გაზის წყლის გამათბობელი - უსაფრთხო კომფორტი

ალბათ ხშირად გსმენიათ გამოთქმა „თევზი უწყლოდ“ და გიფიქრიათ როგორი გაუსაძლისია ასეთ დროს ამ არსების ყოფა. უწყლოდ დარჩენილი ადამიანიც არანაკლებ უმწეო მდგომარეობაში ვარდება. ეს არ ეხება მხოლოდ სასმელ წყალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

ადამიანისთვის  წყალი ასევე რელაქსაციის საშუალებაა. ამისათვის ადამიანის ორგანიზმი სხვადასხვა სეზონზე  განსხვავებული ტემპერატურის წყალს საჭიროებს. წყლის გამათბობელი ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია.  ხშირია შემთხვევები, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ შხაპის პროცესმა ადამიანი ახალი ენერგიით  აღავსოს, პირიქით,  სტრესულ სიტუაციაში აგდებს, რაც უმეტეს შემთხვევაში  წყლის გამაცხელებელი სისტემის არასწორი შერჩევითაა გამოწვეული.

ამ სტატიის მიზანია მომხმარებელმა  სწორედ ასეთ შემთხვევებს აარიდოს თავი. ამასთან  სტატიაში განვიხილავთ უსაფრთხოების ნორმებს , რომლის ზედმიწევნით დაცვაც მეტად  მნიშვნელოვანია, რათა შხაპის პროცესი უსაფრთხო და კომფორტული იყოს. დღეს-დღეობით წყლის გამათბობელი  საშუალებებიდან ძალზედ პოპულარულია ეგრეთწოდებული გაზის კალონკა. ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 

  • ეკონომიურობა
  • უსაფრთხოება
  • ხელმისაწვდომი ფასი

გაზის წყლის გამათბობელი ნიშნავს ეკონომიას

დღევანდელ სამყაროში ადამიანის მოთხოვნილებები ყოველდღიურად იზრდება და იგი სულ უფრო მეტად მიდრეკილი ხდება კომფორტის მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ბალანსის პოვნა კომფორტსა და ბიუჯეტს შორის. კომფორტი მეტად სასიამოვნოა, როცა მისი ღირებულება ადეკვატურ ფარგლებს არ სცილდება. ზუსტად ასეთი ოქროს შუალედის  პოვნის შესაძლებლობას გთავაზობთ  holst.ge  სადაც წყლის გამაცხელებელი ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი.

საფრთხისგან დაცლილი წყლის გამათბობელი

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მომხმარებლურ საზოგადოებაში ეკონომია შეიძლება ითქვას არაპირდაპირ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, თუმცა  არ უნდა გამოგვრჩეს საკითხი, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს პირდაპირ შეიძლება დაემუქროს. სწორედ  ასეთი საკითხია უსაფრთხოება. სანამ წყლის გამათბობელი ჩვენი ხანგრძლივი თანამგზავრი გახდება, უნდა  შევაფასოთ  რას საფრთხის შემცველია. გაზის წყლის გამაცხელებელი დღეს-დღეობით ყველაზე უსაფრთხო  საშუალებად ითვლება, თუმცა ადამიანის დაუდევრობით შესაძლებელია უსაფრთხო გამათბობელი ფატალური შედეგის მომტანი გახდეს, რისი მომსწრენიც არაერთხელ გავმხდარვართ.

როგორც წესი არსებობს ორი ტიპის გაზის წყლის გამაცხელებელი : შიდა წვის და გარე წვის. შიდა წვის,  ეგრეთწოდებული ერთკამერიანი წყლის გამათბობელი აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ საცხოვრებელი ფართის გარეთ დამონტაჟდეს. ნებისმიერი ნივთიერების წვისთვის აუცილებელია ჟანგბადი, რაც ლოგიკურად დახურულ სივრცეში ძალიან მცირე დროში გამოილევა. ასეთ ვითარებაში წყლის გამაცხელებლის  მიერ გამოყოფილი მომწამვლელი ნივთიერება CO2-ი დასაშვებ ნორმას გადააჭარბებს და დიდი ალბათობით ფატალური შედეგის გამომწვევი მიზეზი გახდება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია შიდა წვის გაზის გამათბობელი საცხოვრებელი ფართის გარე კედელზე დამონტაჟდეს. ამ შემთხვევაში წვის შედეგად გამოყოფილი CO2 საფრთხის შემცველი აღარ იქნება. თუ  არ გსურთ წყლის გამათბობელი საცხოვრებელ ფართის შიგნით დაამონტაჟოთ ერთკამერიანი, დაბალბიუჯეტიანი გამათბობელი  ერთადერთი სწორი არჩევანია, რასაც holst.ge გთავაზობთ.

გარე წვის წყლის გამათბობელი მისი სისტემიდან გამომდინარე  განკუთვნილია, როგორც საცხოვრებელი ფართისთვის, ასევე მის გარეთ. განსხვავებით ერთკამერიანი გაზის გამათბობლისგან, აღნიშნული  გამათბობელი შედარებით მაღალ ბიუჯეტს მოითხოვს, თუმცა თუ გსურთ, რომ გაზის კალონკა თქვენი საცხოვრებელი ფართის ნაწილი გახდეს, აღნიშნული წყლის გამათბობელი თქვენთვის საუკეთესო შეთავაზებაა.

გაზის წყლის გამაცხელებელი ხელმისაწვდომია ყველასთვის

თუ წყლის გამათბობლის ბაზარს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ბაზარი გაჯერებულია მრავალი პროფილისა და სისტემის მქონე პროდუქციით. განსხვავებულია, როგორც მათი მუშაობის პრინციპი, ასევე ის საჭიროებები და ენერგიის წყაროები, რითაც ასრულებენ თავიანთ ფუნქციას.

ელექტრო ენერგიაზე მომუშავე წყლის გამათბობელი სისტემებისგან განსხვავებით  გაზის წყლის გამაცხელებელი  ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა, ეკონომიურია და მისი დამონტაჟება განსაკუთრებულ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

წყლის გამათბობელი რომელსაც Holst.ge გთავაზობთ

MIDEA-HC5-12L GOLD დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი ‘ორკამერიანი‘ საკვამურით

MIDEA-HC5-12L-GOLD kalonka

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი  გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 22kw
  • ზომა 530x335x140
  • ფერი ოქროსფერი
  • გარანტია 1.5 წელი
  • კვების წყარო 220-240v
  • კამერების რაოდენობა 2
  • სისტემა მუდმივი ტემპერატურით
  • მოცულობა 12 L
  • წნევა 0.15-8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display
  • ტემპერატურის რეგულოტარი სენსორული
  • წონა (კგ) 11.9
  • კომპლექტაცია საკვამური

Holst.ge-ზე წყლის გამათბობლის მწარმოებელ გიგანტს Midea-ს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. კომპანიის მიზანი, აღნიშნული მოდელი აღეჭურვა ყველა იმ ღირსებით, რაც აუცილებელია პრემიუმ მომხმარებლის სურვილების დასაკმაყოფილებლად, წარმატებით შესრულდა. მისი დიზაინი ნამდვილად თვალშისაცემია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მაღალ გამოსახულებიანი მონიტორით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია. ამავე ეკრანზე სენსორის საშუალებით შესაძლებელია წყლის ტემპერატურის რეგულირება. აღნიშნული წყლის გამათბობელი აღჭურვილია გარე წვის კამერით, რაც უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს უპასუხებს.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • მუდმივი ტემპერატურა
  • გამძლეობა
  • ეკონომიურობა
  • უსაფრთხოება

Winger-WNG24-12L დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი საკვამურით

Winger-WNG24-12L kalonka

  • ბრენდი WINGER
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 24kw
  • ზომა 510x320x145
  • ფერი თეთრი
  • წონა (კგ) 10.9
  • კვების წყარო 220-240V
  • კამერების რაოდენობა 2
  • სისტემა მუდმივი ტემპერატურა
  • მოცულობა 12 L
  • წნევა 0.3-8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი Led Display
  • ტემპერატურის რეგულოტარი მექანიკური
  • გარანტია 1.5 წელი
  • კომპლექტაცია საკვამური

Winger-ის წყლის გამათბობელი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩევა. აღნიშნული წყლის გამაცხელებელი ორ კამერიანი წვის სისტემითაა აღჭურვილი, რაც უსაფრთხოების კუთხით საცხოვრებელი ფართის ფარგლებში მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.  ტემპერატურის მექანიკური რეგულოტარის საშუალებით თქვენ მარტივად შეგიძლიათ აკონტროლოთ წყლის ტემპერატურა.

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • გამძლეობა
  • უსაფრთხოება

MIDEA-DG-10L გაზის წყლის გამათბობელი ‘ერთკამერიანი’

MIDEA-DG-10L kalonka

  • ბრენდი MIDEA
  • პროდუქტის ტიპი გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე 20kw
  • ზომა 590x330x195
  • ფერი თეთრი
  • გარანტია 1.5 წელი
  • კვების წყარო  220-240v
  • კამერების რაოდენობა 1
  • მოცულობა 10 L
  • წნევა 0.20-8bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი Led display
  • ტემპერატურის რეგულოტარი მექანიკური
  • წონა (კგ) 6.9

თუ თქვენ მაღალი ხარისხის წყლის გამათბობელს ეძებთ და თანაც მისი დამონტაჟება საცხოვრებელი ფართის გარეთ გსურთ, აღნიშნული წყლის გამათბობელი თქვენთვის საუკეთესო არჩევანია. Midea-s ბრენდი მართლაც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება