ტოპ სამი უნივერსალური გენერატორი |
ტოპ სამი უნივერსალური გენერატორი |
გენერატორის ქონა სტაბილურობის გარანტია, სახლისთვის თუ კომერციული ფართისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე გამართული ელექტრო მომარაგება გვაქვს, შემთხვევებისგან არავინ ვართ დაზღვეული. გენერატორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომერციული საქმიანობისთვის, რომლის არცერთი წუთის გაცდენა არ ღირს. ქალაქიდან მოშორებით, სადაც ხშირია ტექნიკური დაზიანებები და ელექტრო მომარაგების შეწყვეტის შემთხვევები, გენერატორით თავის დაზღვევა კომფორტი და თანამედროვე ადამიანის მინიმალური მოთხოვნილების, ქონდეს ელექტრო მომარაგება, დაკმაყოფილების ხელსაწყოა.
გენერატორები დიდი ვარიაციით გვხვდება ბაზარზე, რომლების ბრენდებით, სიმძლავრით, ზომით და სხვა მახასიათებლებით განსხვავდება ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად კომფორტი და ფუფუნებაა მყიდველისთვის, მაინც ართულებს არჩევანის გაკეთებას. იმისათვის, რომ სწორად აარჩიოთ გენერატორი, პირველ რიგში განსაზღვრული უნდა გქონდეთ საჭირო სიმძლავრე, რაც გინდათ რომ გენერატორმა გამოიმუშაოს. ამის შემდეგ, ყურადღება უნდა მიაქციოთ ხარისხს. ხარისხის საუკეთესო მაჩვენებელი კი ბრენდია. ბრენდი გვიქმნის გენერატორის ირგვლივ წარმოდგენას და თუ ამაში გათვითცნობიერებული იქნებით, არჩევანის გაკეთების სირთულეც მოიხსნება. მოდი განვიხილოთ ჩვენ ონლაინ მაღაზიაში წარმოდგენილი გენერატორების ბრენდები.
Schpindel
ამერიკული ბრენდი, რომელიც არსებობის ნახევარ საუკუნეს ითვლის, გამოცდილებით, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი ფასით დაიმკვიდრა ბაზარზე თავი. Schpindel-ის წარმოებულ პროდუქციას თანაბრად ეტანებიან პროფესიონალები და არაპროფესიონალები. ამ ბრენდის მთავარი მიზანიც ის არის, რომ თითოეულ ადამიანს ქონდეს შესაძლებლობა საჭირო ინდუსტრიული იარაღი შეიძინოს.
Tolsen
ამ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული პროდუქცია, სიმძლავრით, გამძლეობით და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. Tolsen ნაკლებად აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას, ვინაიდან ასეთი პროდუქტის შექმნის თვითღირებულება ძალიან წევს პროდუქციის ფასს. Tolsen-ის ტაქტიკა შემდეგნაირია -აწარმოოს საშუალო ხარისხის პროდუქცია და გახადოს ის ყველა მოყვარულისთვის თუ პროფესიონალისთვის ხელმისაწვდომი. თავისთავად, გენერატორები საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად გვხვდება Tolsen-ის ბრენდირებით, მიუხედავად მაღალი გამძლეობისა.
ჩვენი ონლაინ მაღაზია, გარდა ამ ორი ბრენდის გენერატორებისა, სხვა, უამრავ გენერატორს აერთიანებს თქვენთვის. ასე რომ, Holst.ge-ზე სტუმრობისას ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ თქვენთვის სასურველი გენერატორი შეიძინოთ. ამასთან, მიუხედავად მისი დიდი გაბარიტების და წონისა, სრულიად უსასყიდლოდ მოგიტანთ მთელი საქართველოს მასშტაბით, თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე.
Schpindel-ის ეს გენერატორი 2800W-ს გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისია დიდი სახლისთვისაც კი. მიუხედავად დიდი სიმძლავრის გამომუშავებისა, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ეკონომიურია. თუ თქვენს სახლში, ან კომერციულ ფართში არსებული მოწყობილობების ჯამური ელექტრო მოთხოვნა 2800W-ს არ აღემატება, უყოყმანოდ შეგიძლიათ შეიძინოთ Schpindel-ის ეს გენერატორი.
უპირატესობები:
Tolsen-ის 3000W-იანი გენერატორი, წინა მოდელთან შედარებით, უფრო დიდ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, თუმცა თითქმის იგივე ფასად შეგიძლიათ მისი შეძენა. ავზის მოცულობაც 1 ლიტრით გაზრდილია. კუბატურა თითქმის იგივე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიურია და იშვიათად მოგიწევთ ავზის ავსება. გარდა ამისა, გააჩნია ავტომატური სტარტერი, რაც დამატებითი კომფორტია მოხმარებისას.
უპირატესობები:
ბოლოს, Tolsen-ის ინვერტორული გენერატორი, რომელის მთავარი ღირსება ეკონომიურობა და უხმაუროდ მუშაობაა. ამ თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად ყიდულობენ ლაშქრობის, კემპინგის და მსგავსი აქტივობების მოყვარულები. წონითაც სულ რაღაც 20 კილოგრამს იწონის და მისი მანქანაში ჩადება, ან ხელით ტარება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს.