ცენტრალური გათბობის ქვაბი და გაზის წყლის გამაცხელებელი (კალონკა)

გათბობის სისტემაში ქვაბს უჭირავს ცენტრალური ადგილი. თანამედროვე ქვაბი გამოირჩევა კომპაქტური ზომებით, საუკეთესო დიზაინით და იდეალურია ბინებისა და კერძო სახლების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებისთვის.

დღეს ბაზარზე უამრავი სხვადასხვა ბრენდის და ფუნქციური მახასიათებლების მქონე ცენტრალური გათბობის ქვაბებია გაყიდვაში. Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც შეგიძლიათ საუკეთესო ბრენდის, Winger-ის წარმოებული მაღალი ხარისხის, საიმედო გათბობის ქვაბები შეიძინოთ. ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იყიდოთ მსოფლიიოში ლიდერი ბრენდების შექმნილი სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები.

როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი?

გამოვყოფთ ქვაბების შერჩევის ძირითად კრიტერიუმებს და შემდეგ განვიხილავთ ცალ-ცალკე.

  • წვის კამერის ტიპი: ღია და დახურული
  • კონტურების რაოდენობა: ერთკონტურიანი და ორკონტურიანი
  • თბომცვლელის მასალა და მოდიფიკაცია
  • ქვაბის სიმძლავრე

წვის კამერის ტიპი

ღია წვის კამერის მქონე ქვაბები ჟანგბადს წვისთვის ღებულობენ იმ შენობიდან, სადაც არიან განთავსებულები, ნამწვი კი გამოიტყორცნება კვამლსადენიდან. ამ დროს 1 მ3 გაზის წვისთვის საჭიროა 12 – 15 მ3 ჰაერი, რაც მუდმივად უნდა იყოს სათავსოში, სადაც ქვაბია მოთავსებული.

დახურული წვის კამერიანი გათბობის ქვაბები დაკომპლექტებულია ვენტილატორით, სპეციალური კვამლგამწოვი და ჰაერის შემომტანი სისტემით. მისი უპირატესობა არის ის, რომ არ წვავს შენობის შიგნით არსებულ ჟანგბადს და არ მოითხოვს ჰაერის შემოდინებას. ამ შემთხვევაში წვისთვის საჭირო ჟანგბადი შემოდის შენობის გარედან. ამიტომ, მსგავსი ქვაბები ძირითადად გამოიყენება ბინების გასათბობად.

კონტურების რაოდენობა

ერთკონტურიანი გათბობის ქვაბები გამოიყენება მხოლოდ რადიატორების გათბობისთვის და გააჩნია მხოლოდ ერთი, წყლის გაცხელების კონტური.

ორკონტურიანი გათბობის ქვაბები უზრუნველყოფენ, როგორც შენობის გათბობას, ისე ცხელი წყლით მომარაგებას. ცხელი წყლის ჩართვისას გათბობა დროებით ითიშება, რადგან ცხელი წყლით გათბობაზე მიდის ქვაბის მთელი სიმძლავრე. თუმცა, იმის გამო, რომ რადიატორი სწრაფად არ ცივდება, სითბოს დანაკარგები შეუმჩნეველია. თუ მუდმივად გჭირდებათ ცხელი წყალი, მაშინ დაგჭირდებათ ცხელი წყლის დამაგროვებელი ბოილერი, სადაც ცხელი წყლის მარაგები მუდმივად იქნება.

იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოთ ერთ ან ორკონტურიან ქვაბებზე, უნდა გაითვალისწინოთ მოთხოვნა ცხელ წყალზე. თუ დიდი რაოდენობით ცხელი წყალი გჭირდებათ, მაშინ არჩევანი ერთ კონტურზე უნდა შეაჩეროთ და დამატებით მიუერთოთ ცხელი წყლის ბოილერი. თუ ზომიერად გჭირდებათ ცხელი წყალი, მაშინ სავსებით მისაღებია ორკონტურიანი ქვაბები.

ზოგადად წყლის ერთი ონკანი წუთში ატარებს 6,7ლიტრ წყალს. ცხელი წყლის კომფორტულ ტემპერატურად მიჩნეულია 40 °C . აღნიშნული ტემპერატურის მისაღებად გასათვალისწინებელია ონკანში შემავალი წყლის ტემპერატურა. თუ წყლის ტემპერატურა 15 °C -ია, მაშინ 40-მდე გასაცხელებლად დაგვჭირდება წყლის 25 °C -ით გაცხელება.

თბომცვლელის მოდიფიკაცია

კედლის ქვაბებში იყენებენ მონოთერმულ ან ბითერმულ თბომცვლელებს.

მონოთერმული თბომცვლელი გამოიყენება გათბობის კონტურისათვის. ის შედგება მილებისა და მორჩილული სპილენძის ფირფიტებისგან. ასეთი ტიპის ქვაბებში ცხელი წყლის მისაღებად გამოიყენება დამატებით მეორე თბომცვლელი.

ბითერმული თბომცვლელი - შედგება კოაქსილური ორმაგი მილის და სპილენძის ფირფიტოვანი თბომცვლელისგან.

 შიგა მილი გამოიყენება ცხელი წყლის, ხოლო გარე - გათბობის კონტურისთვის. ასეთი თბომცვლელები არ საჭიროებენ დამატებით ჰიდრავლიკურ კვანძებს, სამსვლიან სარქველსა და მეორე თბომცვლელს. 

ეს აიაფებს ქვაბის ღირებულებას, მაგრამ აქვს ნაკლოვანებები. უარყოფით მხარედ ითვლება ის, რომ ცხელი წყლის რაოდენობას შეზღუდულად იძლევა. შესაბამისად, ნაკლებ ცხელ წყალს ვღებულობთ ვიდრე ქვაბებში, რომლებსაც მეორე თბომცვლელი აქვთ. გარდა ამისა, ასეთი ქვაბების გამოყენება არაა რეკომენდირებული ხისტი წყლის შემთხვევაში (წყალი რომელიც შეიცავს ჭარბ მარილებს). გათბობისა და ცხელი წყლის კონტურებში წყლის ტემპერატურის ცვალებადობა იწვევს თბომცვლელში მარილების ინტენსიურ გამოლექვას.

ქვაბის სიმძლავრე

ქვაბის შერჩევისას გასათვალისწინებელია სიმძლავრის ფაქტორი. მიახლოებითი სიმძლავრე გასათბობი ფართისთვის, შეიძლება გამოვთვალოთ შემდეგნაირად: 1 კვტ 10 მ2 ფართობისთვის. ეს იმ შემთხვევაში თუ თქვენი სამეზობლო ბინებიც თბება, ან არ არის კუთხის ბინა. 

თუ არ თბება მომიჯნავე კელდები, ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ 1,2 -1,5 კვტ. 10მ2 -ზე. რადგანაც ცხელი წყლის მიღებას უფრო მეტი ენერგია სჭირდება ვიდრე გათბობას, ქვაბის არჩვევისას უნდა გავითვალისწინოთ მაქსიმალური სიმძლავრე. 

WINGER -WGB26-KW - ცენტრალური გათბობის ქვაბი საკვამურით

winger gatbobis qvabi

ფუნქციური მახასიათებლები:

სიმძლავრე 26kw/110W

ზომა 700x420x240

ფერი თეთრი

გარანტია 3 წელი

წონა (კგ) 32

კვების წყარო 220-240V

მოცულობა 13.2kg/min

წნევა 0.4~-3bar/0.2~8bar

გაზი 2000Pa NG

ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display

ტემპერატურის რეგულატორი სენსორული

კომპლექტაცია საკვამური

დაცვა IPX4D Class1

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება