გასული წლის 4 საუკეთესო ლაზერული თარაზო და მათი ტიპები |
გასული წლის 4 საუკეთესო ლაზერული თარაზო და მათი ტიპები |
ბოლო წლების განმავლობაში, ბაზარზე არსებული ლაზერული თარაზოების დიაპაზონი მკვეთრად გაფართოვდა, მრავალი მოდელი ხელმისაწვდომი გახდა როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. ლაზერული თარაზოს სახეობები და გამოყენების ვარიაციების უზარმაზარი რაოდენობა ზოგჯერ ყველაზე გამოცდილი მომხმარებლისთვისაც კი დამაბნეველია. ლაზერული თარაზო ჯვარედინი ლაზერით, მხოლოდ ხაზით, მბრუნავი, შიდა და გარე მოხმარებისთვის; არსებობს უამრავ ლაზერული თარაზო, მოდელებისა და დიზაინის ფართო არჩევანითა და პოტენციური ამოცანებით, რაშიც მათი გამოყენება შეიძლება. სანამ გადაწყვეტთ, თუ რომელი ლაზერული თარაზო უნდა შეიძინოთ, მნიშვნელოვანია მისი დანიშნულება განსაზღვროთ და შემდეგ, არსებულ ძირითად ტიპებს გაეცნოთ.
DeWalt-ის პრემიუმ ხარისხის ლაზერული თარაზო
იმისათვის, რომ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროთ, შევადგინეთ სახელმძღვანელო სხვადასხვა ტიპის ლაზერული თარაზოს შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ შეამციროთ ლაზერული თარაზოების სია და გადაწყვეტილება სწრაფად და სწორად მიიღოთ.
პირველ რიგში, განვიხილოთ ხაზის ლაზერული თარაზო. ამ ტიპის ლაზერული თარაზო აჩვენებს ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ხაზებს ან ერთად, როგორც ჯვარედინი, ან ცალკეული ხაზების სახით ჭერზე, თუ კედელზე. უმეტესობა თვითგასწორებადია ე.ი. ლაზერული თარაზო აჩვენებს სწორ გამოსახულებას მიუხედავად ზედაპირზე ნებისმიერი უსწორმასწორობისა, რომელზეც არის ის განთავსებული. თუმცა, ზოგიერთი ვარიანტი მაინც ძველმოდურად საჭიროებს გასწორებას ინსტრუმენტში მოთავსებული სპირტის კაფსულითა და ჰაერის ბუშტით. თვითგასწორებადი ლაზერული თარაზოები, ბევრად უფრო სწრაფი, მარტივი და ზუსტი გამოსაყენებელია. ხაზოვანი ლაზერული თარაზო არის ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი შესასრულებელი სამუშაოების ფართო სპექტრში, რადგან ის იძლევა ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ხაზს სამუშაოდ. რეგულარულად გამოიყენება სამზარეულოს მომპირკეთებლის, ელექტრიკოსების ან იმათ მიერ, ვინც აშენებს ტიხრის კედელს. შესასრულებელი სამუშაოების სია, სადაც ამ ტიპის ლაზერული თარაზოს გამოყენება შესაძლებელია, უსასრულოა.
მეორე ტიპის ლაზერული თარაზო, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია შერჩევისას, არის მბრუნავი ლაზერული თარაზო. ის ტრიალებს დაახლოებით 360 გრადუსით, რაც იძლევა მუდმივ ჰორიზონტალურ ხაზს სრულ სივრცეში. ზოგიერთი შეიძლება გამოყენებულ იქნას ვერტიკალური ხაზის დასაპროექტებლად ჭერისა და იატაკის გასწვრივ. ასეთი ტიპის ლაზერული თარაზო არის თვითგასწორებადი ვარიანტი, ასე რომ თქვენ ნაკლებ დროს დახარჯავთ მის გამართვაში. ისევ და ისევ, ამ ტიპის ლაზერული თარაზოს გამოყენების სპექტრი უზარმაზარია და მოიცავს ბევრ სამუშაოს.
ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ Holst.ge-ზე - „რომელი ლაზერული თარაზო არის ჩემთვის საუკეთესო?;“ შემიძლია ლაზერული თარაზო გარეთ გამოვიყენო?". ლაზერული თარაზოები ყოველთვის კლასიფიცირდება როგორც შიდა ან გარე გამოყენებისთვის. გარეთ გამოსაყენებლად ვარგისი ლაზერული თარაზო არ ნიშნავს, რომ ის უბრალოდ წყალგაუმტარია, ის რეალურად ეხება იმ ფაქტს, რომ ლაზერის ინდიკატორი გარე შუქზე ჩანს. გარე ლაზერული თარაზო ყოველთვის უფრო ძვირია, ვიდრე შიდა ტიპის, რადგან ის სამუშაოდ იყენებს უფრო ნათელ და მძლავრ ლაზერს. გარე მბრუნავი ლაზერული თარაზოს შეძენა რეკომენდებულია სამფეხით, ლაზერული მიმღებით და ამზომველებით. უმეტეს შემთხვევაში შიდა ლაზერის დანახვა გარეთ შეუძლებელია, ასე რომ, თუ სავარაუდოა გარე გამოყენება, მაშინ მოგიწევთ დამატებითი თანხის დახარჯვა, რათა დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ შეძენილი ხელსაწყო განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის.
თქვენი ახალი ლაზერული თარაზოს შეძენისას ყველაზე მნიშვნელოვანია ლაზერის ხაზის დანახვის შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მუშაობთ მაღალი განათების პირობებში.
აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა. ლაზერის ყველაზე გავრცელებული ფერი არის წითელი, თუმცა ახლა ისინი ასევე მწვანე ლაზერული შუქით მზადდება, რადგან მწვანე ფერის დანახვა უფრო ადვილია ადამიანის თვალისთვის, სინათლის სპექტრში მისი დიაპაზონის გამო. ეს ფაქტი, ნამდვილად ღირს, რომ თქვენი გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ.
ლაზერული თარაზოს გამოყენება ასევე მოითხოვს დამატებით ცოდნას. მომხმარებელთა უმეტესობა ლაზერულ თარაზოს შტატივზე ამონტაჟებს, ამიტომ თითქმის ყველა მოდელს აქვს სტანდარტული, ბრიტანული სამფეხის დასამაგრებელი ძაფი, რათა მათი დამაგრება ნებისმიერ შტატივზე ან ფოტოგრაფიულ სამფეხზე იყოს შესაძლებელი.
კვების წყაროდ ბევრი მოდელი იყენებს სტანდარტული AA ტიპის ან მსგავს ბატარეებს, მაგრამ ახალი მოდელები შექმნილია პროფესიონალურ, უსადენო ინსტრუმენტებთან ერთად გამოსაყენებლად.
ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს ვურჩევდით, რომ პირველ რიგში, გადაწყვიტოს რა სამუშაოებისთვის სჭირდება ლაზერული თარაზო. იქნევა ეს კონკრეტული სამუშაო, როგორიცაა ფილების დაგება თუ ზოგადი გამოყენებისთვის? შემდეგ, ამ სახელმძღვანელოს გამოყენებით, დაადგინოს ის ტიპი, რომელიც საუკეთესოდ შეეფერება. რაც მთავარია, განსაზღვრეთ თქვენი ბიუჯეტი. როგორც სხვა ბევრი რამის შემთხვევაში ცხოვრებაში, იყიდეთ საუკეთესო, რისი საშუალებაც გაქვთ. თქვენი ჯიბისთვის სამწუხაროდ, რაც უფრო ძვირია ლაზერული თარაზო, მით უფრო ეფექტური იქნება მისი ყოველდღიური გამოყენებისას.
ლაზერული თარაზო ბრწყინვალე, სასარგებლო და თანამედროვე ხელსაწყოა, რომლის გარეშეც არც ერთი პროფესიონალი არ უნდა ასრულებდეს სამუშაოს. მშენებლები, ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, კერამიკული ფილების დეკორატორები - მათთვის ლაზერული თარაზო იქნება დროის დაზოგვის ხელსაწყო, რომელიც საშუალებას მისცემს სამუშაო მარტივად, პროფესიონალურად და რაც მთავარია ზუსტად შეასრულონ.
Holst.ge ონლაინ მაღაზიაა, სადაც უამრავი მწარმოებლისა და ტიპის ლაზერული თარაზო შეგხვდებათ. Holst.ge-ზე შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მაღალხარისხიან პროდუქტს, ხანგრძლივ გარანტიას და ეს ყოველივე ადგილზე მიწოდების სერვისით. ჩვენი ონლაინ მაღაზია გთავაზობთ Tolsen-ის, Crown-ისა და DeWalt-ის მაღალხარისხიან ლაზერულ თარაზოებს. მთავარია, განსაზღვრული გქონდეთ თქვენი შესასრულებელი სამუშაოები და დეტალურად გაწერილი ანოტაციით, მარტივად შეძლებთ თქვენთვის შესაფერისის შერჩევას.
სამოყვარულო დონის ხაზის ლაზერული თარაზო, ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური მოდელია Holst.ge-ზე. მას მოყვება ორი ელემენტი, რაც ხანგრძლივად და უპრობლემოდ მუშაობის შესაძლებლობას მოგცემთ. ამ მოდელს არ გააჩნია თვითგასწორების ფუნქცია, შესაბამისად მისი დაყენება ხელით მოგიწევთ.
უპირატესობები:
მაღალი ხილვადობის მწვანე ლაზერის მქონე თარაზო, ერთ-ერთი საუკეთესო, დაბალანსებული მოდელია ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. აქვს თვითგასწორების ფუნქცია და არის ძალიან ზუსტი. ამ ხაზის ლაზერულ თარაზოს პროფესიონალები და მოყვარულებიც ყიდულობენ, რადგან მისი ხელმისაწვდომი ფასის გათვალისწინებით, საკმაოდ ხარისხიანი და მრავალფუნქციური მოდელია.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
ლაზერული თარაზო Crown-ისგან, რომელსაც კომპლექტაციაში ყველა საჭირო ნივთი მოყვება მოხმარებისთვის, თავდაცვისთვის თუ სატარებლად. მისი მთავარი უპირატესობა მაღალი ხარისხია. აქვს მწვანე ლაზერი და მაღალი ხილვადობა.
უპირატესობები:
კომპლექტაცია:
მბრუნავი ლაზერული თარაზო DeWalt-ისგან, უმაღლესი ხარისხის პროდუქტია, რომელიც ხშირად ხდება პროფესიონალების არჩევანი. მართალია წითელი ლაზერი აქვს, თუმცა ლაზერი მაღალი კლასისაა, რის ხარჯზეც ხილვადობაც კარგი აქვს. ლაზერული თარაზო აღჭურვილია კომპლექტაციით, რომელიც კიდევ უფრო მომგებიან შენაძენად აქცევს.
უპირატესობები: