რა საოცარი გამოთქმა გვაქვს ქართველებს - „სტუმარი ღვთისაა“ - რამხელა პატივისცემა ჩანს სტუმრის მიმართ, არა? უფრო მეტიც, ქართველს ისიც შეეძლო, სტუმრად მისული მტრისთვისაც კი თითი არ დაეკარებინა...
მოდით, მტერი და ეგეთი უშნო ამბები არ გვინდა, ისედაც გადარეულია მთელი სამყარო. უმჯობესია, ისეთ რამეზე ვილაპარაკოთ, ყველას რომ ეამება, მაგალითად, სტუმარს გაახალისებს, მასპინძელს კი - გადასარევ ხასიათზე დააყენებს და ვთქვათ რამდენიმე სიტყვით, როგორ უნდა შევარჩიოთ სახლისთვის ზარი. აქვე არც ის დაგვავიწყდეს, განვმარტოთ, როგორი ზარები შეგიძლიათ, Holst.ge-ზე შეიძინოთ.
რისთვის გვჭირდება ზარი?
კარის ზარი - ეს არის მოწყობილობა, რომელიც სახლის პატრონს სტუმრის მოსვლის შესახებ ამცნობს. ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ, ზარი ხმოვან სიგნალს გამოსცემს, ზოგიერთ ელექტრო მოდელს კი ნათების ფუნქციაც აქვს.
კარის ზარის უმეტესობა ღილაკისა და სასიგნალო მოწყობილობისგან - დინამიკისგან შედგება.
სიგნალის ტიპებიდან გამომდინარე, კარის ზარი 3 სახეობად იყოფა:
- ერთი ტონალობით - ყველაზე უფრო იაფი და მარტივი მოდელი;
- ორი ტონალობით (გონგი, ზარი) - ბევრად კომფორტულია აღსაქმელად;
- მელოდიებით - გაცილებით სრულყოფილი და შედარებით ძვირიანი. ერთი კია, დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მელოდია მოგბეზრდეთ და უფრო მეტიც - გაგაღიზიანოთ კიდეც.
ტექნოლოგია
- მექანიკური - აღჭურვილია დასარტყამი მექანიზმით და მოქმედებაში ადამიანის ზემოქმედების შედეგად მოდის. ვიზუალურად ჰგავს ზანზალაკს, ასევე, შეიძლება იყოს ცხოველის თავი, მითური პერსონაჟი და მოკლედ, სადამდეც მწარმოებლის ფანტაზია გაშლის ფრთებს. იოლად მონტაჟდება, აქვს უმარტივეს კონსტრუქცია.
კარის მექანიკური ზარი დიდი ხანია, მოძველდა, უფრო დეკორაციის ფუნქციას ასრულებს და დიდი ხანია, რეტროს სტილის კარის გაფორმებისთვის გამოიყენება.
- ელექტრომექანიკური - აღჭურვილია დასარტყამი მექანიზმით, რომელიც მოქმედებაში ელექტრომაგნიტური ხვეულებით მოდის. გამოირჩევა საკმაოდ ხელმისაწვდომი ღირებულებით, იოლად არ ფუჭდება, კონსტრუქცია და მონტაჟი ძალიან მარტივია. უარყოფით მხარეს რაც შეეხება, სიგნალი ერთფეროვანია, შეუძლებელია ხმის რეგულირება. ზოგჯერ იმდენად დიდი ხმა აქვს, შესაძლოა, ნერვებმოშლილი და გაუწონასწორებელი მეზობელი მოგივარდეთ და ასეთი ზარის გამოცვლა მოგთხოვოთ...
- ელექტრო - წინა ვარიანტს მოგაგონებთ, თუმცა, სიგნალის გენერირება ელექტრონული სქემით ხდება. მთავარი უპირატესობა მელოდიის შერჩევა და ხმის მომატება-მოკლების ფუნქციაა. ფასი მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია და არც კონსტრუქციაა ზედმეტად რთული.
სადენიანი თუ უსადენო
- სადენიანი ზარი ელექტრო ქსელს უერთდება. სადენითვე გადაეცემა სიგნალი დინამიკს. მთავარი უპირატესობაა კონსტრუქციის სიმარტივე, მაღალი და დაბალი ტემპერატურების მიმართ მდგრადობა, ბეტონისა და ლითონის წინაღობებთან სტაბილური მუშაობა და ასე შემდეგ.
ნაკლს რაც შეეხება, თუ სინათლე არ იქნება, სტუმარი იძულებული გახდება, „მამა-პაპური კაკუნით“ გამოგაფხიზლოთ. პლუს, საჭიროა კედლის გახვრეტა, რაც არც ისე სასიამოვნო პროცესია, დაგვეთანხმებით.
- უსადენო ზარის მუშაობაზე პასუხისმგებელი ელემენტები ან აკუმულატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ დენის გათიშვის მიუხედავად, ზარის დარეკვას სტუმარი უპრობლემოდ შეძლებს. ასეთი მოდელის მთავარი კომპონენტი გადამცემია, რომელიც სიგნალს ღილაკიდან დინამიკს გადასცემს. ყველაზე მთავარი უპირატესობა მონტაჟის სიმარტივეა. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, ვიზუალურად ძალიან მიმზიდველია. შესაძლებელია ადგილი ნებისმიერ დროს შეუცვალოთ. უსაფრთხოა, ვინაიდან ელექტრო ქსელთან არ არის მიერთებული.
LN‐3308W უკაბელო კარის ზარის ნაკრები თეთრი

- ბრენდი - LINUS
- სიხშირე - ზარის ღილაკი: 433.92MHz±250KHz; დინამიკი: 433.92MHz±250KHz
- ელემენტი - ზარის ღილაკი - DC3.0V (CR2032*1); დინამიკი - DC4.5V (1.5V/AA/LR6*3)
- IP დაცვა - IPX5
- სამუშაო ტემპერატურა - ზარის ღილაკი: -15°C~50°C; დონამიკი: -10°C~50°
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 2705200003308
- წონა (კგ) - 0.163
- გამოყენება - ზარის ღილაკი: შიდა ან გარე გამოყენების; დინამიკი: შიდა გამოყენების
- დენი ლოდინის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤2uA; დინამიკი - მაქს: ≤4mA, საშუალო: ≤0.2mA
- დენი მუშაობის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤25mA; დინამიკი - მაქს: <150mA, საშუალო: <100mA
- გადაცემის დრო - 2.2 წმ/გადაცემა
- გადამცემის სიმძლავრე - +10dBm
- ხმა - დაბალი: 68 - 74dB; საშუალო: 74 - 80dB; მაღალი: 80 - 86dB; მაქს.: 86 - 92dB
- დემოდულაცია - OOK
- მანძილი - 150~300m (ღია სივრცე)
- პროდუქტის ტიპი - კარის ზარი
LN‐2148B უკაბელო კარის ზარის ნაკრები შავი

- ბრენდი - LINUS
- სიხშირე - ზარის ღილაკი: 433.92MHz±250KHz; დინამიკი: 433.92MHz±250KHz
- ელემენტი - ზარის ღილაკი - DC3.0V (CR2032*1); დინამიკი - DC4.5V (1.5V/AA/LR6*3)
- IP დაცვა - IPX5
- სამუშაო ტემპერატურა - ზარის ღილაკი: -15°C~50°C; დონამიკი: -10°C~50°
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 2705200032148
- წონა (კგ) - 0.163
- გამოყენება - ზარის ღილაკი: შიდა ან გარე გამოყენების; დინამიკი: შიდა გამოყენების
- დენი ლოდინის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤2uA; დინამიკი - მაქს: ≤4mA, საშუალო: ≤0.2mA
- დენი მუშაობის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤25mA; დინამიკი - მაქს: <150mA, საშუალო: <100mA
- გადაცემის დრო - 2.2 წმ/გადაცემა
- გადამცემის სიმძლავრე - +10dBm
- ხმა - დაბალი: 68 - 74dB; საშუალო: 74 - 80dB; მაღალი: 80 - 86dB; მაქს.: 86 - 92dB
- დემოდულაცია - OOK
- მანძილი - 150~300m (ღია სივრცე)
- პროდუქტის ტიპი - კარის ზარი