ყველაზე უსაფრთხო გაზის წყლის გამათბობლები |
ყველაზე უსაფრთხო გაზის წყლის გამათბობლები |
წყლის გამათბობელის შეცვლა გადაწყვიტეთ? Holst.ge-ზე სწორად მოხვდით. აქ წყლის გამაცხელებელის დიდი არჩევანია. თუმცა სანამ შეძენას გადაწყვეტდეთ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი. პირველ რიგში კი უსაფრთხოება.
საქართველოში იყო პერიოდი, როცა წყლის გამათბობელისგან დატრიალებული საშინელი ტრაგედიები ყველა კუთხეში გვესმოდა. გაზის წყლის გამათბობელი უსაფრთხოა იმდენად, რამდენადაც ზედმიწევნით სწორად არის დაცული მისი დამონტაჟების ინსტრუქცია. გაზის წყლის გამათბობელი არსებობს ერთ კამერიანი და ორ კამერიანი. ერთ კამერიანი წყლის გამაცხელებელის წვა იმ სივრცეში ხდება სადაც გამათბობელი არის მოთავსებული. შესაბამისად მისი სახლში დაყენება არ შეიძლება. იმისათვის რომ წვის პროცესი სწორად წარიმართოს 1 ერთეული გაზის დაწვისთვის საჭიროა 10 ერთეული ჟანგბადი. სხვა შემთხვევაში ჟანგბადის ნაწილაკები არ არის საკმარისი CO2 -ის მისაღებად და ჩვენ ვიღებთ CO-ს - მომწამლავ, მომაკვდინებელ აირს, რომლის მცირე რაოდენობით შესუნთქვაც შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს. შესაბამისად ერთ კამერიანი წყლის გამათბობელის სახლში დამონტაჟება ზედმეტად რისკის შემცველია. მეორეს მხრივ არსებობს ორ კამერიანი ე.წ. „კალონკა“, რომლის სახლში დამონტაჟება პრობლემას არ წარმოადგენს. ორ კამერიან წყლის გამაცხელებელს აქვს გარე წვის ფუნქცია, ანუ ფუნქციონირებისთვის ჟანგბადი გარედან შემოაქვს.
ნებისმიერ შემთხვევაში წყლის გამაცხელებელი უნდა დააყენოს გამოცდილმა სპეციალისტმა.
უსაფრთხოებისთვის საჭირო დეტალებს უკვე გავეცანით და ახლა დროა წყლის გამაცხელებელის ისეთ კომპონენტებზე ვისაუბროთ, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ მხედველობაში. წყლის გამაცხელებელის შეძენამდე განსაზღვრული უნდა გქონდეთ სად ამონტაჟებთ მას, რადგან ჯერ კალონკის ყიდვა და შემდეგ მისთვის ადგილის განსაზღვრა არ არის მიზანშეწონილი. გაზომეთ შერჩეული ადგილი და ეძებეთ წყლის გამაცხელებელი, რომელიც ამ სივრცეში მოთავსდება.
ერთ კამერიანი წყლის გამაცხელებელი გაცილებით დაბალ ბიუჯეტურია ორ კამერიანთან შედარებით. ასე რომ თუ გარეთ არის შესაძლებელი წყლის გამაცხელებელის დამონტაჟება, მაშინ შეგიძლიათ ერთ კამერიანი შეიძინოთ. თუმცა წყლის ტემპერატურის დარეგულირებისთვის გარეთ გასვლა მოგიწევთ ხოლმე. თუ სახლში აპირებთ გამათბობელის შეძენას აუცილებლად ორ კამერიანი გამათბობელი შეიძინეთ.
წყლის გამათბობელის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი სიმძლავრეა. რაც უფრო მძლავრია კალონკა მით უფრო მეტი წყლის გათბობა შეუძლია სასურველ ტემპერატურაზე. თუ დიდი ოჯახი გაქვთ და ხშირია შემთხვევა როცა რამდენიმე ონკანში ერთდროულად გინდათ თბილი წყალი გქონდეთ, მაშინ რაც შეიძლება მძლავრი გამათბობელი უნდა შეიძინოთ.
წყლის გამათბობელისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს კარგი ტემპერატურის მაჩვენებელი სასურველი ტემპერატურის სწრაფად და მარტივად მისაღებად. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ ხელის დასველება ტემპერატურის გასაზომად.
ასევე მნიშვნელოვანია რეგულატორი. საუკეთესო ციფრული რეგულატორია, მისი სიმარტივის და სწრაფი მოქმედების გამო.
წყლის გამათბობელმა რომ თქვენი სახლის ინტერიერი არ გააფუჭოს ფერიც კარგად უნდა შეარჩიოთ. ეს უფრო თქვენი გემოვნების საკითხია და ამაში ვერ დაგეხმარებით.
ბიუჯეტური, ერთ კამერიანი მიდეას DH-10L გაზის წყლის გამათბობელის შეძენა ახლავე შეგიძლიათ holst.ge-ზე. მას საკმაოდ დიდი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, ამიტომაც წელიწად ნახევრიანი გარანტია მოყვება. თუ თქვენი ოჯახი 3-4 წევრისგან შედგება და წყლის ერთდროულად მოხმარება გადამწყვეტი არ არის თქვენთვის, მაშინ ეს გამათბობელი შეგიძლიათ შეიძინოთ. გაზის წყლის გამათბობელის ფასი დაბალია და ამასთან ეკონომიურიც. არ არის დიდი ზომის და დასამონტაჟებელ ადგილსაც მარტივად მოძებნით. წყლის გამაცხელებელის ლედ ეკრანი დიდი ხნის განმავლობაში აჩვენებს სწორ ტემპერატურას.
უპირატესობები:
მიდეას DG-10L გაზის კალონკა თითქმის იგივეა რაც ზედა მოდელი. არის იგივე ზომის 590x330x195 სმ. ეს წყლის გამაცხელებელიც ერთ კამერიანია, შესაბამისად ისიც გარეთ უნდა დამონტაჟდეს. შეიძლება ითქვას რომ წინა წყლის გამათბობელთან შედარებით ამ მოდელის დიზაინი უფრო დახვეწილია, თუმცა ესეც გემოვნების საკითხი უფროა. ყველაზე დაბალბიუჯეტურ და ეკონომიურ მოდელებს თუ ეძებთ ჰოლსტზე MIDEA-DG-10L და MIDEA-DH-10L წყლის გამაცხელებელს გირჩევთ.
უპირატესობები:
მიდეას კიდევ ერთი ერთ კამერიანი წყლის გამათბობელი MIDEA-DG-10L USB. თუ გაზის წყლის გამაცხელებლის გარეთ დამოტაჟებას გეგმავთ, ეს მოწყობილობა საუკეთესოა ჰოლსტზე. დაბალანსებული მონაცემები და კომპაქტური ზომა აქცევს ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად კალონკად ჩვენთან.
უპირატესობები:
Winger -WNG 24-12L ორ კამერიანი გაზის წყლის გამათბობელია, შესაბამისად მისი დამონტაჟება სახლშიც არის შესაძლებელი. არის საკმაოდ მძლავრი და აქვს გრძელი სიცოცხლის ხანგრძლივობა. პატარა ზომის არის და სივრცე, რომელიც აარჩიეთ გაზის გამათბობელის დასამონტაჟებლად, აუცილებლად დაიტევს. აქვს კარგი ტემპერატურის მაჩვენებელი და მექანიკური რეგულატორი. ხელმისაწვდომ ფასად ახლავე შეგიძლიათ მისი ჰოლტზე შეძენა. კომპლექტაციაში მოყვება საკვამური და მისი ცალკე შეძენა არ მოგიწევთ.
უპირატესობები:
თქვენმა შეძენილმა გაზის წყლის გამაცხელებელმა დიდი ხანი თუ გინდათ გემსახუროთ, მაშინ Winger -WNG24 - 12L სწორი არჩევანი იქნება. ვინგერის გამათბობელი საკმაოდ გამძლეა. მუდმივი ტემპერატურის სისტემით უზრუნველყოფს სასურველი ტემპერატურის წყლის შეუფერხებელ მოწოდებას. წნევა მაღალი აქვს და გაუმკლავდება ერთზე მეტ ონკანს. გარეგნულად თეთრია და დიდი ალბათობით თქვენს ინტერიერს მოუხდება. Holst.ge-ზე შეძენის შემთხვევაში მოყვება წელიწად ნახევრიანი გარანტია.
Winger -CONST 24-12L წყლის გამათბობელს თითქმის იგივე მონაცემები აქვს, როგორც წინას თუ მის ძალიან მაგარ სენსორულ რეგულატორს არ ჩავთვლით. სენსორული რეგულატორით სასურველი წყლის ტემპერატურის მიღება კიდევ უფრო მარტივია. სენსორული რეგულატორი ძალიან კომფორტულია და ამასთან უფრო გამძლეა ვიდრე მექანიკური რეგულატორი. ფასში მცირე სხვაობაა თუმცა ეს სხვაობა სრულად კომპენსირდება სენსორული რეგულატორით წყლის გამათბობელზე.
უპირატესობები:
ჰოლსტზე ყველაზე მოთხოვნადი MIDEA-HC5-12L წყლის გამათბობელია. ამის მიზეზი ალბათ სწორედ მისი დაბალანსებული მახასიათებლებია. საშუალო ზომის წყლის გამათბობელი თქვენს ინტერიერსაც დაამშვენებს და ყველა მოთხოვნასაც დააკმაყოფილებს. მას შეუძლია 0.15 ბარ წნევაზე მუშაობა ანუ ძალიან დაბალ წყლის ჭავლზე შეუძლია ჩაირთოს. მუდმივი ტემპერატურის სისტემა განაპირობებს სტაბილური ტემპერატურის წყალს. აქვს სენსორული რეგულატორი. კომპლექტაციაში მოყვება საკვამური და მისი ცალკე შეძენა არ მოგიწევთ.
უპირატესობები:
MIDEA-HC5-12L GOLD გაზის წყლის გამათბობელი დიდად არ განსხვავდება წინა მოდელისგან, საერთოდაც იდენტურია თუ მის მდიდრულ დიზაინს არ ჩავთვლით. თუ თქვენი სახლის ინტერიერი მდიდრულია მიდეას კალონკა შეიძინეთ. თუმცა ეს უფრო თქვენი გემოვნების საკითხია.
უპირატესობები:
დარწმუნდით, რომ თქვენი წყლის გამათბობლი სწორად არის ვენტილირებული
არასწორად განთავსებულმა სავენტილაციო ხვრელმა შესაძლოა გამოიწვიოს ნამწვის სახლში გაჟონვა, ამიტომ წელიწადში ერთხელ კარგად შეამოწმეთ რამდენად კარგად გადის საკვამური ამ ხვრელში, თუ არის რაიმე ისეთი დეტალი რაც გაეჭვებთ, დაუყონებლივ მიმართეთ ზომებს.
დააინსტალირეთ ნახშირბადის მონოქსიდის მონიტორი
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ხშირია CO-თი მოწამვლა. ეს აპარატი კი მის სახლში გაჟონვას მაშინვე შეგატყობინებთ. მიუხედავათ, ამის ცოდნისა მაინც იშვიათად ვხვდებით საქართველოში ნახშირბადის მონოქსიდის მონიტორს სახლებში, რაც ძალიან ცუდი ტენდენციაა. იყავით პირველი სამეზობლოში და მოუწოდეთ ყველას ამ მოწყობილობის შეძენისკენ.