გამოდგება თუ არა დრელი სარვამარტო საჩუქრად?

ჩანაწერი ზედმეტად უცნაური რომანტიკოსის დღიურში: „დრელი გამიფუჭდა. რას ვიზამ, მომიწევს, 8 მარტს ცოლს ახალი ვუყიდო“...

კარგად რომ დავფიქრდეთ, ზედმეტად უცნაური რომანტიკოსის ცოლი თუ საკმარისად წინდახედულია, სულაც არ უნდა დაიწუნოს ასეთი საჩუქარი - უამრავი რამისთვის საჭიროა ეს ხელსაწყო და იმიტომ!

ჰოდა, სულაც არ არის სათაურში დასმული კითხვა რიტორიკული! დიახაც, ელექტრო დრელი სარვამარტოდაც ჩინებული საჩუქარია, დაბადების დღისთვისაც და გაცნობის დღის აღსანიშნავადაც. ოღონდ, თუკი რამე ისე ვერ წავიდა, სათადარიგო საჩუქარიც გქონდეთ მომზადებული - სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, ხომ გაგიგიათ...

რა არის დრელი?

დავიწყოთ იმით, რომ ამ ძალიან საჭირო და პრაქტიკული ხელსაწყოს ქართული შესატყვისი ბურღი გახლავთ, თუმცა უმეტესობა სწორედ დრელს უწოდებს და ამჯერად ჩვენც ასე მოვიქცეთ.

ესე იგი, დრელი გახლავთ ხელის, პნევმატური ან ელექტრო ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც სამშენებლო, მოსაპირკეთებელი, სადურგლო, სანტექნიკისა და სხვა სამუშაოების დროს სხვადასხვა ტიპის მასალებზე ხვრელების დატანა გახლავთ.

გამოყენების სფეროები

ელექტრო დრელს, რაღა თქმა უნდა, ძირითადად, რემონტისა და მშენებლობის პროცესში იყენებენ. იგი საპატიო ადგილს იკავებს ისეთი ხელსაწყოების გვერდით, როგორებიც არის, მაგალითად, პერფორატორი, კუთხსახეხი, ლობზიკი და ნებისმიერი კარგი ხელოსნის აღჭურვილობაში მიაგნებთ. ასევე, შეხვდებოთ მოყვარული ჩხირკედელების არსენალშიც.

როგორი დრელები არსებობს და რა შეუძლია ინსტრუმენტს?

ასორტიმენტი ნამდვილად შთამბეჭდავია - საყოფაცხოვრებო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური კატალოგები იმდენად მრავალფეროვანია, სულაც არ არის გამორიცხული, დამწყები ხელოსანი მარტივად დაიბნევა. საბედნიეროდ, სპეციალისტებმა ჩინებული კლასიფიკაცია შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ყველა ტიპური კონსტრუქცია რამდენიმე დიდ ჯგუფად დაიყოს თავისებურებებისა და საექსპლოატაციო მახასიათებლების გათვალისწინებით.

  • სტანდარტული - კლასიკა, რომელიც მარტივად უმკლავდება სხვადასხვა მასალაში საჭირო ზომის ხვრელების დატანას. მისი დახმარებით, შესაძლებელია დამუშავდეს: ხე, კერამიკული ფილა ან მაგალითად, გიფსოკარდონი.
  • იმპულსური - აპარატი, რომელიც პერფორატორს მოგაგონებთ. მისი დანიშნულება დარტყმითი ბურღვაა, რაც ბიძგების ხარჯზე მიიღწევა. ასეთი მოდელი საჭიროა შედარებით რთული სამშენებლო და სარემონტო პროექტების შემთხვევაში - ღობის მოსაწყობად, ხიდის გასამართად და ასე შემდეგ.
  • კუთხოვანი - აგრეგატი, რომელიც გამორჩეულია არატიპური, ნაკლებად გაბარიტული და სწორი ფორმებით. საშუალებას იძლევა, ხვრელები დაიტანოთ სხვადასხვა მასალაში მკვეთრად შეზღუდული სივრცის პირობებში. შეუცვლელია, მაგალითად, ისეთი პროცესისას, რომელიც ავტომობილის რესტავრაციას უკავშირდება.
  • რევერსიული - ელექტრო დრელის ამ ტიპის მოკლე აღწერა საკმაოდ მარტივია - მოდელს შეუძლია უკუსვლის ჩართვა. აღნიშნული ფუნქცია სასარგებლოა ისეთ მომენტებში, როცა საჭიროა კონკრეტულ ადგილას ხრახნების მონტაჟი ან დემონტაჟი.
  • მექანიკური - ნაკლებად ეფექტიანი და საკმაოდ მოძველებული აპარატი, რომელსაც ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. აღჭურვილია სპეციალური სახელურით, რომლის ხელით დატრიალებას მოქმედებაში მოჰყავს მთავარი სამუშაო ორგანო. გამოდგება ნაკლებად მყარი ობიექტების გასაბურღად - ხის, პლასტმასის და რბილი ლითონის.
  • დარტყმითი - მაღალი სიზუსტის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაცაა უკიდურესად ფაქიზი მასალის დამუშავება. გამოიყენება მაშინ, როცა იმპულსური ანალოგი უძლურია თავისი უხეშობისა და მოუქნელობის გამო.
  • D-სებრი - დარტყმითი მოდელი საკმაოდ ორიგინალური სახელურით. სწორედ კომფორტული სახელურისა და მნიშვნელოვანი წონის ხარჯზე, ძირითადი სამუშაო ორგანოს წარმოუდგენელი მდგრადობის გარანტიას იძლევა.

რომელი გჭირდებათ - საყოფაცხოვრებო თუ პროფესიონალური?

როგორც ყველაფერში, უმჯობესია, დრელის შემთხვევაშიც ზუსტად იცოდეთ, რა სახის სამუშაოებისთვის აპირებთ მის გამოყენებას. როცა ამას მოიფიქრებთ, შემდეგი მომენტებიც გაითვალისწინეთ: საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ინსტრუმენტს შორის მთავარი სხვაობა სამუშაო რეჟიმებია. უფრო რომ დავაზუსტოთ, საყოფაცხოვრებო დრელით შეუჩერებლად მუშაობა დაახლოებით 15-20 წუთია რეკომენდებული, რის შემდეგაც, უმჯობესია, ხელსაწყო დაასვენოთ, საშუალება მისცეთ მის მოტორს, დამშვიდდეს და განელდეს. პროფესიონალური დრელით კი იმდენ ხანს შეიძლება მუშაობა, რამდენიც საჭიროა.

  • სიმძლავრე

დრელის სიმძლავრე 200-დან 1900 ვატამდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია აღნიშნული სიდიდის მაჩვენებელი, მით მეტი დატვირთვის გაძლება შეუძლია აგრეგატს. მაგალითად, აგურის, ბეტონის ან რკინაბეტონის გაბურღვისთვის საჭიროა როგორც მინიმუმ 900 ვატის სიმძლავრე.

  • ბრუნვის სიჩქარე

აქ მნიშვნელოვანია ინსტრუმენტისთვის დასახული ამოცანების შინაარსი. მაგალითად, მასალის მოხვეწისთვის ან გაპრიალებისთის საჭიროა აპარატი, რომლის ბრუნვის სიჩქარე წუთში 2000 ერთეულია. ხრახნების მოჭერისთვის და არაგაბარიტული ხვრელების დატანისთვის აბსოლუტურად საკმარისია წუთში 500 ბრუნი.

უსაფრთხოების წესები

დრელით მუშაობის დაწყებამდე არაერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს აქვე მოგახსენებთ:

  • უნდა დარწმუნდეთ, რომ არანაირი ზედმეტი ჩანართი არ არის ნამზადში ან კედელსა თუ ჭერში არ მოულოდნელად არ შეგეჩეხებათ სადენები თუ არმატურები;
  • საიმედოდ უნდა იყოს დამაგრებული მასალა, რომელზეც მუშაობას იწყებთ და არავითარ შემთხვევაში არ დაიჭიროთ იგი ხელში არც თავად და არც სხვას მისცეთ ამის უფლება. დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი დრელში სათანადოდ არიდ დამაგრებული;
  • არ დაგავიწყდეთ ვაზნიდან საბურღის დამჭერი გასაღების მოხსნა;
  • მყარ ზედაპირსა და მკვრივ მასალებზე მუშაობისას დრელი ორივე ხელით უნდა გეჭიროთ, განსაკუთრებით, თუკი მძლავრი მოდელი გაქვთ;
  • არ გადატვირთოთ ელექტრო დრელი ძლიერი ფიზიკური დაწოლით, რომ ინსტრუმენტი მწყობრიდან არ გამოიყვანოთ;
  • აკრძალულია რევერსის გადამრთველის გამოყენება, როცა დრელის მოტორი მოქმედებაშია მოყვანილი;
  • ჭერის ბურღვისას აუცილებელია დამცავი სათვალეების გამოყენება;
  • აკრძალულია დრელისთვის ხელის გაშვება, როცა ძრავი ჩართულია.

მუშაობის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია:

  • ხელი არ გაუშვათ იქამდე, სანამ ძრავი ბოლომდე არ გაჩერდება;
  • გარკვეული დროის მანძილზე ხელი არ ახლოთ საბურღს (სვერლოს) - არსებობს დამწვრობის საფრთხე.

აქვე გადაავლეთ თვალი Holst.ge-ზე წარმოდგენილი დრელების რამდენიმე ვარიანტს. არჩევანი შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთ გამოცდილ და სანდო ბრენტებს შორის, როგორებიც გახლავთ: TOLSEN, BOSCH, CROWN, Dewalt.

TOLSEN TOL1615-79500 ელექტრო დრელი 230VAC,400W

Tolsen dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 6933528788133
  • წონა (კგ) - 1.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3800min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-10mm
  • ფუნქციები - ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - N/A/20mm/10mm

BOSCH ელექტრო დრელი ჩაქუჩით 570W Percussion Drill GSB 570

Bosch dreli

  • ბრენდი - BOSCH
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 570W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 06011B70R0
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე -0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/10mm 

CROWN CT10128-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w

Crown dreli

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 7640177420152
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 5035048268148
  • წონა (კგ) - 2.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება