გარე განათება - ერთნაირად მნიშვნელოვანი როგორც საავტომობილო გზებზე, ისე საკუთარ ეზოებსა და ბაღებში

შუქნიშნებს რომ რამდენიმე ახალი ფერი დავამატოთ, რას იტყვით? მაგალითად, ძალიან, აი, ძალიან წითელი ფერი, რომლის მნიშვნელობაც ასეთი იქნება: „ე, ბიჭო, გაჩერდი, შე კაი კაცო, გაჩერდი, რა, ვინ ყოფილა ესა?!!“ ან სანამ მწვანე აინთება, ყვითლის შემდეგ რომ იასამნისფერი ინთებოდეს და მხოლოდ ამ დროს რომ ატეხონ ხოლმე სიგნალები იმ მძღოლებმა, მწვანის ანთებიდან პირველივე წამის მეათასედში რომ გაბმულად ასიგნალებენ და „ოე, ოეს“ გაიძახიან, თითქოს ნახირში იყვნენ...

ეეჰ, არა, არც ისე კარგ მძღოლებს (ეს მსუბუქად რომ ვთქვათ) ვერც შუქნიშნის შეცვლა უშველით, ვერც მათრახიანი პატრული - მაინც არ გააჩერებენ წითელზე, მაინც ატეხენ სიგნალს მწვანე როგორც კი აინთება და საცობის დროს მაინც გადაძვრებიან საპირისპირო ზოლში. აჯობებს, ისევ იმაზე ვიზრუნოთ, გარე განათება მაინც იყოს სათანადო - გიჟური სიარულის მოყვარულებმა ღამით მშვიდობიანად რომ იმოძრაონ. გარე განათება ხომ ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც საავტომობილო გზებზე, ისე საკუთარ ეზოებსა და სკვერებში.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გარე განათებისთვის საჭირო სანათების შერჩევა და სწორად განთავსებაც ერთგვარი ხელოვნებაა. ნუ, თუ მთლად ხელოვნება არა, სათანადო ცოდნა ნამდვილად სჭირდება. მაგალითად, პროჟექტორი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამონტაჟდეს საკანალიზაციო ჭის თავსახურზე, კატეგორიულად არ შეიძლება, ლამპიონი ალვის ხეზე დაიკიდოს და ასე შემდეგ. კი გაგეღიმებათ, კანალიზაციის ხუფზე პროჟექტორს რა უნდაო, მაგრამ ლიანდაგებზე ასფალტის დაგება ხომ მისწრებაა, რას ამბობთ...

მოკლედ, როცა იცი, როგორ შეარჩიო გარე განათების სანათები, შესაძლებელი ხდება, ხაზი გაესვას ლანდშაფტის სილამაზეს, გამოიკვეთოს კონკრეტული ღირსშესანიშნაობები, გადაირიონ ტურისტები და თუ საუბარია საკუთარი ეზოს განათებაზე, ტექსტი იგივე, ოღონდ იმ დასასრულით, რომ ტურისტები კი არა, შურიანი მეზობლები გადაირევიან...

ძალიან მოუხდება პროჟექტორი ნებისმიერი ზომის შადრევანს, ლამპიონი გაალამაზებს მოკირწყლულ გზას და მეტი რაღა უნდა ადამიანს, რომლისთვისაც ესთეტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს?!

საბედნიეროდ, ბაზარი გარე განათების უამრავი სახეობის სანათს გვთავაზობს, Holst.ge-ზე კი წამყვანი ბრენდების ნაწარმის შეძენა შეგიძლიათ, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, გარკვეული ცოდნა საჭიროა და თქვენი ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე უნდა გავამახვილოთ, კარგად გვისმინეთ.

მოწყობილობების შერჩევა განათების ტიპებისა და მიზნების გათვალისწინებით

პირველ რიგში, ის უნდა განსაზღვროთ, რა ფუნქციები ენიჭება მოწყობილობებს: წმინდა ტექნიკური, დეკორატიული, ან საერთოდაც, იქნებ უნივერსალური ვარიანტი გჭირდებათ? განათების ნებისმიერი ტიპის მოწყობილობას საკუთარი მახასიათებლები და შესაძლებლობები აქვს:

  • ტექნიკური განათება ღამის საათებში ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით გამოიყენება. როგორც წესი, ასეთ სანათებს არც ისე გამორჩეული დიზაინი აქვს და დღისით ყურადღებას დიდად არ იპყრობს. შეძენისას ყურადღება გამახვილებულია განათების სიკაშკაშესა და სრულყოფილებაზე;
  • დეკორატიული განათება როგორც წესი, გამოირჩევა ნათურების საკმაო რაოდენობით, რომლებიც განათების ორიგინალურ ეფექტებს ქმნიან. მოწყობილობებს შეიძლება ჰქონდეს შეუმჩნეველი გარეგნობა ან მორთული იყოს ნათელი დეკორატიული ელემენტებით;
  • კერძო საკუთრებაში ხშირად გვხვდება კომბინირებული ტექნიკური და დეკორატიული განათება. ის ერთდროულად რამდენიმე პრობლემას აგვარებს: ამშვენებს ადგილს და ზრდის ხილვადობას ღამით.

ჩამოთვლილის გარდა, გარე განათება შემდეგ ჯგუფებად იყოფა:

  • ლამპიონი - განათების მთავარი წყაროა ქუჩებისთვის, პარკებისთვის, მაგისტრალებისთვის. საკუთარი სახლის გარე პერიმეტრისთვის გამოდგება ლამპიონები შუქდიოდური მატრიცით, რაც სინათლის თანაბარ განაწილებას უზრუნველყოფს;
  • დეკორატიული შუქდიოდური მოწყობილობები (დიურალაითი, დიურაფლექსი, ბადე) - ჩვეულებრივ, კონტურებისთვის, ხეების, შადრავანების გასაფორმებლად გამოიყენება. ბაღებში უფრო ხშირად თეთრი ნათების მქონე შუქდიოდებს იყენებენ;
  • პროჟექტორი - გამოიყენება დიდი ტერიტორიებისა და შენობების გასანათებლად, რაც მათ გამორჩეულ იერს აძლევს და ღამით პრაქტიკულად, სრულიად განსხვავებულს ხდის.

პროჟექტორებისა და ლამპიონების დანიშნულება

დეტალურად განვიხილოთ, სად გამოიყენება პროჟექტორებისა და ლამპიონების სხვადასხვა სახეობა, რა თავისებურებები და პლუსებით გამოირჩევა პროჟექტორი, რატომ უნდა იქნეს არჩეული კონკრეტულ ადგილას ლამპიონი და ასე შემდეგ.

გარე განათება საჭიროა ისეთ ადგილებში, როგორიცაა:

  • ავტობანები და გზები;
  • ქვეითთა ზონები;
  • საავტომობილო და ფეხით მოსიარულეთა გვირაბები;
  • პარკები და სკვერები;
  • ავტოსადგომები, სპორტული, სამშენებლო და საკონცერტო მოედნები;
  • არქიტექტურული ობიექტები;
  • კერძო და საზოგადოებრივი ტერიტორიები;
  • შენობების ფასადები.

არსებობს კიდევ ერთი კლასიფიკაცია:

  • სანათები ქუჩის გასანათებლად. დიდად გამორჩეული დიზაინი არც მას გამოარჩევს. საყრდენსა და კრონშტეინზე საკმაოდ მარტივად მაგრდება. სამაგიეროდ, არც ისე მცირე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. მაგალითად: გამძლეობა მექანიკური დარტყმების, ცუდი კლიმატური პირობების მიმართ, მაქსიმალურად დიდი ტერიტორიის განათება და ასე შემდეგ;
  • სანათების ლანდშაფტის გასანათებლად. გამოიყენება დეკორატიული მიზნებისთვის, გამოირჩევა ესთეტიკურად მიმზიდველი დიზაინით. ასეთი განათება, როგორც წესი, მონტაჟდება ბაღების გზებთან, აუზებთან, გაზონებთან და ასე შემდეგ;
  • არქიტექტურული სანათები. მათი ძირითადი დანიშნულება შენობის ან მისი ფასადის რომელიმე ელემენტის განათებაა.

რა პარამეტრები უნდა გაითვალისწინოთ გარე განათების შერჩევისას

  • ფუნქციური დანიშნულება -. აუცილებელია წინასწარ გადაწყვიტოთ, რა მიზნებისთვის გამოიყენებთ განათების მოწყობილობებს. სახლის გასანათებლად საჭიროა ნათელი შუქი, ხოლო ბილიკების გასანათებლად შესაფერისია რბილი განათება. ყვავილნარები შეიძლება განათდეს გრუნტის სანათებით, ხოლო თუ მათ სხვადასხვა სიმაღლეზე დაამონტაჟებთ, შესაძლებელი გახდება, რელიეფი ვიზუალურად გამოიკვეთოს;
  • ტექნიკური მახასიათებლები - პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ უსაფრთხოებას და იმას, რამდენად გამძლეა კონკრეტული მოწყობილობა გარემო პირობების ზემოქმედებასთან მიმართებაში;
  • ესთეტიკური მახასიათებლები - სავსებით შესაძლებელია, დაეყრდნოთ საკუთარ გემოვნებას, თუმცა, ის კი აუცილებელია, რომ სანათი წარმატებით შეერწყას სახლისა და ფასადის საერთო სტილს;
  • ეკონომიურობა - ყველაზე ეკონომიური ვარიანტი შუქდიოდური სანათები და მზის ელემენტებზე მომუშავე მოწყობილობებია;
  • დამცავი კონსტრუქცია - უმჯობესია, არჩევანი ლითონის მოდელებზე შეაჩეროთ;
  • მომსახურების ვადა - ლიდერობას შუქდიოდური სანათები არავის უთმობენ და მიზეზი მარტივია - მათი მომსახურების ვადა 50-დან 100 ათას საათამდე მერყეობს;
  • განათების ფართობი.

LEDEX LED პროჟექტორი 10w 6500k IP65 Black

LEDEX LED projeqtori

  • ბრენდი - LEDEX           
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 850 lm
  • გაშლის კუთხე - 120°   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs       
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+     
  • შტრიხ-კოდი - 4869002008805         
  • წონა (კგ) - 0.3     
  • სიმძლავრე (W) - 10

LINUS LED პროჟექტორი 10w 6500k IP65 premium

LINUS LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - პროჟექტორი
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 850 lm
  • გაშლის კუთხე - 120°   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs       
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+     
  • შტრიხ-კოდი - 8719834859815         
  • წონა (კგ) - 0.3     
  • სიმძლავრე (W) - 10

LEDEX LED LDS-50W65K ლამპიონი 50w 6500k IP65 90LM/W

LINUS LED projeqtori

  • ბრენდი - LEDEX           
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი   
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ფერის ტემპერატურა - 6500K
  • განათების სიმძლავრე - 4500 lm         
  • გაშლის კუთხე - 120°   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs       
  • IP დაცვა - IP65   
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+     
  • შტრიხ-კოდი - 4869001292236         
  • წონა (კგ) - 1.1     
  • სიმძლავრე (W) - 50

LINUS LED ლამპიონი 50w 4000k IP65 gray

LINUS LED projeqtori

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ლამპიონი   
  • ვოლტი - 220-240V       
  • სიხშირე - 50-60Hz         
  • ფერის ტემპერატურა - 4000K
  • განათების სიმძლავრე - 5000 lm         
  • გაშლის კუთხე - 120°   
  • სამუშაო რესურსი - 25000 hrs       
  • გარანტია - 1 წელი         
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+     
  • შტრიხ-კოდი - G006E50W   
  • წონა (კგ) - 2.9     
  • სიმძლავრე (W) - 50

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება