გენერატორები ყველა გემოვნებისათვის |
გენერატორები ყველა გემოვნებისათვის |
ელექტრო მომარაგების შეფერხებისგან გამოწვეული უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად გენერატორი საუკეთესო და ერთადერთი საშუალებაა. რა ხდება, როცა სახლში ელექტრო ენერგია არ მოგეწოდებათ? თითქოს ყველაფერი ჩერდება, ბავშვები ინტერნეტის გარეშე ჭკუიდან გადადიან, ვერ უყურებთ საყვარელ ტელე გადაცემას, ოთახებში ბნელა და ელექტრო ენერგიის მოლოდინში, ვერ ახერხებთ რაიმე საქმიანობით დაკავებას.
გენერატორები გამოიმუშავებენ ელექტრო ენერგიას თქვენი სახლისათვის თუ დაწესებულებისათვის. სწორად შერჩეული გენერატორი ელექტროობით ამარაგებს თქვენს მოწყობილობებს და საშუალებას გაძლევთ ჩვეულ რეჟიმში განაგრძოთ ცხოვრება.
რას ნიშნავს სწორად შერჩეული ელექტრო გენერატორი?
სწორად შერჩეული გენერატორი უზრუნველყოფს ელექტროობით ყველა საჭირო ინვენტარს და ამასთან, არ გააჩნია ზედმეტი ხარჯი. კარგად რომ ავხსნათ, თქვენ მიერ შეძენილი გენერატორის გამომუშავებული სიმძლავრე საკმარისი უნდა იყოს თქვენი მოწყობილობების ელექტრო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მეორეს მხრივ, არ უნდა იყოს იმდენად მძლავრი, რომ ზედმეტი, არასაჭირო გამომუშავებით ხარჯი გაზარდოს.
როგორ უნდა აარჩიოთ გენერატორი?
თითოეულ ელექტრო მოწყობილობას - მაცივარს, ტელევიზორს, სარეცხ მანქანას და ა.შ., გააჩნია კონკრეტული ელექტრო მოთხოვნა, რომელთა ჯამს თქვენი გენერატორი უნდა შეუსაბამოთ. მაგალითად, დენის წასვლისას, თუ თქვენთვის საჭირო მოწყობილობების ნუსხაა: მაცივარი, ნათურა, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, რომელთა საშუალო ელექტროობის მოთხოვნა შესაბამისად 700, 150, 50, 800 ვატია. იმისათვის რომ გენერატორი საკმარისი აღმოჩნდეს ამ მოწყობილობების გასამართად, უნდა შეიძინოთ მინიმუმ 700+150+50+800=1700 ვატი სიმძლავრის გენერატორი. აქ არის ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი, მაგალითად მაცივრის ელექტროობის მოთხოვნა მუშაობის პროცესში კი 700 ვატია, თუმცა დასაწყისისათვის, მოწყობილობის ჩასართავად 2000 ვატამდე სიმძლავრე სჭირდება. გამოდის, წინა შემოთავაზება არ არის მართებული და ზემოაღნიშნული მოწყობილობებისათვის მინიმუმ 2000 ვატი სიმძლავრე გჭირდებათ.
გარდა, უკვე ნახსენები ყველაზე მნიშნველოვანი სიმძლავრისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელიც გენერატორის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ.
ონლაინ ჰიპერმარკეტი - Holst.ge გთავაზობთ სხვადასხვა ბრენდის, ხარისხისა და სიმძლავრის გენერატორებს. მიუხედავად იმისა, რომ გენერატორების მასა საკმაოდ დიდია და ტრანსპორტირება არც თუ ისე მარტივი, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ამ მოწყობილობას მითითებულ ადგილას სრულიად უფასოდ მოგაწვდით.
Schpindel-ის ეს გენერატორი ყველაზე დაბალი სიმძლავრისაა ჩვენს ონლაინ მაღაზიაში. თუ საჭირო ელექტრო ინვენტარი ნათურებისა და ერთი მოწყობილობისგან შედგება, მაშინ ეს გენერატორი საკმარისი იქნება თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის. Schpindel-ის გენერატორი მათი არჩევანი ხდება, ვისაც ის მხოლოდ განათებისათვის სჭირდება. მისი დაბალი სიმძლავრის შესაბამისად, გააჩნია ძალიან დაბალი ხარჯები.
უპირატესობები:
საშუალო სიმძლავრის გენერატორების ელექტრო მომარაგება 2500 ვატიდან 3500 ვატამდე მერყეობს. სწორედ, საშუალო სიმძლავრის გენერატორების წარმომადგენელია Schpindel-ის ეს გენერატორი, რომელიც 2800 ვატ ელექტროობას გამოიმუშავებს და სტატიაში მოყვანილი მოწყობილობების მუშაობის პროცესში მოსაყვანად სრულიად საკმარისია. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი გენერატორი სწორედ Schpindel-ის ეს მოდელია. ამის მიზეზი მისი დაბალანსებული მონაცემები და ხელმისაწვდომი ფასია.
უპირატესობები:
თუ თქვენი ელექტრო მოთხოვნა საშუალო სიმძლავრის გენერატორის გამომუშავებულ ელექტროენერგიას არ შეესაბამება, მაშინ Tolsen-ის მძლავრი გენერატორი შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ გენერატორის გამომუშავებული სიმძლავრე 5500 ვატია და თავისუფლად გამართავს რამდენიმე ელექტრო მოწყობილობას.
უპირატესობები: