გარე განათება და მასთან დაკავშირებული საკითხები |
გარე განათება და მასთან დაკავშირებული საკითხები |
გარე განათების გარეშე, შებინდება უინტერესო იქნებოდა. ასე ბევრად უკეთესია: საღამოვდება, დღის ფერები იკარგება, სადაცაა ქუჩებს სიბნელე შთანთქავს და ამ დროს ლაპიონები ერთიანად ინთება. გარემო მწყობრად და ლამაზად ნათდება. თუ კი ამ პროცესისთვის ყურადღება არასდროს მიგიქცევიათ, დააკვირდით, ვფიქრობთ, არის ამაში რაღაც საინტერესო. ახლა კი მთავარი პერსონაჟები უნდა გაგაცნოთ. ამ როლში ლამპიონი ან პროჟექტორია. ინსტრუმენტები სინათლეს ავრცელებენ და იმ მუხტას ქმნიან, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ნაბიჯ-ნაბიჯ საჭირო ამბებს მოვყვებით და ბოლოს, რამდენიმე ხელსაწყოს დეტალურად განვიხილავთ.
დასაწყისში ხაზი ქუჩას გავუსვით, მაგრამ სანათებს ყველგან გამოიყენებთ. ლამპიონების მეშვეობით ეზოში მშვიდ და ჯადოსნურ კუთხეს შექმნით. შეგიძლიათ პროჟექტორიც დაიხმაროთ და გარემო დღესავით ნათელი გახადოთ. მძლავრი გარე განათება ამ პირობას დებს. პროჟექტორის გამოყენება გადაღების დროსაც შეიძლება. როცა სინათლის დეფიციტია, მისი ხელოვნურად შექმნა გვიწევს. ამისთვის ბევრი საშუალება არსებობს და ერთ-ერთი პროჟექტორია. სტუდიებში სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ. შედეგად კი ნათელ და დახვეწილ კადრებს ვიღებთ.
ადამიანები ერთმანეთისგან უამრავი რამით განვსხვავდებით. ერთ-ერთი კი ფერებისადმი დამოკიდებულებაა. ზოგი თეთრ ფერთან მეგობრობს და დანახვისთანავე მშვიდდება, ზოგიც კი ლურჯით იმუხტება და მუდამ ცას ან უკეთეს შემთხვევაში, ზღვას გასცქერის. განათების საკითხიც ზუსტად ასეა, იმ ფერს ვეძებთ, რომელიც ჩვენზე დადებითად მოქმედებს. ლამპიონებისა და პროჟექტორების შემთხვევაშიც, ორგვარი ნათება არსებობს: თერთი(ცივი) და ყვითელი (თბილი). მარტივი ასარჩევია, მთავარია საკუთარ თვალებს დაუჯეროთ.
გარე განათებებს იმდენი განსხვავება აქვს, რომ ვინ მოთვლის, მაგრამ რამდენიმეს გამოვარჩევთ. ფერის ტემპერატურის მსგავსად, სიმძლავრეც საყურადღებო მახასიათებელია. ამ საკითხზე გვერდის ავლა არ შეიძლება, ამიტომ დავიწყოთ. ძირითდად, სამი სახის ნათება არსებობს. ზოგი მძლავრია, ნაწილი საშუალო, ზოგიც დაბალი ძალით ასპარეზობს. არის შემთხვევები როცა ძლიერი ნათება გვჭირდება, ან სულაც მკვეთრი ფერი არ გვსურს. ეს საკითხი თქვენი გადასაწყვეტია. თავად უკეთ იცით, თუ როგორი განათება გჭირდებათ. ჩვენ კი იმას გირჩევთ, რომ მახასიათებლები გადაამოწმოთ და გული კარგად შეაჯეროთ.
მახასიათებლების გრაფაში, რომელიღაც ხაზზე სამუშაო რესურსს ამოიკითხავთ. აი, აქ კი კონკრეტულად გირჩევთ, რომ რაც უფრო მაღალია ციფრი, მით უკეთესია ყველასთვის. ბევრ რამეზე მეტყველებს და მათ შორის იმაზე, თუ რამდენად ეფექტურია სანათი. დიდხანს გაძლებს თუ მალე გაფუჭდება ? მეტწილად, ამ კითხვასაც პასუხს სცემს.
ჩვენს ბლოგს თუ კითხულობთ და აქამდე მოხვედით, პასუხი გეცოდინებათ. დიახ, Holst.ge გარე განათების სანათებითა და სხვა ინსტრუმენტებით დატვირთული სივრცეა. უფრო ზუსტად, ონლაინ ჰიპერმარკეტია და კარგი მისიითაა მოვლენილი. სურს რომ ადამიანებს დროის დაზოგვაში დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და კარზე ზარს ელოდებით. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი მიტანა უფასოა. დანამდვილებით გეტყვით, რომ ცხოვრებას გაიმარტივებთ და შვებით ამოისუნთქებთ.
ბრენდებს შორის თანაბარი ბძროლა გაჩაღდა. ამჯერად, Linus- ის ერთი პროჟექტორი და ლამპიონი შემოგთავაზებთ. Ledex - ის შემთხვევაშიც სანათები ასე ნაწილდება. ისედაც ყველაფერი ნათელია და ქება - დიდება არ სჭირდება, მაგრამ ორიოდე სიტყვას მაინც მოვაყოლებთ. ორივე ბრენდი სწორი მიმართულებით მოძრაობს, კონკრეტულად, ხარისხხისკენ. იმდენად თვალშისაცემია, რომ ერთხელ გამოყენებითაც მიხვდებით. თუ გიცდიათ, გეცოდინებათ და თუ არა, ამისთვის საუკეთესო დროა.
Linus led პროჟექტორი ზარზეიმით უნდა წარვადგინოთ, რადგან ასეთ ხელსაწყო იშვიათია. მაღალი განათების სიმძლავრე ბევრ შესაძლებლობას ანიჭებს. ყველაზე ბნელ ადგილსაც კი კარგად ანათებს. მხოლოდ მოკლე მანძილს კი არა, სინათლის სხივები დიდ ტერიტორიას სწვდება. არც ის გაგიკვირდებათ, რომ მაღალ სამუშაო რესურსს ფლობს. მის მნიშვნელობაზე კი უკვე ვისაუბრეთ. ინსტრუმენტი დიდხანს იმუშავებს და ეფექტურობას ბოლომდე შეინარჩუნებს. მეტი რა უნდა მოეთხოვებოდეს პროჟექტორს? კიდევ ენერგოეფექტურობა არ დაგვავიწყდეს. ხელსაწყოს ერთი არაჩვეულებრივი უნარი აქვს. შეუძლია თავდაუზოგავად იმუშაოს, მძლავრად ანათოს და მცირე ელექტროენერგია მოიხმაროს. ეს კი ნებისმიერ ინსტრუმენტს უპირატესობას ანიჭებს.
უპირატესობები:
Ledex - ის პროჟექტორზე გადავიდეთ და ვთქვათ, თუ როგორი მარჯვეა. ამის გარდა, კიდევ ბევრს მოვყვებით, მაგალითად იმას, რომ დიდ ძალას ფლობს და სამუშაო რესურსიც მწყობრში აქვს. ინსტრუმენტს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. არა მხოლოდ ამ კონკრეტულს, არამედ ყველას. თუ კი რომელიმეს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას ქარს გაატანს. Ledex- ის პროჟექტორი კი თავად გამოსცადეთ და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ.
უპირატესობები:
მშვიდმა ფერებმა დაისადგურა და ლამპიონების ჯერი დადგა. საქმე Linus- ის ინსტრუმენტს ეხება და ყველაფერი იდეალურადაა. მართლაც ასეა და თავადაც მალე დარწმუნდებით. ლაპიონი დიდხანს გაანათებს და გარემოს დადებითი აურით დამუხტავს. ყველაფერში პლიუს ვუწერთ, სამუშაო რესურსით დაწყებული და გარანტიით დასრულებული.
უპირატესობები:
ბოლოს კი Ledex - ის ლამპიონით ვასრულებთ და ფარდას ვუშვებთ. მანამდე თვისებებზე გიამბობთ. ინსტრუმენტი ბინას ყველგან იდებს, მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩა იქნება თუ ეზო. ბოლო ხრახნის დამაგრებისთანავე, არნახულად ანათებს. წინა ლამპიონთან შედარებით, ოდნავ ნაკლები განათების სიმძლავრე აქვს. გარემოს საშუალო ტონალობის ფერებს შესძენს. რადგან კითხვა დაასრულეთ, დროა მთავარ გვერდზე გადაინაცვლოთ და სასურველი ხელსაწყო გამოიწეროთ.
უპირატესობები: