გარე და შიდა სანათები

სახლის მოწყობისას, ერთერთი უკანასკნელი ელემენტი განათების არჩევა და დამონტაჟებაა. სანათის დიზაინი ერთ-ერთი გადამწყვეტია ინტერიერის თუ ექსტერიერის მოწყობისას, განათება კი მას სრულფასოვნებას ანიჭებს. ამიტომაც, არც თუ ისე მარტივია სანათის არჩევა, რომელიც თქვენს დიზაინს კიდევ უფრო გაალამაზებს და ამასთან ფუნქციურადაც საუკეთესო იქნება, ყველაფერთან ერთად კი თქვენს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტს მოერგება.

სანათების არჩევისას, მნიშვნელოვანია მწარმოებელს მიაქციოთ ყურადღება (რატომღაც სანათის შერჩევისას, დიზაინის გარდა, თითქმის ყველა სხვა ასპექტი უგულებელყოფილია ხოლმე). მწარმოებლის შესახებ ინფორმაციის მიღება, ზოგად წარმოდგენას გვიქმნის სანათის ხარისხზე და გამძლეობაზე, რაც გადამწყვეტი გახდება სანათის შეძენისას. ამიტომაც, კარგი იქნება თუ ბრენდის გაგების შემდეგ მცირე ინფორმაციას მოიპოვებთ მის შესახებ და მინიმუმ იმას დაადგენთ, თუ რომელ ქვეყანაში არის ის განთავსებული. მაღალი განვითარების ქვეყნებს მაღალი სტანდარტები გააჩნიათ წარმოებაში, შესაბამისად პროდუქტიც უფრო გამძლე და ხარისხიანია.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია ორი მწარმოებელი ბრენდის სანათები, რომლებიც ერთ-ერთ საუკეთესო და მაღალხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ. ესენია, Linus და LEDEX.

LINUS

ეს ბრენდი აერთიანებს უმაღლესი ხარისხის სანათებს, ყველანაირი სახის განათების საშუალებებს. LINUS ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია ბაზარზე, რასაც ბრენდმა ხარისხიანი პროდუქციის წარმოებით მიაღწია. LINUS არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ეძებს პრობლემების საუკეთესო, ინოვაციური გადაჭრის საშუალებებს, რითაც ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესებას ცდილობს. ის უკვე ათწლეულებია სათანების ბაზარზეა წარმოდგენილი და ამ დროის განმავლობაში ყოველდღიურად ძლიერდება და აფართოებს სანათების სახეობებს. უპირველესი, რაც LINUS-ის ღირსებების ჩამონათვალშია, არის გამძლეობა. მისი წარმოებული სანათები გამოირჩევა დიდი სამუშაო რესურსით და არასტაბილურ ელექტრო ენერგიის მოწოდებასთან თავსებადობით. შედეგად, LINUS-ის სანათი არის ეკონომიური არჩევანი, ვინაიდან დიდი დროის განმავლობაში არ გჭირდებათ მისი ახალი სანათით ჩანაცვლება.

LEDEX

ეს მწარმოებელი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. ამიტომაც, LINUS-თან შედარებით ფასიც მაღალი აქვს. LEDEX-ის პანელები და სანათები დიდი დროის განმავლობაში უპრობლემოდ მოგემსახურებათ. ბრენდი უკვე ათწლეულებია, რაც ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში უამრავი ლოიალური მომხმარებელი დააგროვა, რომლებიც კიდევ უფრო ზრდიან ბრენდის ცნობადობას და სიძლიერეს.

ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია სანათის არჩევისას, თუმცა პირველი რასაც ვუყურებთ ეტიკეტი არარის, არამედ არის ის თუ რამდენად ერგება სანათი ჩვენს საჭიროებას. მაგალითად თუ სააბაზანოში გვინდა სანათი დავაყენოთ, იშვიათად დაგვჭირდება რელსის სანათი. თუ საძინებელ ოთახში გვინდა დავაყენოთ სანათი, მაშინ სანათი პანელი არ გამოგვადგება. ამიტომაც, უპირველესი რასაც ვაკვირდებით სანათის შეძენისას ის, თუ სად ვაპირებთ მის დამონტაჟებას, რა სიხშირე გვინდა რომ სანათს ჰქონდეს და ა.შ. ამიტომაც, კარგად გაიაზრეთ თქვენი საჭიროებები და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სანათის მოძიება.

სანათის ფერის ტემპერატურა

უმნიშვნელოვანესია გვესმოდეს ფერის ტემპერატურა და მისი მნიშვნელობა რიცხვებში. რიცხვებში გამოსახული ფერის ტემპერატურა ზუსტ წარმოდგენას გვაძლევს ამა თუ იმ სანათის ნათებაზე. რაც უფრო მაღალი რიცხობრივი მნიშვნელობა აქვს სანათის ფერის ტემპერატურას, მით უფრო ცივი ფერისაა ის და უფრო ძლიერია ნათება. 6000 K-მდე  ნათება მოყვითალო ფერისაა, როგორც სტანდარტული, ბოლქვიანი ნათურა. 6000K-ს ზემოთ კი სანათი თეთრი და ძლიერი ნათებისაა. თუ თქვენ ძლიერი ნათება გინდათ, რომლის ფერი თვალების ჯანმრთელობას არ შეარყევს, მაშინ ეცადეთ სანათის ნათება, რომელსაც შეიძენთ, აღემატებოდეს 5000K-ს.

სანათის განათების სიმძლავრე

განათების სიმძლავრე ძირითადად ორ სისტემაში განისაზღვრება: კანდელა და ლუმენი. ორივე მათგანი საერთაშორისოდ მიღებული საზომი ერთეულია. სანათის საზომი ერთეული კანდელა დაფუძნებულია სანთლის შუქზე, ერთი კანდელა არის სინათლის ის რაოდენობა, რასაც ერთი სანთელი გამოსცემ. უფრო თანამედროვე სინათლის საზომი ერთეულია ლიმენი, რომელიც უფრო დეტალურად აღწერს ნათურის სიხშირეს. ის გამოსახავს ელექტროენერგიის ვატების სინათლის სიხშირეში გარდაქმნას. რაც უფრო მაღალია ლუმენი, მით მეტი სიხშირის სინათლეს გამოსცემს ესა თუ ის სანათი. განათების სიმძლავრე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სანათის შეძენისას, ამიტომაც კარგად დააკვირდით ამ მონაცემს.

სანათის გაშლის კუთრე

უმრავი ტიპის სანათი არსებობს. როგორც წესი, სინათლე აღწევს ყველგან, სადაც მას რაიმე ზედაპირი არ ეფარება. ხშირად სანათი სწორედ ამ ზედაპირს წარმოადგენს, რადგან, მაგალითად ჭერზე დაკიდებული სანათი საერთოდ არ საჭიროებს, რომ 3600-ით ანათებდეს და ა.შ. თქვენს მიერ სანათის დამონტაჟების ადგილის მიხედვით უნდა გასნსაზღვროთ თქვენი მოთხოვნა სანათის მიმართ, თუ რა კუთხით უნდა ანათებდეს ის.

სამუშაო რესურსი

ნათურის სამუშაო რესურსი განსაზღვრავს მისი მუშაობის პერიოდს ჩართულ მდგომარეობაში. ამიტომაც, თუ გსურთ რომ სანათის შეცვლა ხშირად არ მოგიწიოთ, დააკვირდით ამ მახასიათებელს.

Holst.ge-ზე, როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, სანათების ძალიან დიდი არჩევანია, რაც საშუალებას მოგცემთ ნებისმიერი, თქვენი საჭიროების შესაბამისი სანათი შეარჩიოთ. დეტალურად გაწერილი ინფორმაცია კი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. თუმცა, ჩვენი სერვისი, რომელიც ოპერატორთან კონსულტაციასაც ითვალისწინებს, სრულყოფს თქვენს ინფორმაციას სანათის და არა მარტო სანათის შესახებ. მიუხედავად ზუსტად გაწერილი მონაცემებისა, ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ოპერატორებს და ისინი გაგცემენ პასუხს და ზუსტად გაგაცნობენ პროდუქტის შესაძლებლობებს.

LINUS LED რელსის სანათი თეთრი track 12W 3000K

LINUS relsis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - რელსის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 3000K
  • განათების სიმძლავრე - 900 lm
  • გაშლის კუთხე - 360°
  • ზომა - Ф56.2*L97*H165mm
  • მასალა - ალუმინი
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP 20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - F
  • წონა (კგ) - 0.224 
  • სიმძლავრე (W) - 12

ეს არის რელსის სანათი, რომელიც იდეალურია გარე განათებისთვის, ან დეკორატიული განათებისთვის. ამ ტიპის განათებებით წინ წამოწევთ ფასადის დიზაინს ან რაიმე ინსტალაციას. LINUS-ის ეს რელსის სანათი ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ Holst.ge-ზე, ჩვენი მიწოდების სერვისი კი უფასოდ მოგაწვდით საქართველოს ნებისმიერ ადგილას.

უპირატესობები:

  • დაბალი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • დიზაინი

LEDEX LED Slim Panel Light Surface(Round) 24w 6500K

LEDEX shekiduli cheris sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - გარე მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფორმა - მრგვალი
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 1920 lm
  • გაშლის კუთხე - 180°
  • სამუშაო რესურსი - 15000 hrs
  • IP დაცვა - IP20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • წონა (კგ) - 0.965 
  • სიმძლავრე (W) - 24

გარე მონტაჟის ეს სანათი იდეალურია შესასვლელში დამონტაჟებისთვის, ან აივანის გასანათებლად. გააჩნია განათების მაღალი სიმძლავრე. სამუშაო რესურსი კი ძალიან მაღალი, 15000 საათი აქვს, რაც საკმაოდ იშვიათია გარე მონტაჟის, მძლავრი სანათებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • სამუშაო რესურსი
  • სიმძლავრე
  • ფერის რემპერატურა

LEDEX LP-DD-4000 LED panel 40W 4000K

LEDEX LED panel

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - შიდა მონტაჟის
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფორმა - ოთხკუთხედი
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 3000 lm
  • ჭრის ზომა - 595X595 mm
  • გაშლის - კუთხე   120° 
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs
  • IP დაცვა - IP20
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • წონა (კგ) - 2.07
  • სიმძლავრე (W) - 40

LEDEX-ის ეს LED სანათი პანელი ნებისმიერ შემთხვევაში გაალამაზებს თქვენს ინტერიერს. გააჩნია ლამაზი ფორმა და ნათება. შიდა მონტაჟისთვის შესაფერისი ფერის ტემპერატურა და განათების სიმძლავრეც. იდეალურია სააბაზანოებში, საპირფარეშოში და სამზარეულოში.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • დიზაინი

LEDEX-22332 Surface Narcissus 36W 6500k 500mm

LEDEX kedlisa da cheris sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ბრა     
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 2160 lm           
  • ზომა - 500x100 mm   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs         
  • IP დაცვა - IP 20   
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+       
  • წონა (კგ) - 1.8       
  • სიმძლავრე (W) - 36

ბრა LEDEX-ისგან, რომელიც ნებისმიერ ოთახს გაალამაზებს. ბრა არის დახვეწილი დიზაინის, რომელიც მოუხდება როგორც ინტერიერს ისე გარე მონტაჟსაც. სანათი აღჭურვილია ნათურით, რომელსაც 6500K ფერის ტემპერატურა აქვს და თანაბრად კარგია გარე და შიდა განათებისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მრავალფუნქციურობა
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება