გამორჩეული ჰაერის კომპრესორები

არაფერია ჰაერის კომპრესორზე უფრო მრავალფუნქციური და გამოსადეგი ინსტრუმენტი. გარდა იმისა, რომ პნევმატურ იარაღებს ამუშავებს, მას სხვა უამრავი დავალების შესრულება შეუძლია. ამ სტატიაში განვიხილავთ ყველა იმ დარგს და სიტუაციას, რაშიც ჰაერის კომპრესორი ხელს გაგიმართავთ.

ეს ინსტრუმენტები აკეთებენ იმას, რის გაკეთებაც ძალიან ცოტას შეუძლია, აამუშავებს მრავალ დიდ და პატარა პნევმატურ აღჭურვილობას მაღალი წნევის გამომუშავებითა და სიმძლავრით. ისინი მრავლად გამოიყენება სხვადასხვა ინდუსტრიებში და ასრულებენ სპეციალიზებულ ამოცანებს.

შეუძლებელი სრულად წარმოვიდგინოთ ჰაერის კომპრესორის დანიშნულების სრული სია და სრულად განვიხილოთ თუ როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება, რადგან ამ კითხვაზე უამრავი პასუხია. მათი გამოყენება იმდენად მრავალფეროვანია და იმდენად დინამიური და საიმედოა, რომ შეუდარებელია ნებისმიერ ინდუსტრიაში გამოსაყენებლად.

ჰაერის კომპრესორი მუშაობს შეუფერხებლად, რათა უზრუნველყონ მაღალი წნევით, მაღალი ენერგიის შეკუმშული ჰაერის მთელი რიგი სამუშაო ამოცანებისთვის.

ჰაერის კომპრესორის სამრეწველო გამოყენება

ინდუსტრიული სამყარო ძალიან დიდი ხანია ჰაერის კომპრესორის უსაფრთხო, ენერგოეფექტურ და ეფექტიან გამომუშავებას ეყრდნობა.

სათანადო გამოყენების შემთხვევაში, ჰაერის კომპრესორები უზრუნველყოფენ კონტროლირებადი ჰაერის მუდმივ ნაკადს. სამრეწველო მბრუნავი კომპრესორების უმეტესობას შეუძლია იმუშაოს მთელი საათის განმავლობაში, სანამ ტემპერატურა 50oC-ს არ გადააჭარბებს.

ინდუსტრიები, რომელშიც ჰაერის კომპრესორი ყველაზე მეტად არის გავრცელებული შემდეგია:

  • მშენებლობა

სამშენებლო მრეწველობა ჰაერის კომპრესორებს პნევმატური ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის ასამუშავებლად ფართოდ იყენებს. ამოცანიდან გამომდინარე, საჭირო არის ცვლადი ჰაერის ნაკადები და ჰაერის კომპრესორების გამოყენება გვხვდება პერფერატორისა თუ ლურსმნის თოფებისათვის.

ამ ინდუსტრიისთვის, ჰაერის კომპრესორი ასევე გამოიყენება პორტატული მოწყობილობების გასამართად, რადგან კომპრესორი არის ენერგიის მობილური წყარო, რომელიც მოულოდნელად არ გადახურდება და გაფუჭდება.

სამშენებლო ინდუსტრიაში უამრავი მიმართულებაა, რომელისთვისაც ჰაერის კომპრესორი ენერგიის ეფექტური წყაროა ბურღვისთვის თუ დამუშავებისთვის. ისინი გამოსადეგია სამშენებლო ინდუსტრიის სექტორში, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, გზების მშენებლობა, ნგრევითი სამუშაოები, კომერციული და საცხოვრებელი პროექტები, იქნება ესენი დიდი თუ პატარა სამუშაოები.

  • წარმოება

არცერთი ინდუსტრია ისე არ ეყრდნობა ჰაერის კომპრესორის შეკუმშული ჰაერის მრავალმხრივ გამოყენებას ისე, როგორც წარმოება. პლასტმასის და ლითონის დამზადებიდან დაწყებული საკვების, სასმელის და ფარმაცევტული შეფუთვით დამთავრებული, ჰაერის კომპრესორი არა მხოლოდ ზრდის წარმოების პროდუქტიულობას, არამედ მის ძირითად ნაწილსაც კი წარმოადგენს.

ჰაერის კომპრესორს გამოიყენებენ პლასტმასის ჩამოსხმისა და ფორმირებისთვის. ჰაერის სტაბილური და ძლიერი ნაკადი უზრუნველყოფს პროდუქტის ფორმირებას, დასრულებას და გაწმენდას.

  • სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობას ხანგრძლივი მუშაობა და მძიმე, ძვირადღირებული ტექნიკა სჭირდება. ამ მანქანებიდან ზოგიერთი, რომელიც სოფლის მეურნეობის ძირითადი აღჭურვილობაა, მოიცავს ტრაქტორებს, ტუმბოებს, კოვეიერებს, თითოეული მათგანი იკვებება ჰაერის კომრესორით.

ასევე, სხვა თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, როგორიცაა რძის მეურნეობის და სათბურის ვინტილაციის ინვენტარი, საჭიროებს შეკუმშულ ჰაერს.

  • ენერგეტიკის სექტორი

ნავთობის ბურღვისას ჰაერის კომპრესორმა განსაკუთრებული ფუნქციონირება ჰპოვა. ნავთობის ამოღების ოპერაციებში, საიმედო და უსაფრთხო საბურღი მოწყობილობა აუცილებელია ეკიპაჟის უსაფრთხოებისთვის. ვინაიდან, თუნდაც ყველაზე პატარა გაუმართავ ნაწილს ან დაზიანებულ დენის წყაროს შეუძლია შეაფერხოს ოპერაციები, ან მთლიანი ეკიპაჟი რისკის ქვეშ დააყენოს.

ნავთობის მოპოვების გარდა, შესაბამის დანადგარს სჭირდება უსაფრთხო და კონტროლირებადი ჰაერის ენერგია, რომელსაც მას ჰაერის კომპრესორი აწვდის. ჰაერის კომპრესორი უნიკალურია იმდენად, რამდენადაც ის ყოველგვარი ნაპერწკლის გარეშე მუშაობს და სტაბილურია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მსგავს საფრთხის შემცველი ამოცანების შესრულებაში.

ჰაერის კომპრესორი

როგორც აქედან ჩანს ჰაერის კომპრესორის და ზოგადად, შეკუმშული ჰაერის ტექნიკას დიდი გამოყენება აქვს მრავალ ინდუსტრიაში. შეიძლება ისიც ითქვას, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნიკაა თანამედროვე მსოფლიოში ნედლეულის მოპოვების, დამუშავების თუ სხვა პროცესებში. თუმცა, ვინაიდან საქართველოში მსგავსი წარმოებები და ინდუსტრიები განვითარებული არ არის, ცოტა ვინმეს თუ აქვს მისი ასე ფართო მასშტაბით გამოყენებაზე ინფორმაცია.

საქართველოში, რა თქმა უნდა მრავალი საწარმო იყენებს ჰაერის კომპრესორის მრავალფუნქციურობას, თუმცა მისი მთავარი გამოყენება ავტოფარეხებში, ვულკანიზაციებში და საამქროებში გვხვდება.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია მრავალი ტიპის, სიმძლავრისა თუ მწარმოებლის ჰაერის კომპრესორი, რომელთაგან აუცილებლად იპოვით თქვენს მოთხოვნების შესაფერისს. აქ ძირითადად დაგხვდებათ სამი ბრენდის ჰაერის კომპრესორი - Tolsen-ის ჰაერის კომპრესორი, Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი და Crown-ის ჰაერის კომპრესორი.

  • Tolsen

Tolsen-ის ჰაერის კომპრესორი გათვლილია დაბალბიუჯეტურ მყიდველზე, რომლის მთავარი კრიტერიუმი, ჰაერის კომპრესორის შეძენისას, ფასია. როგორც წესი მომხმარებლების უმრავლესობა ყურადღებას ნაკლებად აქცევს ჰაერის კომპრესორის მახასიათებლებს, რადგან მათ მისი მინიმალური შესაძლებლობებიც აკმაყოფილებთ. Tolsen-ის დაბალბიუჯეტური ჰაერის კომპრესორი უამრავი ისეთი მომხმარებლის არჩევანი ხდება, ვისაც ჰაერის კომპრესორი საკუთარი ავტოფარეხისთვის სჭირდება. მსგავსი ჰაერის კომპრესორები მრავალ პნევმატურ იარაღის ჰაერის ჭავლით მომარაგებას უმკლავდებიან და ძალიან პრაქტიკულებიც არიან.

  • Schpindel

ამ ბრენდის მრავალი, სხვადასხვა მომხმარებლზე გათვლილი ჰაერის კომპრესორი არის Holst.ge-ზე წარმოდგენილი. შესაბამისად, რთულია ცალსახად რომელიმე კატეგორიას მიაკუთვნო მისი წარმოებული ჰაერის კომპრესორი. მსგავს კატეგორიზაციას მისი მახასიათებლები და ფასი უფრო განსაზთვრავს. Schpindel-ის ჰაერის კომპრესორი, როგორც წესი, დაბალანსებული მძლავრი ჰაერის კომპრესორია, რომელიც შეფერხებების გარეშე მრავალი წლის განმავლობაში მოგემსახურებათ.

  • Crown

უმაღლესი ხარისხის და გამძლეობის ჰაერის კომპრესორი Crown-ის სექციაში შეგიძლიათ მოიძიოთ. შვეიცარული ბრენდი მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებს და მათ შორისაა ჰაერის კომპრესორიც. როგორც წესი, Crown-ის ჰაერის კომპრესორი სიმძლავრით და სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. ამ ბრენდირებით ჰაერის კომპრესორი პროფესიოანლებისთვის და იმ ადამინებისთვის არის განკუთვნილი, ვისთვისაც ხარისხი, უპირატესია.

განვიხილოთ რამდენიმე Holst.ge-ზე წარმოდგენილი ჰაერის კომპრესორი.

TOLSEN TOL1793-73125 ჰაერის კომპრესორი 24L

Tolsen haeris kompresori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 23
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 24 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 188 l/min
  • ცხენის ძალა - 2HP

ეს ჰაერის კომპრესორი ძალიან პრაქტიკულია საკუთარი ავტოფარეხისთვის. ის სხვადასხვა პნევმატური იარაღების ასამუშავებლად, სხვადასხვა ტექნიკის ჰაერის წნევით მოსამარაგებლად და თუნდაც იქაურობის მტვრისგან გასაწმენდად გამოგადგებათ. თუმცა, უპირველესი მისი დანიშნულება, როგორც ეს უმეტეს შემთხვევაში ხდება, თქვენი ავტომობილის საბურავების გამართვა იქნება, რასაც მრავალი წლის განმავლობაში გააკეთებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • პატარა ზომი

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 1.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V
  • მოცულობა - 50 l
  • წნევა - 8 bar
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min
  • წარმადობა - 198 l/min
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 2HP

Schpindel-ის ეს ჰაერის კომპრესორი, ისევე როგორც წინა განხილული მოდელი, ზედგამოჭრილია ავტოფარეხისთვის. მისი მცირე ზომა და მაღალი სიმძლავრე, ნებისმიერ ადგილს მოერგება და ნებისმიერ სამუშაოს შეასრულებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

Schpindel kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.2kw
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 82       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • მოცულობა - 100 l   
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min     
  • წარმადობა - 336 l/min       
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

მძლავრი ჰაერის კომპრესორი თუ გსურთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოთ, მაშინ Schpindel-ის ამ მოდელს გირჩევთ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ჰაერის კომპრესორებს შორის, რაც Holst.ge-ზეა წარმოდგენილი.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სიმძლავრე

CROWN CT36032-კომპრესორი 200L

Crown haeris kompresori

  • ბრენდი - CROWN                     
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი
  • სიმძლავრე - 2.25kw
  • გარანტია - 1 წელი           
  • წონა (კგ) - 88       
  • კვების წყარო - 220-240V       
  • მოცულობა - 200 l   
  • წნევა - 8 bar   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-980min       
  • წარმადობა - 250 l/min       
  • ფაზა - 0
  • ცხენის ძალა - 3HP

მაღალპროფესიონალური, ინდუსტრიული ჰაერის კომპრესორი Crown-ისგან 200 ლიტრი ავზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეუფერხებლად მოგამარაგებთ ჰაერის წნევით. მიუხედავად მისი ხარისხიდან გამომდინარე მაღალი ფასისა, ეს ჰაერის კომპრესორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაყიდვადი ჰაერის კომპრესორია ჩვენს საიტზე.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება