გამძლე ბარგალკები Holst.ge - ზე

რთული საქმე  მარტივდება, თუ კი ხელს ბარგალკა გიმშვენებთ. ამიტომ, მეტალის დამუშავების პროცესს, არ შეუშინდეთ. მასალის დაჭრა არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში სხვაგვარადაა. მძლავრი და ხარისხიანი ხელსაწყო, მაქსიმალურს აკეთებს. კომფორტული ინსტრუმენტებით კი სამუშაო ბევრად ლაღია. ამ სასიამოვნო მოცემულობას ბარგალკა ქმნის. ხელსაწყო მეტალის დაჭრისა და დამუშავების დიდოსტატია. ამ საკითხში სიზუსტეები მნიშვნელოვანია. სად უნდა გაიჭრას, როგორ უნდა დამუშავდეს და ა.შ. თუ თქვენც ხელს შეუწყობთ, ინსტრუმენტი სწორი გზით გატარებთ.

სად გამოიყენებთ ბარგალკას ?

ბალგარკის გამოყენების არეალი ფართოა. მეტალის გადასამუშავებელ დაწესებულებებში ჩაუნაცვლებელია. თუმცა, ხელსაწყოს ყველგან გამოიყენებთ, თუ კი ამ მასალასთან ურთიერთობა გიწევთ. ეს შეიძლება იყოს მშენებლობები, სხვადასხვა პროექტები ან სახლი. ბარგალკა ყველგან საჭიროა.

როგორი ხელსაწყოა საჭირო პროფესიონალებისა და დამწყებთათვის ?

პროფესიონალის ხელსაწყოს უფრო მეტი მოეთხოვება, ვიდრე დამწყებისას. თუ ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ მძლავრი ხელსაწყოა საჭირო. როცა ბალგალკა დიდხანს მუშაობს, სათანადო რესურსები სჭირდება. ყველაფრის მიმართ ამტანობით უნდა გამოოირჩეოდეს. გამძლეობა და ეფექტურობა აუცილებელია. პროფესიონალს კი ასეთი ხელსაწყო ყველაზე მეტად სჭირდება. დამწყებთათვის კი მაქსიმალური მონაცემები საჭირო არ არის. ცხადია, ეს ხელს არ შეგიშლით, მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლები ფუნქციებიც საკმარისია. ამიტომ, საშუალო და შედარებით დაბალი სიმძლავრის ბარგალკაც დაგეხმარებათ.

რა განსხვავებებია ბალგარკებს შორის ?

სიმძლავრის გარდა, ერთმანეთისგან სხვა თვისებებიც განასხვავებს. თავდაპირველად ყურადრებას ვიზუალი იქცევს. ხელსაწყო ორნაირი ტარით არსებობს: მოკლე და გრძელი. პირველი თითქოს უფრო კომფორტულია, მაგრამ ზოგჯერ გრძელტარიანი მეტად გამოსადეგია. ეს თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული. ასევე, განსხვავებულია ზომა. ძირითადად, მცირე და დიდ ხელსაწყოებს გადააწყდებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ბრუნვის სიჩქარეა. ხელსაწყოს სწრაფად მუშაობა, სწორედ ამაზეა დამოკიდებული. როცა მუშაობაში ყველა მექანიზმია ჩართული, საქმე მოკლე დროში სრულდება. ბარგალკები ერთმანეთისგან კვების წყაროსა და წონისგანაც განსხვავდება. ზედმეტად მძიმე არცერთი არ არის. მოკლედ, წონა დისკომფორტს არ შეგიქმნით.

კომპლექტაცია

ჩამოთვლილ ბარგალკებს კომპლექტაცია მოყვება. მასში საჭირო ნივთებია თავმოყრილი. ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც მეტ კომფორტს შეგიქმნით. ეს შეიძლება იყოს ქეისი,  დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი. ერთ ხელსაწყოს ყველა ჩამოთვლილი ინსტრუმენტი არ მოყვება. ნივთები საჭიროების მიხედვითაა განაწილებული. მაგალითად, ელემენტზე მომუშავე კუთხსახეხს, შეიძლება დამცავი ან ქეისი ესაჭიროებოდეს და ა.შ. საბოლოოდ, ინსტრუმენტები გამოსადეგია და ცალკე ყიდვაც აღარ დაგჭირდებათ. კომპლექტში ყველაფერი ერთიანდება.

რას გთავაზობთ Holst.ge ?

Holst.ge ონლაინ ჰიპერმარკეტი და ხარისხიანი ხელსაწყოების საბადოა. საიტზე მრავალფეროვან ინსტრუმენტებს იხილავთ. ყველანაირი მონაცემების მქონე ხელსაწყო, თავს Holst.ge - ზე იყრის. გარდა ამისა, თითოეული ნივთი გამძლეობითა და კომპაქტურობით გამოირჩევა. მაღალი სამუშაო რესური და სხვა მახასიათებლები საუკეთესო მოცემულობაა. ზუსტად ასეთივე ვითარებაა კუთხსახეხების მხრივაც. ამჯერად, მხოლოდ ოთხ ბარგალკას განვიხილავთ, მაგრამ საინტზე მეტი არჩევანია.

კიდევ რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ის ?

ჩამოთვლილი დადებითი მხარეების გარდა, Holst.ge - ის კიდევ ერთი უპირატესობა აქვს. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონების მასშტაბითაც. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, უფასო მიტანა ვრცელდება. მაგალითად, ასეა ბარგალკების შემთხვევაში. გამოწერა კი ნებისმიერ დროს შეიძლება.

CROWN CT23001-125HX- კუთხილ სახეხი ხელსაწყო ელემენტზე 20 V MAX

კუთხსახეხის მთავარი მამოძრავებელი სიმძლავრეა. ამიტომ, რაც უფრო მაღალი იქნება, მით უკეთესი. Crown - ის ბარგალკას კი 20V აქვს. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე, დიდ პროექტებზე თავისუფლად მუშაობს. მეტალის დაჭრისა და დამუშავების პროცესში, სრულიად უპრობლემოა. ინსტრუმენტი მოკლე ტარიანია. აქედან გამომდინარე მეტად კომპაქტურია. ასევე, მსუბუქია. ხელში დიდხანს ჭერაც კი არ ქმნის დისკომფორტს. ხელსაწყოს უნახშირო მოტორი და Restart protection - ის ფუნქცია აქვს. გამოსატოვებული არც ბრუნვის მაღალი სიჩქარეა. სიმძლავრესთან სრულ თანხვედრაში მოდის. კომპლექტაციაში ქეისი და დამატებითი სახელური მოყვება. რადგანაც მოკლე ტარიანია, საახელური საქმიანობაში ხელს უწყობს. რთულად მისადგომი ადგილებიც კი ხელმისაწვდომი ხდება. კვების წყარო ელემენტია. ამ დროს კი გამძლეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. Crown - ის კუთხსახეხი ამ მხრივაც სანდოა.

Crown bargalka

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 20V       
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-8000min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ფუნქციები - Restart Protection
  • წონა (კგ) - 1.83          

კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებითი სახელური

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • სიმძლავრე
  • ხარისხი
  • სიჩქარე

Dewalt - DWE4233-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1400W

Crown- ის ბარგალკას სიძლიერეში, არც Dewalt- ის ხელსაწყო ჩამოუვარდება. ბრენდი მუდამ ხარისხიან პროდუქტებს გთავაზობთ. ბარგალკაც ზუსტად ასეთია. ფორმით მოკლე ტარიანია და ზომითაც კომპაქტურია. სწრაფად ბრუნვის სიჩქარე კი მთავარი დადებითი თვისებაა. ამას სიმძლავრეც ემატება და საქმე იდეალურად კეთდება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ეს კი ერთგვარი დაზღვევაა. თუ მუშაობის პროცესში თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, პრობლემას საგარანტიო ტალონი გადაჭრის. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური და დამცავი მოყვება. ნივთების მეშვეობით საქმეს კომფორტულად მოერგებით. Dewalt - ის ბარგალკა ამტანობით გამოირჩევა. ამიტომ, მისთვსის შეუსრულებელი საქმე არ არსებობს. ყევლაფერს ერგება, უძლებს და პროფესიონალურად აკეთებს.

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 1400w 
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11500min
  • წონა (კგ) - 3.06                      

დამატებითი კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • კომპაქტურობა
  • გარანტია
  • გამძლეობა     

STANLEY - STGS9125D-TR კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 900W

Holst.ge - ის მრავალფეროვნებას უკვე შეამჩნევდით, რადგან შემდეგი ხელსაწყო სხვა ბრენდისაა. Stanley - ის ბარგალკა შედარებით ნაკლები სიმძლავრისა და ბრუნვის სიჩქარისაა. ამიტომ, საშუალო სირთულის საქმეზე მეტად გამოდგება, ვიდრე ძლიერ დატვირთვაზე. მაინც იმუშავებს, მაგრან ნაკლები ეფექტურობით. ამიტომ, უმჯობესია თუ მცირე საქმისთვის გამოიყენებთ. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. სხვებთან შედარებით, კონკრეტულ ბარგალკას მეტი ნივთი ახლავს. ერთ წლიანი გარანტიაც თან აქვს. ინსტრუმენტის კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია.

STANLEY bargalka

  • ბრენდი - STANLEY   
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი       
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min
  • წონა (კგ) - 1.4

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი  

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია
  • ხარისხი
  • სიჩქარე

BOSCH კუთხსახეხი 670w 125mm GWS 670

Bosch - ის კუთხსახეხი, ჩამოთვლილებს შორის,  დაბალი სიმძლავრისაა. შესაბამისად, საქმეს შედარებით დიდ დროს ანდომებს. თუმცა, კომპაქტური და დამწყებთათვის იედალურია. კომპლექტაციაში დამატებითი სახელური, დამცავი და ქანჩი მოყვება. ფორმით კი მოკლე ტარიანია. მართალია ნაკლები სიმძლავრისაა, მაგრამ ეს ხარისხზე ზეგავლენას არ ახდენს. ბარგალკა გამძლეობით გამორჩეულია. ასევე, ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Bosch bargalka

  • ბრენდი - BOSCH       
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო   
  • სიმძლავრე - 670W   
  • ფორმა - მოკლე ტარიანი     
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - 220-240V                 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-12000min
  • წონა (კგ) - 1.5

კომპლექტაცია:

  • დამატებით სახელური
  • დამცავი
  • ქანჩი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • სამუშაო რესურსი
  • ხელმისაწვდომი ფასი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება