გაზის წყლის გამათბობელი - პრაქტიკულად, იდეალური კომფორტისთვის |
გაზის წყლის გამათბობელი - პრაქტიკულად, იდეალური კომფორტისთვის |
რამდენი საქმეა სახლში გასაკეთებელი - იქ გემრიელი კერძია მოსამზადებელიო, ჭურჭელია დასარეცხიო, სარეცხიც ისე უცბად დაგროვდება ხოლმე, პირადი ჰიგიენაა მისახედი და როგორ გინდა, ამ ყველაფერს ცივი წყლით გაუმკლავდე? დანარჩენს რომ თავი დავანებოთ, ჯერ ერთი, ჭურჭელს ცხიმი არ მოშორდება და უარესი - დილით ცივი შხაპის მიღებას ეხუმრებით?
სწორედ ამ ამბების მოსაგვარებლად, სახლში, ბინაში, აგარაკზე აუცილებელია გაზის წყლის გამათბობელი, რომელიც თბილი, ან თუ გირჩევნიათ - ცხელი წყლით ნებისმიერ დროს მოგამარაგებთ და პრაქტიკულად, იდეალურ კომფორტს შეგიქმნით.
მუშაობის პრინციპი არც ისეთი რთულია - სისტემიდან მიღებული ცივი წყალი შეედინება თბოგადამცემში, ცხელდება და შემდეგ მომხმარებლამდე მიდის - ეს არის და ეს.
უნდა ითქვას, რომ კომუნალური გადასახადების თვალსაზრისით, გაზის წყლის გამაცხელებელი გაცილებით ეკონომიური გამოდის, ვიდრე მისი ელექტრო „თანამოძმეები“. ამასთან ერთად, სხვა კონკურენტებისგან კომპაქტურობაც გამოარჩევს, რაც არც ისე მცირე სივრცის დაზოგვის საშუალებას იძლევა.
როგორც წესი, წარმადობა მის სიმძლავრეზეა დამოკიდებული. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, საუბარია იმაზე, რა რაოდენობის, რამდენ ლიტრ წყალს გააცხელებს მოწყობილობა წუთში. ეს ნიშნული, ჩვეულებრივ, 10-დან 15 ლიტრამდე მერყეობს. ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი გამათბობლის სიმძლავრეა 10ლ/წთ-ში, წუთში 10 ლიტრ ცხელ წყალს მიიღებთ.
იმისთვის, რომ შეაფასოთ თქვენთვის საჭირო წარმადობა, ის უნდა იცოდეთ კარგად, ერთდროულად რამდენი ონკანის გამოყენება მოხდება. როგორც წესი, შხაპის მიღებისას დინება 7-8 ლ/წმ-ს უტოლდება ხოლო ონკანის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 3-5 ლ/წმ გახლავთ. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ კომფორტული მოხმარებისთვის უმჯობესია, გაზის წყლის გამათბობლის წარმადობა 13-14 ლ/წმ ან კიდევ უფრო მეტი, თუკი ცხელი წყლის მასშტაბურ მოხმარებაზეა საუბარი.
გამაცხელებლების უმეტესობა სპილენძის თბოგადამცემით არის აღჭურვილი, თუმცა ყველა მწარმოებელი როდი იყენებს მაღალი ხარისხის სპილენძს, რაც ვარგისიანობის ხანგრძლივობას, ბუნებრივია, ამცირებს.
მაღალი ხარისხის სპილენძისთვის დამახასიათებელია ბზინვარება და ფერი, დაბალი ხარისხის თბოგადამცემი კი, როგორც წესი, დამცავი ნაერთით არის დაფარული, რათა წყლის ზემოქმედებისგან იყოს დაცული. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს შედუღების ადგილებსაც - შავი წერტილები იმის მანიშნებელია, რომ შედუღება ხელით მოხდა, რაც მსუბუქად რომ ვთქვათ, არც ისე კარგი შედეგების მომტანი იქნება.
შეძენამდე უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა აღჭურვილი გამათბობელი გაზის დანადგარისთვის საჭირო უსაფრთხოების საშუალებებით: