გაზონის საკრეჭი - ცვრიან ბალახზე სიარული კიდევ უფრო სასიამოვნო რომ იყოს

მარტო ერთი გალაკტიონი ეყოფა მთელ სამყაროს, პოეზიით რომ გაგაბრუოს, კოსმიური ორკესტრით აღგაფრთოვანოს, ლურჯა ცხენებით გაგაქროლოს და ცვრიან ბალახზე გაგარონიოს...

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, ახლად მოჭრილი ბალახის სურნელი არ უყვარდეს და პოეტურ განწყობას თუ არა, სასიამოვნო შეგრძნებებს არ უჩენდეს.

ჰოდა, ეს ყველაფერი თუ თქვენს გულთან ახლოს არის ან უბრალოდ, წესრიგი გიყვართ, გაზონის საკრეჭი აუცილებლად გახდება თქვენი საუკეთესო დამხმარე და თანაშემწე.

როგორი შეიძლება იყოს იყოს გაზონის საკრეჭი, როგორ შეარჩიო და რას მიაქციო ყურადღება, წამყე საინტერესო და საჭირო რჩევებისკენ...

როგორი შეიძლება იყოს ბალახის საკრეჭი

ყველაფერი რომ გავერკვეთ, პირველ რიგში, ის უნდა ვიცოდეთ, როგორი და რა ტიპის შეიძლება იყოს ბალახის საკრეჭი. ძრავების მიხედვით გაზონის საკრეჭის შემდეგ ტიპებს განასხვავებენ:

- მექანიკური;

-ბენზინის;

- ელექტრო.

მექანიკური ბორბლებიანი გაზონის საკრეჭი მარტივად სამართავია, არ სჭირდება არც ელექტრობა, არც ბენზინი, სამაგიეროდ, კუნთების დაძაბვა კი ნამდვილად აუცილებელია. ამასთან, მექანიკური ბალახის საკრეჭი ეკოლოგიურია, უხმაურო, შენ ხარ ჩემი ბატონი, მოსაშორებელი ბალახის სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა და ასე შემდეგ. ჭრის მექანიზმი - ცილინდრული დანა, რომელიც მოქმედებაში ბორბლების მოძრაობის შედეგად მოდის. ასეთი ინსტრუმენტი კარგია „ახალგაზრდა“ ბალახის მოვლისთვის, რადგან დანის ბრუნვის დაბალი სიჩქარე ხელს უშლის ჯერ კიდევ სუსტი ფესვთა სისტემის მქონე ბალახის სრულად ამოძირკვას.

მოძრაობის მეთოდის მიხედვით გაზონის საკრეჭი დანადგარები ამგვარად იყოფა:

  • ხელის (ტრიმერი), რომელიც მუშაობისას ხელში გეჭიროთ;
  • კვლავაც ხელის, ოღონდ უკვე ბორბლებიანი, რომელიც მუშაობისას გაზონზე ატაროთ;
  • თვითმავალი.

ტრიმერი - მექანიკური გაზონის სათიბი (ტრიმერები) გამოსადეგია გაზონის მცირე ფართობის რეგულარული მოვლისთვის, თუნდაც არათანაბარი ზედაპირით, რადგან თიბვა ნებისმიერი კუთხით შეუძლია. ტრიმერი ქამრით მხარზე გადასაკიდებელი მოწყობილობაა, რაც ადამიანს მუშაობას მაქსიმალურად უმარტივებს. შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც ბენზინის, ისე ელექტრო ძრავით. ელექტრო მოტორი განთავსებული არის ხოლმე ან ქვედა ან ზედა ნაწილში, ბენზინის - მხოლოდ ზედა ნაწილში. ტრიმერების მთავარი უპირატესობა გახლავთ ბალახის ჭრის შესაძლებლობა არათანაბარ ადგილებში ბუჩქებთან და ხეებთან ახლოს.

როგორ შევარჩიოთ ბალახის საკრეჭი

შეიძლება ითქვას, გაზონის მოვლა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ საქმეს საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბალახს ცელით უნდა შეუტიოთ. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი გაცილებით რთულია, საშიშიც კი გახლავთ, თუკი ადამიანმა ცელის ხეირიანად გამოყენება არ იცის. პროცესის მნიშვნელოვნად შემსუბუქება, რა თქმა უნდა, გაზონის საკრეჭით შეიძლება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოდელი სწორად შეარჩიოთ - ბენზინის თუ ელექტრო ძრავის მქონე.

ბენზინის მოდელს არაერთ უპირატესობა აქვს. მათ შორის:

  • მობილურობა. ელექტროსგან განსხვავებით, ბენზინის მოდელი არ არის დამოკიდებული კვების წყაროზე და ავტონომიურად მუშაობს;
  • სიმძლავრე;
  • მანევრირება. მაღალი მანევრირების ხარჯზე, ბენზინის ძრავის მქონე გაზონის საკრეჭი რთული რელიეფის ნაკვეთებსაც უმკლავდება;
  • ექსპლუატაციის უფრო ხანგრძლივი პერიოდი;
  • მრავალფეროვანი საფასო კატეგორია.

ელექტრო მოტორიანი ვერსიის მთავარი უპირატესობებია:

  • სიმსუბუქე და კომპაქტურობა (ბენზინის მოდელთან შედარებით);
  • არ აქვს გამონაბოლქვი, ნაკლებად ხმაურიანია;
  • ბენზინის მოდელზე იაფი ღირს;
  • ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად მარტივია (მხოლოდ დანის პერიოდულად გალესვა სჭირდება).

პრინციპში, ელექტრო მოტორიანი საკრეჭი საკმაოდ მარტივია და ამასთან ერთად, ძალიან გამძლეც გახლავთ.

იმედია, საჭირო ინფორმაცია მიიღეთ და ახლა უკვე არჩევანი თქვენზეა...

Lux Garden გაზონის სათიბი ელექტრო (cat 320mm) 1200w SF7A123

Lux-Garden gazonis sakrechi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1200W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030869654
  • წონა (კგ) - 9.85
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 3200r/m
  • თიბვის პარამეტრები - სიმაღლე: 25-75mm სიგანე: 400mm

B&D - BEMW461BH-QS გაზონის საკრეჭი; 1400W

Black&Decker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048682739
  • წონა (კგ) - 15.571
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 40 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 400m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm

Dewalt DCMW564P2-QW გაზონის საკრეჭი ელემენტზე 2x18V

Dewalt gazonis sakrechi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 36V
  • ელემენტი - 5.0Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048690116
  • წონა (კგ) - 26.9
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 55 L
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 800m2 სიმაღლე: 25-86mm სიგანე: 51cm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება