მძლავრი და ხარისხიანი გენერატორები

როცა ელექტროობა გამოირთვება, გენერატორი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი სახლი ზამთარში თბილად და ზაფხულში - გრილად. გენერატორი დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ საკვები მაცივარში, ასევე, კომპიუტერები და ტელეფონები დამუხტული.

გენერატორი არის ინსტრუმენტი, რომელიც ექსტრემალურად ცუდ ამინდშიც მოგამარაგებთ ელექტროენერგიით. მართლაც, ისინი მექანიზმით ძალიან ჰგვანან ელექტროსადგურებს, უბრალოდ გაცილებით მცირე მასშტაბის არიან. არსებობს სხვადასხვა მექანიზმზე მომუშავე გენერატორი, მათგან ყველაზე გავრცელებული კი ბენზინის ძრავითაა.

დიდი პორტატული გენერატორები დამცავი ფოლადის ჩარჩოთი გვევლინებიან. ელექტრო გენერატორები უფრო და უფრო პოპულარული ხდება ისეთი მოსახლეობისთვის, ვისაც ელექტრო ენერგიის მომარაგება ხშირად ეთიშებათ.

გენერატორის არჩევა

თუ საკმარის დროს დაუთმობთ გენერატორის არჩევას, აღმოაჩენთ, რომ ძალიან მარტივია თქვენს საჭიროებებზე მორგებული გენერატორის პოვნა. უპირველესად, უნდა დააკვირდეთ გენერატორის წარმოებულ ენერგიას და შეუსაბამოთ ის თქვენს მიერ პრივილეგირებული ელექტრო მოწყობილობების საერთო ელექტრო მოთხოვნას.

სიმძლავრე

თუ გენერატორი სახლისთვის გჭირდებათ, სადაც მაცივარს, ტელევიზორს და სხვა წვრილმანი მოწყობილობების ჩართვას აპირებთ ელექტროენერგიის გათიშვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თქვენს მიერ შერჩეული გენერატორის ელექტროობის გამომუშავება არ აღემატებოდეს 4000 ვატს. ვინაიდან, მაღალი სიმძლავრის გამომუშავებისთვის მეტი საწვავია საჭირო, დიდი ძრავის მქონე გენერატორი არაეკონომიურია. თუ თქვენ ძალიან მძლავრი გენერატორის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, უნდა იყოთ მზად ხარჯებისთვისაც. როცა იცით, რომ მის მიერ გამომუშავებულ ენერგიას სრულად არ დახარჯავთ, უმჯობესია დაბალი სიმძლავრის შეიძინოთ და ასე დაზოგოთ ყოველდღიური ბენზინის ხარჯიც.

ზომა

ალბათ, მეორე მთავარი კრიტერიუმი გენერატორის ზომაა. გენერატორის ზომა განსაზღვრავს მის მასასაც და მოთავსების შესაძლებლობასაც. დიდი ზომის გენერატორი არაპრაქტიკულია, თუმცა, მეორეს მხრივ, ვერ იპოვნით მაღალი სიმძლავრის გენერატორს პატარა მასშტაბებით. დიდი სიმძლავრე, დიდ ძრავას ნიშნავს, თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

schpindel generatori

  • ბრენდი SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი გენერატორი
  • სიმძლავრე 2.8kw
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 49
  • კვების წყარო 220-240V
  • ავზის მოცულობა 15 l
  • საწვავის ტიპი ბენზინი
  • კუბატურა 196cc
  • სტარტერი მექანიკური
  • ზეთი 10-40W/5-40W

Schpindel-ის ეს გენერატორი 2800 ვატ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც საშუალო და მცირე ზომის სახლისთვის თუ კომერციული ფართისთვის, სრულიად საკმარისია. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გაიგეთ თქვენი ელექტრო მოწყობილობების ელექტროობის მოთხოვნილება, დააჯამეთ და თუ ის 2800 ვატს არ აღემატება, მაშინ ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია. ის ძალიან ეკონომიური და მძლავრი მოდელია. ამასთან, სულ რაღაც 49 კილოგრამს იწონის, რის გადატანაც სახელურით უარეს შემთხვევაში, ქალბატონსაც შეუძლია. Schpindel-ის ამ გენერატორს აქვს მექანიკური სტარტერი, შესაბამისად მისი დაქოქვა ხელით მოგიწევთ. ეს შესაძლოა დისკომფორტია, თუმცა თანხის დაზოგვის საშუალებაცაა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • გამძლეობა

TOLSEN TOL1762-79991 გენერატორი 3000W

tolsen generatori

  • ბრენდი TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი გენერატორი 
  • სიმძლავრე 3.0kw
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 47.1     
  • კვების წყარო 220-240V         
  • ავზის მოცულობა 16 l     
  • საწვავის ტიპი ბენზინი         
  • სტარტერი ავტომატური
  • ზეთი 10-40W/5-40W

Tolsen-ის გენერატორი, წინა განხილული მოდელის თითქმის მსგავს ელექტრო ენერგიას გამოიმუშავებს, თუმცა უფრო ხარისხიანი და სიცოცხლისუნარიანი გენერატორია. გენერატორები Tolsen-ის ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა, რომელსაც დიდი სიზუსტით და საინჟინრო ოსტატობით უდგება. ამასთან, წინა გენერატორისაგან განსხვავებით გააჩნია ავტომატური სტარტერი, რაც უფრო კომფორტულ და სწრაფ ჩართვას გულისხმობს. ამ მოდელის შეძენა შეგიძლიათ სახლისთვის და მცირე კომერციული ფართისთვის.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • ხარისხი
  • ავტომატური სტარტერი

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8.5 kw

schpindel generatori

  • ბრენდი SCHPINDEL               
  • პროდუქტის ტიპი გენერატორი 
  • სიმძლავრე 8.5kw
  • გარანტია 1 წელი           
  • წონა (კგ) 94       
  • კვების წყარო 220-240V       
  • კომპლექტაცია სახელური და ბორბლები   
  • ავზის მოცულობა 25 l     
  • საწვავის ტიპი ბენზინი         
  • კუბატურა 458cc 
  • სტარტერი ავტომატური
  • ზეთი 10-40W/5-40W

თუ თქვენი სახლი მრავალი ელექტრო მოწყობილობებითაა სავსე ჯობია ისეთი მონსტრი გენერატორი შეიძინოთ, როგორიც Schpindel-ის ეს მოდელია. გენერატორი გამოიმუშავებს 8500 ვატს, რომელიც საკონცერტო დარბაზსაც კი აამუშავებს.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დიდი სიმძლავრე
  • გამძლეობა
  • ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება