგი კი, ზუსტად ასეთი კომფორტული უნდა იყოს.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 3.62         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მაღალი სამუშაო წნევა
  • სიგრძე
  • კომპაქტურობა

Lux Garden LGH-004 სარწყავი შლანგი Flexible 1/2x25m

მეორე სარწყავი შლანგი გრძელი და მოქნილია. უპირატესობის რიგებში ეწერა მაღალი წნევა, შრეების რაოდენობა, გაძლე მასალა, კომპაქტური ზომა, სიმსუბუქე და სხვა მრავალი. ნამდვილად ბევრი დადებითი თვისება აქვს და ყოველმხრივ გამორჩეულია. აქვე, არ დაგვავიწყდეს, რომ ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 3.62         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • შრეების რაოდენობა
  • მაღალი წნევა

Lux Garden LGH-011 სარწყავი შლანგი გამჭვირვალე 1/2x25m

Lux garden - ის კიდევ ერთ შლანგში, შეგიძლიათ წყლის მოძრაობასაც კი დააკვირდეთ, რადგან გამჭირვალეა და ყველაფერი ხილულია. ამ არც თუ ისე მნიშვნელოვან დეტალს რომ თავი დავანებოთ, ინსტრუმენტს სხვა ბევრი უპირატესობა აქვს. კონკრეტული შლანგის შეძენას, ნამდვილად არ ინანებთ, პირიქით.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 25m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 2.72         
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 5 bar

უპირატესობები:

  • ხარისხიანი მასალა
  • კომპაქტურობა
  • სიმსუბუქე
  • ხელსაყრელი ზომა

Lux Garden LGH-001 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 1/2x15m

თქვენს წინაშე მცირე ტერიტორიისთვის გამოსადეგი შლანგია. ხელსაწყოს სიგრძე, სხვებთან შედარებით, მეტად მოკლეა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, მაღალი სამუშაო წნევა და ხარისხიანი მასალა, უცვლელია. შეგახსენებთ, რომ სარწყავი შლანგის გამოწერა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან შეგიძლიათ.

LuxGarden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი         
  • ზომა - 1/2''   
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • წონა (კგ) - 2.21         
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი       
  • სამუშაო წნევა - 10 bar

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე მასალა
  • ეფექტურობის მაღალი დონე
  • სამუშაო წნევა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება