გახსოვდეთ: თუ კედელი ძლიერია, პერფორატორი უფრო ძლიერია

თუ გინდა, კარგი შედეგი მიიღო, საკუთარი ხელით გააკეთე - შესანიშნავი პრინციპია, რას იტყვით? მით უმეტეს, უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომელიც პროფესიონალის ხელშიც ეფექტიანია და არაპროფესიონალის ხელშიც. და დიახ, სწორედ ასეთია პერფორატორი, რომლისთვისაც, პრინციპში, დაუძლეველი სირთულე არ არსებობს.

დავიწყოთ იმით, რომ ბურღი, დრელს რომ ვეძახით, ყოველთვის ვერ უმკლავდება მყარ მასალებს, აი, პერფერატორი კი შეუჩერებელია - ერთხელ მაინც თუ გამოგიყენებიათ, თავადაც გეცოდინებათ.

სიმძლავრის გარდა, პერფორატორი აღჭურვილია სპეციალური რეჟიმებით, რაც თქვენს შესაძლებლობებსაც მნიშვნელოვნად გაზრდის და წარმადობასაც.

როგორ შეარჩიოთ პერფორატორი, რომელი მახასიათებლებია ყურადსაღები, ყველაფერს დეტალურად მივყვეთ.

რისთვის არის საჭირო პერფორატორი?

სანამ პერფორატორს შეიძენთ, მოდით, ჯერ დარწმუნდით, რომ ეს ინსტრუმენტი ნამდვილად გჭირდებათ.

როგორ უნდა დარწმუნდეთ და მაგალითად, უნდა იცოდეთ, რა მასალაა დასამუშავებელი, რა მასშტაბის სამუშაოებია ჩასატარებელი და რა სიხშირით.

თუკი თქვენს სახლში ხის, ბლოკის ან აგურის კედლებია, გახვრეტა კი წელიწადში ერთხელ გჭირდებათ, Holst.ge-ზე შესაბამის დრელსაც შეიძენთ, მაგრამ თუკი შემდეგი სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, რა თქმა უნდა, საქმეში უკვე პერფორატორი უნდა ჩართოთ:

  • გასახვრეტი გაქვთ ბეტონის ან აგურის კედელი;
  • კედლებსა თუ იატაკში უნდა ჩააყოლოთ ელექტრო სადენები ან მილები;
  • კედლებიდან ან იატაკიდან მოსაშორებელი გაქვთ ძველი ფილები;
  • საჭიროა სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება.

რა არ უნდა გააკეთოთ პერფორატორით

მართალია, პერფორატორი უამრავი ოპერაციისთვის არის გამოსადეგი და უდავოდ, პრაქტიკულად, ყველა დავალებას გაუმკლავდება, თუმცა მისი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის შემდეგი სამუშაოებისთვის:

- პერფორატორით ხის დამუშავება ხდება დარტყმის რეჟიმის გათიშვის პირობებში, სპეციალური ბურღით, მაქსიმალურ ბრუნზე;

- ლითონის ბურღვა რეკომენდებული არ არის, შესაძლებელია მხოლოდ თხელი ფენების დამუშავება აქაც სპეციალური ბურღების გამოყენებით;

- ხრახნების მოჭერა უკიდურესად მოუხერხებელია პერფორატორის სიმძლავრისა და გაბარიტების გამო. გარდა ამისა, არის ძალიან დიდი რისკი, რომ ხრახნიც გაფუჭდეს და ის მასალაც, სადაც ხრახნის მოთავსებაც შეეცდებით.

პერფორატორი რომ დიდხანს გემსახუროთ, საჭიროა:

ყველაზე საუკეთესო პერფერატორიც რომ გქონდეთ, რა თქმა უნდა, ინსტრუმენტს მოფრთხილება აუცილებლად სჭირდება.

დავიწყოთ იმით, რომ ყოველი გამოყენების შემდეგ, კორპუსის მტვრისგან გაწმენდაა საჭირო. ასევე, რეკომენდებულია პერფერატორი ყოველი 25 საათიანი მუშაობის შემდეგ შეიზეთოს. როგორც წესი, შეზეთვისთვის, მწარმოებლები ინსტრუმენტს კორპუსზე სარქველს აყოლებენ, რომელშიც უბრალოდ, შესაბამისი სითხე უნდა დაემატოს. აქვე ისიც ვთქვათ, რომ რეკომენდებულია საპოხის გამოყენება, რომელიც სპეციალურად პერფორატორებისთვის მზადდება.

რაღა თქმა უნდა, მოვლა-პატრონობის გარდა, პერფორატორის გამართულად მუშაობაზე გავლენას ახდენს მისი სწორი ექსპლუატაცია. იგულისხმება ინსტრუმენტის რეგულარულად შესვენება, ასევე, არაფრით შეიძლება მისი გამოყენება არადანიშნულებისამებრ, აუცილებელია სიმძლავრეების გათვალისწინება და ასე შემდეგ.

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581
  • წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

CROWN CT18055 - ელ. პნევმატური დრელი 1050W SDS MAX

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1050W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640372691975
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-550min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + საჭრისები
  • დარტყმის ძალა - 10J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-3000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 38mm/22mm

Dewalt D25899K-QS პნევმატური ჩაქუჩი SDS-MAX 1500W

Dewalt perforatori

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048182932
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-415min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS MAX
  • ფუნქციები - დარტყმა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური
  • დარტყმის ძალა - 17.9J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-2040min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 45mm/N/A/N/A

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება