გარე განათება დაგჭირდათ? Holst.ge-ზე სასურველ მოწყობილობას აუცილებლად შეარჩევთ |
გარე განათება დაგჭირდათ? Holst.ge-ზე სასურველ მოწყობილობას აუცილებლად შეარჩევთ |
„თუ გირტყამს, ესე იგი, უყვარხარო“, არაფერს მიესადაგება, საერთოდ არაფერს - არც ადამიანურ ურთიერთობებს და მით უმეტეს, არც ელექტროენერგიას! ჰოდა, ორივე შემთხვევაში, ძალიან დიდი ყურადღება და ადეკვატური რეაგირებაა საჭირო - თუ ვინმე გირტყამს, საკადრისი პასუხი უნდა დაუბრუნო, თუ დენი გირტყამს - უსაფრთხოებაზე კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნო.
საბედნიეროდ, თანამედროვე ელექტრო აღჭურვილობა ადამიანს მაქსიმალური უსაფრთხოებით უზრუნველყოფს და Holst.ge-ზე არაერთი ასეთი უსაფრთხო მოწყობილობის შერჩევაა შესაძლებელი, იქნება ეს პროჟექტორი, ნათურა, სანათი, გარე განათება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პროჟექტორი ღია სივრცის, არქიტექტურული ობიექტების, სახლების მიმდებარე ტერიტორიების, ავტოსადგომების, სარეკლამო კონსტრუქციებისა თუ სავაჭრო სივრცეების გასანათებლად არის შექმნილი. ეს ვრცელი ჩამონათვალიც მიუთითებს, რომ პროჟექტორმა გამოყენება ადამიანის საქმიანობის თითქმის ყველა სფეროში პოვა. მიზეზი მარტივია - პროჟექტორი წარმოქმნის მძლავრ სინათლეს, რომელსაც შეუძლია განათოს საკმარისი ტერიტორია ან კონკრეტული წერტილი დიდ მანძილზე და ერთი, რომ ადამიანი უფრო მეტი უსაფრთხოებით უზრუნველყოს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პირადი სივრცე კიდევ უფრო გაალამაზოს.
როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად გარე განათება და რას მიაქციოთ ყურადღება? მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ და ნება-ნება.
1. სიმძლავრე
პროჟექტორის სიმძლავრე მიუთითებს ელექტროენერგიის რაოდენობაზე, რომელსაც ის მოიხმარს. ამასთან, მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის ნათურით არის აღჭურვილი პროჟექტორი - ეს მის სიკაშკაშეზე ახდენს გავლენას.
გასათვალისწინებელია, ასევე, ფართობი, რომელიც უნდა განათდეს და პროჟექტორისგან ამ ტერიტორიის დაშორების მანძილი.
გარე განათების მოწყობილობების გამოყენების მრავალფეროვნება სპეციალიზებული სახეობის ნათურების წარმოებას უწყობს ხელს. მომხმარებელს შეუძლია, სინათლის წყარო ნებისმიერი ამოცანისა და სამუშაო პირობებისთვის შეარჩიოს. ქვემოთ ძირითად ვარიანტებს განვიხილავთ:
- კედლის LED-სანათები - ინსტალაცია ხორციელდება ანჯამების გამოყენების ან ჩაშენების გზით. ხელმისაწვდომია მოდელები მოძრაობის სენსორებით;
- არქიტექტურული პროჟექტორები - კედლის მოდიფიკაციისგან კონსტრუქციითა და მახასიათებლებით განსხვავდება. გამოიყენება ფასადების, ისტორიული ძეგლების განათებისთვის;
- კონსოლის სანათები - ამ მოდელის მონტაჟი განათების ბოძებზე კრონშტეინის გამოყენებით ხდება;
- ლანდშაფტური სანათები - განთავსება მიწის ზედაპირზე ხდება. კორპუსის ქვედა ნაწილი წაწვეტებულია. შეგიძლიათ შეიძინოთ მოდელები ავტონომიური ელექტრომომარაგებით, რომლებიც მზის ენერგიით იმუხტება;
- გრუნტის სანათები - განკუთვნილია ბაღებისა და სკვერების გზების, კიბეებისა და სკამების გასანათებლად. კორპუსი მთლიანად მიწაში „იძირება“. გარეთ მხოლოდ მანათობელი ნაწილი რჩება, რომელიც დარტყმაგამძლე მინით ან ჩარჩოთია დაცული;
- წყალქვეშა სანათები - მონტაჟდება აუზებში, ფანტანებსა და სხვა ხელოვნურ წყალსატევებში;
- შუქდიოდური დეკორი - გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების სადღესასწაულოდ მოსართავად.