გაზის წყლის გამათბობლის ჩინებული შესაძლებლობების შესახებ |
გაზის წყლის გამათბობლის ჩინებული შესაძლებლობების შესახებ |
გეცოდინებათ, გვარიანად უცნაური ხმების გამოცემა იცის ხოლმე ონკანმა: ფლუხ, თლუხ, თხხხლლლლ... თუ რაღაც ეგეთი. განსაკუთრებით საშინელი მოსასმენი ეს ხმები მაშინ არის, ახალგაღვიძებული რომ არის ადამიანი, სამსახურში ეჩქარება და შხაპი მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა მიიღოს. და ამ დროს: ფლუხ, თლუხ, თხხხლლლლ... თუ რაღაც ეგეთი...
აშკარად ძალიან არასასიამოვნო ამბავი გაგახსენეთ და ჯობია, დადებითზე გადავიდეთ: წარმოიდგინეთ, არსადაც არ გეჩქარებათ, ონკანს მოუშვებთ და გადარეულ ხმებს კი არ გამოსცემს, ცხელი წყალი წამოჩუხჩუხდება, ზუსტად იმ ტემპერატურის, თქვენ რომ გაამებთ... უუხ, დაილოცოს წყლის გამაცხელებელი!..
ბევრი ჩინებული შესაძლებლობით არის გამორჩეული გაზის წყლის გამათბობელი და ქვემოთ სწორედ ამ ამბავზე უნდა ვისაუბროთ.
უამრავჯერ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებთ - Holst.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების უსაფრთხოება და ამ თემაზე საუბარსაც შესაბამის საკითხებზე ყურადღების გამახვილებით დავიწყებთ.
გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მწარმოებელს, ნაწარმის ხარისხს, გამოყენებულ მასალას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, ასევე, დაცვისა და უსაფრთხოების ზომების არსებობას.
იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ შეარჩიოთ გაზის წყლის გამაცხელებელი, უნდა დააზუსტოთ მონაცემები მაგალითად, წყლით მომარაგების სისტემაში წყლის წნევისა და ხარისხის შესახებ, უნდა იცოდეთ წყლის ხარჯვის სავარაუდო მოცულობა და ასე შემდეგ.
აგრეგატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:
იმდენად, რამდენადაც ეს დანადგარი გამდინარე გამაცხელებელია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის სისტემის წნევას. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რამდენად ექსტრემალურ პირობებზეა ის გათვლილი და როგორ აირიდოთ მოსალოდნელი უსიამოვნებები.
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ეს არის თქვენი სისტემის მინიმალური წნევა. მწარმოებლის მიერ გაცხადებული სიდიდე, როგორც წესი, 0,15 ბარს არ აღემატება, რაც რაღა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, მაგრამ თუკი წნევის ნაკლებობა თავს მაინც იჩენს, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია მოძველებულ სისტემებში, უმჯობესია, უარი თქვათ ჰიდროგენერატორიან გამათბობელზე, რომელიც სავსებით შესაძლებელია, მოქმედებაში საერთოდ არ მოვიდეს. ასევე, არ არის რეკომენდებული დიდი სიმძლავრის მქონე გამათბობლის შეძენა, ვინაიდან წნევის ცვალებადობა მას მწყობრიდან დროზე ადრე გამოიყვანს.
მოსალოდნელია, ასევე, ჰიდრავლიკური დარტყმები. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დაერთებები საკმარისად გამძლე და მყარი იყოს, რათა ასეთ შეტევებს გაუმკლავდეს. იმისთვის, რომ გაჟონვის რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილია, რეკომენდებულია წნევის განმტვირთავი სარქვლის დამონტაჟება.
გამათბობლის გამოყენებისას ხდება ხოლმე, როცა წყლის ჭავლი კლებულობს, რასაც ტემპერატურის არც თუ ისე კომფორტული ცვლილებები მოსდევს. ტიპური სიტუაცია, როცა შხაპის მიღებისას ვიღაც სამზარეულოში ონკანს უშვებს.
ტემპერატურის მერყეობა ავტომატურად აღმოიფხვრება, თუკი გამათბობელი სიმძლავრის მოდულაციით არის აღჭურვილი - ეს, როგორც წესი, გახლავთ სიმძლავრის 40-დან 100%-მდე. ასეთი დიაპაზონი საკმარისია ერთდროულად რამდენიმე ონკანის კომფორტულად მოხმარებისთვის.
სითბო, სიმშვიდე და სიმყუდროვე გქონდეთ სულ!