გარე განათების სანათები |
გარე განათების სანათები |
გარე განათება მნიშვნელოვანი დეტალია კომფორტისა თუ უსაფრთხოებისათვის. გარე განათებისთვის პროჟექტორის შეძენა საუკეთესო ვარიანტია. ის გაალამაზებს თქვენს ეზოს და საუცხოო სანახავს გახდის. ვის არ უოცნებია თავის ეზოში ლამპიონი ჰქონოდა და მთელი ღამე მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად გაეტარებინა.
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის უამრავი სანათი. Holst.ge-ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტი სწორედ სანათები იყო. შესაბამისად, სანათების დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა. გამოცდილება კი ხარისხიანი მწარმოებლის არჩევას და საუკეთესო პროდუქციის შესყიდვას გულისხმობს, რომელიც თავის მხრივ ჩვენი მომხმარებლის კმაყოფილებას ნიშნავს.
იმისათვის, რომ სანათი შეფასდეს როგორც კარგი და ხარისხიანი, საჭიროა მომხმარებლის მიერ შეძენილი სანათი აღმოჩნდეს სიცოცხლისუნარიანი და გამძლე, ამასთან, აკმაყოფილებდეს განათების სიხშირესა და ფერის ტემპერატურას. ეს ბოლო ორი უკანასკნელი მომხმარებლის არჩევანზეა დამოკიდებული, დანარჩენი კი ჩვენი პასუხისმგებლობაა. ამიტომაც, სარგებლობს თითოეული პროჟექტორი ერთ წლიანი გარანტიით.
ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ მსოფლიო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ბრენდის, LINUS-ის ნათურებს, რომელის სანათები სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა. ჩვენი ონლაინ მაღაზია პროდუქციის მიწოდების სერვისს გთავაზობთ, რომელიც არის სრულიად უფასო და საქართველოს ნებისმიერ წერტილს მოიცავს.
თუ კერძო სახლი გაქვთ, ეზოს მნიშვნელობა და მისი სიყვარულიც იცით. რა არის ეზოში, სუფთა ჰაერზე განტვირთვაზე უკეთესი. ამ სიმყუდროვეს ლამპიონი კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს. პროჟექტორი მოგცემთ ფასადის ან ღობის განათებით გალამაზების შესაძლებლობასაც. მოკლედ რომ ვთქვათ, პროჟექტორი თქვენი სახლის ეზოს აქცევს ადგილად, სადაც ღამითაც კი მშვენივრად გაატარებთ დროს.
ჩვენი ონლაინ მაღაზია პროჟექტორების დიდი ასორტიმენტით არის წარმოდგენილი, რომელთაგან რამდენიმეს ამ სტატიაში განვიხილავთ.
ეს სანათი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია Holst.ge-ზე. ამის მიზეზი მისი დაბალი ფასი და საშუალოზე მაღალი ხარისხია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უპრობლემოდ მომსახურებას უზრუნველყოფს. პროჟექტორი არის ენერგოეფექტური, ანუ მინიმალური დანახარჯებით ძალიან კარგ გამოსახულებას, განათებას იძლევა. მისი დამონტაჟება შეიძლება ყველგან, მიწაში, კედელზე, ჭერზე, ყველგან სადაც თქვენ წარმოგიდგენიათ რომ სანათი უნდა გქონდეთ. გააჩნია 25 ათას საათიანი სამუშაო რესურსი, რითაც დაგავიწყებთ ბოლოს როდის გამოცვალეთ თქვენი პროჟექტორის ნათურა.
უპირატესობები:
ეს პროჟექტორი LINUS-ის კიდევ ერთი მარგალიტია, რომელიც თქვენს ღამით გარეთ საუკეთესო გამოცდილებად აქცევს. გააჩნია მაღალი ფერის ტემპერატურა, რაც პრაქტიკაში ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ეს მაინც გემოვნების საკითხია. წინა მოდელის მსგავსად ეს პროჟექტორიც საშუალო 25 ათასი საათი უპრობლემოდ მოგემსახურებათ. არის ენერგო ეფექტური და წინა მოდელთან შედარებით ცოტა დიდი, რაც მეტ სინათლეს გულისხმობს.
უპირატესობები:
თუ წინა მოდელის დიზაინი არ მოგეწონებათ, ეს ლამპიონი შეგიძლიათ შეიძინოთ და თქვენი ეზო ზემოდან გაანათოთ. ეს ლამპიონი თქვენს ეზოში სასიამოვნო გარემოს შექმნის, რომელიც ყოველი ღამით გატარებულ დროს უფრო დასამახსოვრებელს გახდის.
უპირატესობები: