TOP 4 გენერატორი თქვენი კომფორტისთვის

წარსულში მოგზაურობით შეგვიძლია თვალი შევავლოთ სანთლით მკრთალად განათებულ სახლებს და შემდეგ ბედნიერ სახეებს შეძახილით: „შუქი მოვიდა.“ სწრაფად განვითარებადმა თანამედროვე სამყარომ ეს პრობლემა უკან ჩამოიტოვა და ყველასთვის ნაცნობი ფრაზაც წარსულს გააყოლა. საჭირო რესურსი - ელექტროენერგია დიდ პოტენციალად იქცა. შეიქმნა ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც ქიმიურ ენერგიას ელექტრო ენერგიად აქცევს. მაგალითად, გენერატორი - რთული სიტუაციის მარტივად განსამუხტი.

ხარისხის გარანტი ბრენდი

თუ პროდუქტის შეძენას გადაწყვეტთ, Holst.ge - ზე ბენზინზე მომუშავე გენერატორების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. ერთ-ერთი გამორჩეული ბრენდი, რომელსაც ძებნისას გადააწყტებით Schpindel- ია. ის მოწინავე ადგილზეა ხარისხის მახასიათებლითა და გამძლეობით. ამ ტიპის პროდუქტის შერჩევისას კი დიდი მნიშვნელობა სწორედ ამ ორ ნაწილს ენიჭება. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც.  წარმოდგენილ ოთხივე მოდელს კონკრეტული მახასაითებლები გააჩნია. არჩევნის გაკეთებას თქვენთვის ხელსაყრელი ფასისა და ტექნიკური მონაცემების მიხედვით შეძლებთ.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 6.5 kw

გენერატორის სწორად შერჩევა რთული არ არის. წარმოდგენილი პირველი მოდელი სახელურითა და ბორბლებით გამოირჩევა. ეს კი მის გამოყენებას მეტად კომფორტულს ხდის. ასევე, მარტივად მართვადია და ავზის მოცულობით საკმაოდ ტევადი. ერთ წლიანი გარანტიაც თქვენს ხელთაა. პირობა, რომ ამ დროის განმავლობაში შეუსვენებლად გემსახურებათ. რა თქმა უნდა, საქმის პირნათლად შესრულება არც მერე გაუჭირდება. სიმძლავრიდან გამომდინარე, რთულ სიტუაციებში პრობლემა არასდროს შეგექმნებათ. ის თავისფლად შეძლებს საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავებას და დღის  სინათლესავით, ყველაფრის განათებას.

Schpindel generatori 6.5kw

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 6.5kw   
  • გარანტია - 1 წელი
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა  -  420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W
  • წონა (კგ) – 90

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • სიმძლავრე
  • ავზის ტევადობა
  • კომპლექტაცია
  • ძლიერი კვების წყარო
  • მარტივად მართვადობა

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

მეორე გენერატორიც მექანიკურია და ნაკლები წონით გამოირჩევა. ასევე, მასაც აქვს ბორბლები და სახელური მეტი კომფორტისთვის. ავზის მოცულობით წინა გენერატორის მაგვარია. მისი მოსახერხებელი დიზაინი გამოყენებას გიადვილებთ და საქმის გამარტივებაში ხელს გიწყობთ. მაღალი სიმძლავრე და გამართული ტექნიკური მახასიათებლები, მოწინავე ადგილს ანიჭებს. ასევე, გამოირჩევა კვების წყაროს სიძლიერით. ერთ წლიან გარანტიასთან ერთად, მისი შეძენით სრულ კომფორტში იქნებით.

Schpindel generatori 5.5kw

  • ბრენდი - SCHPINDEL       
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი                         
  • კვების წყარო  -  220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები     
  • ავზის მოცულობა - 25 l     
  • საწვავის ტიპი - ბენზინი 
  • კუბატურა - 389cc   
  • სტარტერი - მექანიკური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W
  • წონა (კგ) - 86

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხი
  • მოსახერხებლობა
  • სიმძლავრე

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

მრავალფეროვანი არჩევნიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ბენზინზე მომუშავე გენერატორის შეძენა, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით, ნაკლები წონითა და ავზის მოცულობით ხასიათდება. უკვე განხილული გენერატორებისგან განსხვავებით, ამ მოდელს სახელური და ბორბლები არ აქვს, თუმცა სხვა მახასიათებლებიდან გამომდინარე, მისი შეძენა უკმაყოფილოს არავის დატოვებს. დაუღალავი შრომის პოტენციალი და სიმძლავრე თავისუფლად ასრულებს თავის მოვალეობას.

Schpindel generatori 2.8kw

  • ბრენდი - SCHPINDEL       
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი             
  • კვების წყარო - 220-240V       
  • ავზის მოცულობა - 15 l     
  • საწვავის ტიპი - ბენზინი 
  • კუბატურა - 196cc   
  • სტარტერი - მექანიკური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W
  • წონა (კგ) - 49

 უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა
  • ხარისხი

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

წარმოდგენილი გენერატორების მეოთხე მოდელიც დახვეწილი და გამორჩეულია დანარჩენებისგან. Schpindel კიდევ ერთ გენერატორს გვთავაზობს. თქვენს მოხიბვლას ის კვლავ ხარისხითა და კომფორტულობით შეძლებს. მისი გამოყენება შედარებით მარტივია, რითიც საკუთარ ენერგიას ზოგავთ. ძლიერი კვების წყაროთ, გენერატორი გამართულად მუშაობს და მოვალეობასაც პირნათლად ასრულებს. მას  ხელსაყრელ ფასად Holst.ge - ზე შეიძენთ.

Schpindel generatori 1.1kw

  • ბრენდი - SCHPINDEL       
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 1.1kw
  • გარანტია - 1 წელი                         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ავზის მოცულობა - 6 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი 
  • კუბატურა - 98cc     
  • სტარტერი - მექანიკური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W
  • წონა (კგ) - 27

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულად გამოყენებადობა
  • გარანტია

გენერატორების განმასხვავებელი ნიშნები

სწორად შერჩეული გენერატორი ყველაფერს უფრო მოსახერხებელს ხდის. აღნიშნული ინფორმაციიდან, გამომდინარე გენერატორებს ბევრი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ. თითოეული მათგანი სიმძლავრით, წონით, საწვავის ტიპით, სტარტერით, კვების წყაროთ, ავზის მოცულობით, ზეთითა და კიდევ სხვა ნიშნებით განსხვავდება. თითოეული პატარა ნაწილი ღირებულ საქმეს აკეთებს, სისტემა მწყობრში მოდის, ერთ მთლიან ძალად იკრება  და კუთვნილ მოვალეობას ასრულებს. საბოლოო არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული, თუ რას ანიჭებთ უპირატესობას. სახელურითა და ბორბლებით გსურთ, თუ მათ გარეშე. როგორი საწვავის ტიპის და წონის გნებავთ. ამ ყველაფრის გადაწყვეტის შემდეგ, გამოწერილ მოდელს სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ.

მაინც რომელი ჩამოთვლილი გენერატორებიდან ?

განხილული გენერატორები ხარისხის საუკეთესო გარანტია. ამაში მდგომარეობს თითოეული მათგანის გამორჩეულობა. უპირატესობები პრიორიტეტების დალაგებაში დაგეხმარებათ. კონკრეტულად ერთის გამორჩევა რთულია, რადგან საბოლოოდ, ოთხივე მათგანი სხვადასხვა მონაცემებით ფასდება. მთავარია სწორად განსაზღვროთ, თუ რა სიმძლავრის, წონის, კომპლექტაციის, მოცულობისა და სხვა ნიშნით განსხვავებულია თვენთვის ხელსაყრელი. ამიტომ, მონაცემების დახმარებით, საქმეს გამარტივებას და გენერატორის კომფორტულად შეძენას შეძლებთ.

გარანტიის მნიშვნელობა

როდესაც საქმე ეხება ისეთ სერიოზულ ხელსაწყოს, როგორიცაა გენერატორები, საჭიროა გარანტია. ამ პერიოდში, პროდუქტის ქარხნული პრობლემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნათლად წარმოჩნდება. ამიტომ, ერთწლიანი გარანტიის ქონისას, ამ საფრთხისგან დაზღვეული ხართ.

რატომ უნდა იყიდოთ გენერატორი Holst.ge - ზე ?

არჩევნის მრავალფეროვნება, ხელსაწყოს სიმძიმეს არ ცვლის. გენერატორები საკმაოდ მძიმე ნივთებია. იმის მიუხედავად, რომ მრავალი განმასხვავებელი ნიშანი აქვთ და მათ შორისაა წონაც, რაც უნდა იყოს, საბოლოოდ, მაინც მძიმეა და დიდ ძალას მოითხოვს. ამიტომ, სახლამდე მისი ხელით ტარება გაგიჭრდებათ. ცალკე პრობლემაა მაღაზიების ჩამოვლა, არჩევნის ფოკუსირება და თქვენთვის იდეალური მოდელის პოვნა. მით უმეტეს, თუ დროის ფაქტორით შეზღუდული ხართ. წინასწარი შერჩევნის გარეშე, შესვენებიდან გასვლა და მარტივად ყიდვა, სულაც არ არის ხელსაყრელი. Holst.ge - ზე კი მსგავსი პრობლემები არ შეგექმნებათ.  პროდუქციის ნახვა სასურველი ადგილიდან შეგიძლიათ, ყოველგვარი გადარბენების გარეშე. მხოლოდ ის დაგრჩენიათ, რომ თქვენ ძიებას შეუდგეთ, ჩვენ კი კომფორტს შეგიქმნით.

გენერატორების ფასების მრავალფეროვნება

თუ გენერატორის ყიდვას დიდი ხანია გეგმავთ, მაგრამ ფიქრობთ რომ ძვირი სიამოვნებაა, სინამდვილეში ასე არ არის. უკვე აღვნიშნეთ  მათი განსხვავება სხვადასხვა მახასიათებლით. განხილულ ოთხივე გენერატორში, ფასის მხრივაც დიდი სხვაობაა. ამ კუთხითაც თავისუფალი არჩევანი გაქვთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხარისხი უცვლელი რჩება. მართალია სხვა მახასიათებლები იცვლება, მაგრამ პირველ რიგში ყურადღებას გამძლეობა იქცევს. ამაზე ბევრია დამოკიდებული.

მაინც რატომ უნდა იყიდოთ გენერატორი აუცილებლად?

გენერატორი აუცილებლად საყიდელი ნივთების ნუსხაში საპატიო ადგილს იკავებს. ხელსაწყო რთულ სიტუაციაში თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. გაგიმარტივებთ საქმეს, რომლის შეუსრულებლობასაც შეიძლება დაეზიანებინეთ. გენერატორის წყალობით თავს მშვიდად ნებისმიერ დროს იგრძნობთ. წვიმიან, ქარიან და ნებისმიერ ცუდ ამინდში გარანტირებულად გეცოდინებათ, რომ ელექტოენერგიის გარეშე არ დარჩებით. მისი მეშვეობით გაანათებთ სახლის ყოველ კუთხეს და სიბნელეში მჯდომს ნეგატიური ფიქრებიც არ წაგიღებთ. ზემოთ განხილული ინფორმაცია კი  სახლიდან გაუსვლელად, კითხვის დასრულებისთანავე, სასურველი გენერატორის შერჩევაში დაგეხმარებათ.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება