განსხვავებული სანათები Holst.ge - ზე |
განსხვავებული სანათები Holst.ge - ზე |
ერთხელ მაინც თუ მიუქცევია თქვენი ყურადღება განათებულ სახლს ? ფერები მთელ ქუჩას რომ ედება და სასიამოვნო ატმოსფეროში ხვევს. მსგავსი ჯადოსნური გარემოს შექმნა, სანათის მოვალეობაა. ამავდროულად, განწყობაზე ზრუნვაც არ ავიწყდება და მაშინვე დადებითად ვიმუხტებით. მოკლედ, განათებაზე ბევრი საკითხია დამოკიდებული. თუ გინდათ, რომ სასიამოვნო გარემო შეიქმნათ და სიმყუდროვით გარშემომყოფებიც დაატკბოთ, მაშინ ყურადღება მოიკრიბეთ. ამჯერად, სწორედ სანათებზე ვისაუბრებთ.
ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სანათები ბევრნაირი არსებობს. ერთმანეთისგან ვიზუალი, სიმძლავრე და ბევრი სხვა ნიშანი განასხვავებს. არჩევანში კი შეუზღუდავი ხართ. ამჯერადაც სამ სხვადასხვა სანათს წარმოგიდგენთ. ზოგი სიმებიანია, ზოგიც Led სანათი ან შიდა მონტაჟისთვის განკუთვნილი. მთავარია რომელი გჭირდებათ. ამის გარკვევა კი მარტივია.
არჩევანი ბრენდებს შორისაცაა. ერთმანეთს Linus და Ledex გაეჯიბრება. სინამდვილეში დუელი საჭირო არც არის. მაინც ორივე გამარჯვებულია. თვალი ახლოდან შევავლოთ და ვნახოთ ვინ რას წარმოადგენს.
სიმებიან სანათს ფოტოშიც კი ეტყობა, რომ მშვიდი გარემოს შექმნა მისი მოგონილია. ღია სივრცეში ფილმივით გარემოს ქმნის. დაბალანსებული ფერები თვალებს ამშვიდებს და სივრცეს განსხვავებულობას მატებს. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და მძლავრია. სიმზე 45 ვაზნა ეტევა. სანათი მსუბუქია, გადაადგილება კი მარტივი.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Linus - ის შავი სანათის წყალობით, მშვიდ სივრცეს მოიწყობთ. საკმაოდ მძლავრია და მაღალი რესურსები აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიდხანს გემეგობრებათ და კმაყოფილებით აგავსებთ. ხელსაწყო მსუბუქია. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.
უპირატესობები:
შემდეგი სანათი ბრენდ Ledex- ს ეკუთვნის. ხარისხით ტოლს ვერავინ დაუდებს. ხელსაწყო შიდა მონტაჟისთვისაა განკუთვნილი. ოთხკუთხედი ფორმისაა და მაღალი სიმძლავრე აქვს. ფასიც ხელმისაწვდომია. თქვენს ოთახს ზუსტად ისე გაანათებს, როგორც დასაწყისში ვთქვით. განსხვავებულ და ჯადოსნურ ატმოსფეროში გაახვევს.
უპირატესობები: