გარე განათება |
გარე განათება |
განათება მნიშვნელოვანი დეტალია ჩვენი სახლის ინტერიერსა თუ ექსტერიერში. სწორი და კარგი განათება ჩვენს საყვარელ ადგილს კიდევ უფრო ალამაზებს. ამიტომაც, მისი სწორად არჩევა ცოტაოდენ მსჯელობას საჭიროებს.
ისევე როგორც ინტერიერის, ექსტერიერის, ანუ გარე განათება მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი გარემოს შესაქმნელად. დიზაინისა და განათების სპეციფიკასთან ერთად, საყურადღებოა პროჟექტორის, თუ ლამპიონის გამძლეობა და ხარისხი.
სახლის ექსტერიერის მოწყობის გეგმაში, უკვე უნდა განსაზღვროთ რა სახის და ტიპის განათება გსურთ, რას უნდა ანათებდეს სანათი და შესაბამისად, სად უნდა განთავსდეს ის. რა ტიპის იქნება განათება პროჟექტორი, თუ ლამპიონი? და ა.შ.
ჩვენი ონლაინ მაღაზია მრავალი სახის, ტიპის, სიმძლავრის, ფორმის და სხვა უამრავი მახასიათებლით გამორჩეულ განათებას გთავაზობთ. დიდი ასორტიმენტი და მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას თქვენთვის გონებაში წარმოდგენილი განათება რეალურად იპოვნოთ და უფასო მიწოდების სწრაფი სერვისით, მალევე ხელშესახები გახადოთ.
თქვენი ეზოს შესაფერისი განათება
იმის მიხედვით, თუ როგორი არის თქვენი ეზო, განსაზღვრავთ თქვენთვის საჭირო განათებას. მაგალითად, თუ ეზოში მოწყობილი გაქვთ განტვირთვის სივრცე და საღამოობით ჩაით ხელში ვარსკვლავების ქვეშ ფიქრი გიყვართ, მსუბუქი განათება გჭირდებათ. თუ იშვიათად გადიხართ ეზოში და სახლის ექსტერიერის განათება გსურთ, მაშინ პროჟექტორი შესაფერისი გადაწყვეტილებაა. თუ თბილ ამინდში, საღამოობით მეგობრებთან ერთად გიყვართ შეკრება, დროსტარება, სიცილი და ამბების გაზიარება, ლამპიონი შექმნის იმ გარემოს, რომლითაც კიდევ უფრო გამორჩეულს გახდის საღამოს.
მოკლედ, იმის მიხედვით თუ როგორი არის თქვენი სასურველი ეზო, განათება და მისი ტიპი უნდა აარჩიოთ. ამაში კი, როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნეთ, ჩვენი ონლაინ მაღაზია საუკეთესო ადგილია მრავალფეროვანი, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი პროდუქციისა და საქართველოს მასშტაბით უფასო მიწოდების სერვისის გათვალისწინებით.
ბრენდები
როცა თქვენს სურვილს ზუსტად განსაზღვრავთ და მის დასაკმაყოფილებლად შესაფერის რამდენიმე განათებას იპოვნით, ბრენდებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. აქვე წარმოგიდგენთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი განათების ბრენდებს, რომლებიც ლიდერები არიან ბაზარზე. ესენია:
Ledex
მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და მომხმარებლების მიერ გამოცდილი ბრენდი ყოველდღიურად ძლიერდება და აფართოებს პროდუქციის სპექტრს. ნებისმიერი ბრენდისთვის მთავარი საწყისი ეტაპია მომხმარებელს თავი გააცნოს და ასოცირდებოდეს როგორც სანდო მწარმოებელი. სწორედ ასეთია Ledex, რომლის პროდუქცია ჩვენი ონლაინ მაღაზიის მეშვეობით შეგიძლიათ ძალიან მარტივად შეიძინოთ.
Linus
ინოვაციების მაძიებელი ბრენდი, Linus უკვე რამდენიმე წელია მომხმარებელს თავი შეაყვარა თავისი ინოვაციური პროდუქტით, ხარისხითა და დაბალი ფასებით. არაერთხელ შეხვდებოდით ამ ბრენდის პროდუქტს, სარეკლამო რგოლს ან ბანერს საქართველოშიც. ის არც ისე დიდი ხანია რაც ქართულ ბაზარზე შემოვიდა, თუმცა მომხმარებელმა უკვე გაიცნო. მარტო Linus smart რად ღირს, მისი მრავალი ფუნქციებით, ინოვაციურობით და პრაქტიკულობით.
სიმძლავრე
კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც პროჟექტორის ან ლამპიონის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ განათების სიმძლავრეა. ეს მახასიათებელი მეტყველებს ნათურის/ნათურების განათების სიხშირეზე და განსაზღვრავს მის ეკონომიურობას. რაც უფრო მაღალი სიმძლავრის არის ნათურა, უფრო ფართო არეალს, უფრო მკვეთრად ანათებს, თუმცა შედეგად, ნაკლებად ეკონომიურია. ამიტომაც იპოვეთ ბალანსი განათების სიმძლავრესა და ნათურის სიმძლავრეს შორის (პირველი განსაზღვრავს ნათების სიმკვეთრეს, მეორე ეკონომიურობას).
ფერის ტემპერატურა
პროჟექტორისა თუ ლამპიონის ფერის ტემპერატურა განისაზღვრება რიცხვებში. რიცხვები განსაზღვრავენ თუ რამდენად ცივი ან თბილი ნათება აქვს ნათურას. მეტი სიცხადისთვის, ქვემოთ მოცემულია შკალა, სადაც თვალსაჩინოდ არის ახსნილი და განსაზღვრული თითოეული რიცხვის შესაბამისი სინათლის ტემპერატურა.
1700 K |
1850 K |
2400 K |
2550 K |
2700 K |
3000 K |
3200 K |
3350 K |
5000 K |
5000 K |
5500 – 6000 K |
6200 K |
6500 K |
6500 – 9500 K |
15,000 – 27,000 K |
ახლა, როცა უკვე იცით თქვენთვის სასურველი ნათურის რიცხვითი მნიშვნელობა, კიდევ უფრო გაგიმარტივდებათ განათება ონლაინ, ჩვენი ონლაინ მაღაზიის საშუალებით შეიძინოთ.
განათების სიმძლავრე
განათების სიმძლავრე ის მახასიათებელია, რომელიც განათების სიმკვეთრეზე მეტყველებს. რაც უფრო დიდია განათების სიმძლავრე, მით უფრო კაშკაშაა განათება. პროჟექტორი და ლამპიონი მაღალი განათების სიმძლავრით უნდა იყვნენ აღჭურვილი, ვინაიდან მისი განათების ობიექტი დიდი სივრცეა. ამიტომაც, როდესაც არჩევთ გარე განათებას, ეცადეთ თქვენი პროჟექტორის, ლამპიონის განათების სიმძლავრე 500 lm-ს აღემატებოდეს.
გაშლის კუთხე
გარე განათება არ შეიძლება 360o-იანი ნათებით იყოს. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, იმ სივრცეზე, რომლის განათებაც არ გვინდა, ტყუილ-უბრალოდ მიითვისებს განათების სიმძლავრეს. მაგალითად, ლამპიონის შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ მან ზედა მხარეს გაანათოს. სპეციალური ამრეკლავი დამცავით კი ზემოთ მიმართული სინათლეც საჭირო დანიშნულების მხარეს მიემართება. როგორც წესი, გარე განათების ნათურები 120o გაშლის კუთხით ანათებენ, რაც ოპტიმალური ვარიანტია გარე განათებისთვის.
სამუშაო რესურსი
სამუშაო რესურსი, რომელიც საათებში გამოისახება, განსაზღვრავს ნათურის მოსალოდნელ გამძლეობას დროში. მისი პირველი ანთებიდან წამზომი ირთვება და მწარმოებლის მიერ მინიჭებულ სამუშაო რესურსს აკლდება. ხშირია, როცა ნათურა ამ ნიშნულს აჭარბებს ან პირიქით. ერთი და იგივე ნივთის ხშირად შეძენა, მათ შორის არის პროჟექტორი და ლამპიონი, არავის სიამოვნებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია ანოტაციის ამ ნაწილს ყურადღება მიაქციოთ.
Holst.ge-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი სწორედ განათება იყო. ჩვენ მომხმარებელზე განათების მიწოდებით დავიწყეთ და დროდადრო გავაფართოვეთ ასორტიმენტი ისე, რომ ახლა, სახლის და ინდუსტრიულ ყველა ხელსაწყოს მოვიცავთ.
Ledex-ის პროჟექტორი ძალიან ეკონომიური და დახვეწილი დიზაინისაა. ის გამოგადგებათ, როგორც ექსტერიერის, ისე ეზოს გასანათებლად. გააჩნია მაღალი განათების სიმძლავრე, არის ენერგოეფექტური. Ledex-ის ეს პროჟექტორი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ნივთია Holst.ge-ზე. ამის მიზეზი კი მისი ეკონომიურობა და მომხმარებლების კარგი გამოცდილებაა.
უპირატესობები:
კიდევ ერთი პროჟექტორი Ledex-ისგან, რომელიც კიდევ უფრო მაღალი განათების სიმძლავრით გამოირჩევა. იდეალურია დეკორაციების ან ექსტერიერის გასალამაზებლად ისევე, როგორც ეზოს გასანათებლად. თუ თქვენ დახვეწილი დიზაინის პროჟექტორი გინდათ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოგემსახურებათ, ამასთან ეკონომიური და გამძლე იქნება, ეს პროჟექტორი საუკეთესო ვარიანტია.
უპირატესობები:
Linus-ის ლამპიონი ნამდვილად შექმნის იმ გარემოს, რომელსაც მეგობრებს სიამოვნებით გაუზიარებდით. ან იქნებ საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებისას კარგად განათებული ეზო უსაფრთხოსთან ერთად გელამაზებათ. მაღალი სიმძლავრის ლამპიონი ფერის სიმკვეთრით, დაცვით და განათების სიმძლავრით გამოირჩევა.
უპირატესობები:
Linus-ის ლამპიონების ძალიან დიდი არჩევანი დაგხვდებათ Holst.ge-ზე. მათგან ერთ-ერთი ეს მოდელია, რომელიც განსაკუთრებულად დახვეწილია და გააჩნია ძალიან მაღალი განათების სიმძლავრე. მკვეთრი განათება კი თქვენს ეზოს კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის ღამით.
უპირატესობები: