გასათვალისწინებელი რჩევები პერფერატორის შერჩევისას

ხელსაწყოების შეძენამდე გარკვეულ ინფორმაციას უნდა ფლობდეთ. დეტალები გაიგოთ და იცოდეთ, ზუსტად როგორი ინსტრუმენტი გჭირდებათ. თუ კი შეძენამდე ამ ყველაფერს დაალაგებთ, კითხვებს დასვამთ და პასუხებს იპოვით, ყიდვას აღარაფერი უნდა. მთავარი სწორედ ეს პროცესია. პერფერატორის შემთხვევაშიც ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ. რადგანაც მახასიათებლები სხვადასხვაა, დაკვირვებას მოითხოვს. ამას არ შეუშინდეთ, ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე გგონიათ. კითხვებზე ჩვენ გიპასუხებთ და იმასაც გეტყვით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ პერფერატორი სწორად.

როგორი საქმისთვის გჭირდებათ პერფერატორი: ძნელი თუ მარტივი ?

ეს კითხვა სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ. მიმართულებას იმ ხელსაწყოსკენ მოგცემთ, რომელიც გჭირდებათ. მოკლედ, დროა პასუხზე გადავიდეთ. პერფორატორებს ერთმანეთისგან სიმძლავრე განასხვავებს. გარდა ამისა, კიდევ ბევრი ნიშანი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ყურადღება აქეთკენ მოვმართოთ. მძლავრი ხელსაწყო დაბრკოლებებს არ უშინდება და სერიოზულ საქმეს ასრულებს, მაგალითად, როგორიც კედლის ჩამონგრევაა. ნაკლები სიმძლავრის პერფერატორი კი კედლს ბურღავს. ჩამოშლას დიდ დროს ანდომებს და შეიძლება ვერც კი მოერიოს. გარისკვად არ ღირს. სწორედ ამიტომ, კონკრეტული რჩევა შეუძლებელია. თქვენი საქმის დონე თავად უნდა განსაზღვროთ. შემდეგ კი შერჩევაც მარტივდება. რომ შევაჯამოთ, თუ წინ რთული საქმე გელოდებათ, პერფერატორიც მძლავრი დაგჭირდებათ. უბრალოდ კედლის გახვრეტასა და მსგავს საქმიანობას კი დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოც მოერევა.

რა სახის მასალასთან მუშაობთ ?

მეორე კითხვა, რომელზე პასუხიც სწორ გზას გახსნის, ესაა. მასლას დიდი მნიშვნელობა აქვს. პერფერატორები ბეტონზე, ხესა და მეტალზე მუშაობს. სამივე თავისებურ სპეციფიკას ატარებს და შესაბამისი ხელსაწყო სჭირდება. ზოგიერთი ინსტრუმენტი ხეს უფრო ღრმად ბურღავს, ვიდრე მეტალს და ა.შ. მუშაობის სიღრმე ყველას განსხვავებული აქვს. თუ თქვენი საქმიანობა მეტალს უკავშირდება და ისეთ ხელსაწყოს შეიძენთ, რომელიც ამ მასალას ზედაპირულად ამუშავებს, ცხადია საქმე უარესობისკენ წავა. ამიტომ, როცა ამ მახასიათებელს დაუკვირდებით და დეტალებს გაარკვევთ, პერფორატორსაც სწორად შეარჩევთ.

კომპლექტაცია რამდენად გამოსადეგია  ?

პერფერატორებს დამატებითი ხელსაწყოები მოყვება. ეს შეიძლება ქეისი, სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, საჭრისები, ელემენტი, დამტენი და საცვლელი პირი იყოს. ყველაფერი არცერთ ინსტრუმენტს არ ახლავს. ნივთებს სხვადასხვა სახის პერფერატორები ინაწილებს. ცხადია, კომპლექტაცია გამოსადეგია და ასე რომ არ იყოს, არც მოყვებოდა. პრიორიტეტები კი თქვენი დასალაგებელია. მაგალითად, ქეისი ან სიღრმის მარეგულირებელი გჭირდებათ, თუ საცვლელი პირი და საჭრისები ? მესამე კითხვა ესაა. თითოეულ ხელსაწყოს მახასიათებლებში აწერია, თუ რომელი ნივთი ახლავს. მთავარია გადაწყვიტოთ და დეტალებს ჩვენ გაგაცნობთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ბრენდი ?

პერფერატორებში არჩევანი დიდია. ეს კი ბრენდების კუთხითაც ასეა. სხვაობას ფასებშიც გადააწყდებით. ზიგიერთს განსაკუთრებით დაბალი ღირებულება აქვს. თუმცა, ეს იდეალური მოცემულობა არ არის. ყველა პერფორატორი სანდო როდია. ძირითადად, ისეთ ბრენდებს უნდა ერიდოთ, რომელსაც რეკომენდაციები არ აქვს. ჩვენ კი რამდენიმე ბრენდს თამამად გირჩევთ. Dewalt, Crown, Tolsen - სამი ხარისხიანი ინსტრუმენტების მწარმოებელი. მათ ხელსაწყოებს დეტალურდაც განვიხილავთ, მანამდე კი გეტყვით, რომ თქვენს ხელთ საუკეთესო ბრენდებია.

  • გამძლეობა

ყველაზე მეტად რა დასჭირდება პერფერატორებს, თუ არა გამძლეობა ?! რთული სამუშაო აქვს და ეს თვისება აუცილებლად უნდა ახასიათებდეს. ჩამოთვლილი ხელსაწყოები სხვანაირი ვერც წარმოგვიდგენია. ინსტრუმენტებს მაღალი რესურსები აქვს. დაბრკოლებებს მედგრად ხვდება და მარტივად ამარცხებს. სამივე ბრენდის ხელსაწყო ასეთია, ზედმეტი ქება აღარ სჭირდება. ამიტომ, პირდაპირ დეტალებზე გადავიდეთ.

Dewalt - DCH172D2-QW პერფერატორი ელემენტზე;18V XR

პირველად Dewalt - ის პერფერატორით დავიწყოთ. ელემენტზე მომუშავე ხელსაწყო მძლავრია. მაღალი რესურსები აქვს, შესაბამისად, საქმეს ოსტატურად ასრულებს. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი მოყვება. ინსტრუმენტი ხეს, ბეტონსა და მეტალს ბურღავს. სიღრმის მაჩვენებელი განსხვავებულია. ხელსაწყო ყველაზე ნაკლებად მეტალთან ურთიერთობს. დანარჩენებს კი 16 mm - ით ბურღავს. ამიტომ, ხესა და ბეტონზე სამუშაოდ უკეთესია.

Dewalt perforatori elementze

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 18V       
  • ელემენტი - 1.4J         
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.71         
  • კვების წყარო - ელემენტი     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1060min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დარტყმის სისრაფე - 0-4980min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/16mm/10mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებითი სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • 2x ელემენტი
  • დამტენი        

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ფუნქციები
  • გარანტია

Dewalt - D25143K-KS ელ. პერფერატორი 900W;28mm

მეორე ხელსაწყოც Dewalt- ს ეკუთვნის. სიმძლავრე 900 W - ია. გამოდის რომ რთულ საქმეებშიც თქვენს გვერდით იქნება და ყველანაირ შავ სამუშაოს შეასრულებს. მონაცემები ამის საშუალებას აძლევს. კომპლექტაციაში ქეისი და დამატებითი სახელური მოყვება. დარტყმა, ბურღვისას დარტყმა და ბურღვა შეუძლია. როგორც ვხედავთ, ფართო გამოყენების სფერო აქვს. ასევე, ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 900W   
  • ელემენტი - 3.2J         
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.596       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1450min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის სისრაფე - 0-5350min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური

უპირატესობები:

  • ბურღვის სიღრმე
  • კომპლექტაცია
  • სიჩქარე
  • გამძლეობა

CROWN CT18114-ელექტრო პნევმატური დრელი 850W

Crown - ის პერფორატორი უკვე დიდი ხანია წარდგენას ელოდება. პირდაპირ გეტყვით, რომ წინა მოდელის მსგავსად, ძლიერი არ არის. ოდნავ ნაკლები ძალა აქვს, მაგრამ საქმე არ ეშლება. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და საჭრისები მოყვება. ყველაფერი აქვს, რაც ხელსაწყოს სჭირდება. დამატებითი ნივთები საქმეს წინ წაიყვანს. ინსტრუმენტი ყველაზე ღრმად ხეზე მუშაობს, შემდეგ ბეტონზე და ბოლოს მეტალზე.

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 850W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 4.9
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-800min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა - 4.2J
  • დარტყმის სისრაფე - 0-3400min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/40mm/13mm 

დამატებითი კომპლექტაცია:

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • საჭრისები      

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები
  • გარანტია

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800W*26MM*3.0J

Tolsen გემრიელ ლუკმად შემოვიტოვეთ. მართლაც ასეთი ბრენდია. ხელსაწყოებიც ანალოგიური აქვს. პერფერატორი 800 W სიმძლავრისაა. ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ამან არ გაფიქრებინოთ, რომ ცუდია. სულაც არა. დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, კერძოდ, დარტყმის, ბურღვისას დარტყმის და ცალკე ბურღვის ფუნქცია აქვს. კომპლექტაციაში ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი მოყვება.

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დარტყმის ძალა - 3J 
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • ქეისი
  • დამატებით სახელური
  • სიღრმის მარეგულირებელი
  • 5 საცვლელი პირი     

უპირატესობები:

  • კომპლექტაცია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა
  • ხარისხი
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება