როგორ შევარჩიოთ გენერატორი?

გენერატორი არის დანადგარი, რომელიც თავიდან აგაცილებთ ელექტრო ენერგიის გათიშვისგან გამოწვეულ პრობლემებს, ეს შესაძლოა იყოს სახლში ან ოფისში, ფაქტობრივად როდესაც ელექტრო ენერგია წყდება მთელი თქვენი სამუშაო პროცესი ფერხდება, აქიდან საუკეთესო გამოსავალი კი გენერატორის შეძენაა. ის აღნიშნულ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში თქვენი შეუცვლელი დამხმარე გახდება.

სანამ გენერატორს შეიძენთ უნდა განსაზღვროთ რა მიზნისთვის გჭირდებათ, (აგარაკზე, ოფისში,სახლში და ა.შ), ინტენსიური დატვირთვისთვის თუ იშვიათად გამოყენებისათვის. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინების შემდგომ გაგიმარტივდებათ თქვენთვის სასურველი და საჭირო გენერატორის შეძენა.

მოწყობილობის ყიდვამდე უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი:

  • სად უნდა გამოიყენოთ (მაგ: სახლი, კოტეჯი, ოფისი, მშენებლობა, ელექტროინსტრუმენტი და სხვა), ამით დავადგენთ რა ფუნქციური მახასიათებლების მოწყობილობა გვჭირდება ჩვენი საქმიანობისათვის.
  • რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ აღნიშნული მოწყობილობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია.
  • ჯამური დატვირთვა - ანუ რამდენმა მოწყობილობამ უნდა იმუშაოს გენერატორის ელექტროენერგიით
  • დღიური გამოყენების ხანგრძლივობა - ხანმოკლე/ავარიული თუ 24 საათიანი მუშაობის რეჟიმი
  • ფაზა - 3 ფაზა ; 1 ფაზა ან ორივე ერთად
  • საწვავის ტიპი - დიზელი, ბენზინი, გაზი (აირი)
  • ხმაურიის დონე

გენერატორის არჩევისას გასათვალისწინებელი ფაქტორია აგრეთვე სიმძლავრე. რამდენ ვატს მოიხმარს ელექტრო ტექნიკა და განათება, რომელმაც გენერატორზე უნდა იმუშაოს, ეს არის პირველ რიგში დასათვლელი. გენერატორის სიმძლავრის სწორი გათვლის შედეგად, თქვენ არ შეგექმნებათ ტექნიკური ან დეფიციტური დისკომფორტი, და თქვენი გენერატორის შეასრულებს თავის მისიას სრული დატვირთვით და სტაბილურობით!

Holst.ge არის ონლაინ ჰიპერმარკეტი სადაც შეძლებთ სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლების მქონე გენერატორის შეძენას. ასევე, ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილია ელექტრო ინსტრუმენტები, განათების მოწყობილობები, ბაღის მოვლის ხელსაწყოები, ხელის ინსტრუმენტები, სანტექნიკის და გათბობის მოწყობილობები და მცენარეთა მოვლის საშუალებები.

აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დენის ძრავები სტარტის მომენტისას, ნომინალურზე, საშუალოდ სამჯერ მეტ სიმძლავრეს მოითხოვენ. მაგალითად, თუ გვაქვს ბურღი, რომლის სიმძლავრეა 500 ვატი, მისი ჩართვისთვის დაგვჭირდება 1500 ვატამდე ენერგია. მას შემდეგ რაც დავაჯამებთ საჭირო ვატების რაოდენობას, უკვე შესაბამისი გენერატორის შერჩევის დროა.

მას შემდეგ რაც გავარკვევთ რა სიმძლავრის გენერატორი დაგვჭირდება, უნდა ავარჩიოთ გენერატორის ტიპი.

საწვავი - არსებობს დიზელზე, ბენზინზე და ბუნებრივ აირზე მომუშავე გენერატორები. გაზის გენერატორი ყველაზე ეკონომიურია, თუმცა ნაკლებად გავრცელებულია და საკმაოდ ძვირიც ღირს. მაღალი სიმძლავრის გენერატორების უმრავლესობა დიზელზე მუშაობს.

სტარტი - გენერატორი შეიძლება იყოს მექანიკურ სტარტზე (თოკით) ან ელექტრო სტარტზე, აკუმულატორის საშუალებით.

კამერა - გენერატორი შეიძლება იყოს ხმის დამხშობი კამერით ან მის გარეშე. ხმის დამხშობი კამერა გენერატორის ფასს აძვირებს, თუმცა აუცილებელია ხშირ შემთხვევაში.

გენერატორის ხმაურის დონე წინასწარ უნდა იცოდეთ, რომ შემდგომ გამოყენებისას არ შეგექმნათ პრობლემები თქვენს მეზობლებთან ან გარშემომყოფებთან. (თუ მოწყობილობის გამოყენებას სახლში აპირებთ).

ძრავის ბრუნვის სიჩქარე - ზოგ შემთხვევაში ბრუნვის სიჩქარესაც აქცევენ ყურადღებას, კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე. რაც უფრო სწრაფად ბრუნავს ძრავი მით უფრო მცირე სამუშაო რესურსი აქვს.

ჩვენს ვებ გვერდზე წარმოდგენილი Schpindel ბრენდის მაღალი ხარისხის გენერატორი, აღნიშნული კომპანია მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური და საიმედო ელექტრო მოწყობილობების წარმოებით. მას უამრავი მადლიერი მომხმარებელი ყავს.

Schpindel მთავარი მიზანი არის, პროდუქციის შექმნისას გაითვალისწინონ თითოეული ადამიანის ინდივიდუალური საჭიროება და სურვილი. კომპანია გულმოდგინედ ცდილობს მშენებლებს, ხელოსნებსა და ადამიანებს, რომელთაც სახლის სამუშაოების გაკეთება უწევთ, შეუმსუბუქოს და გაუმარტივოს საქმე, თავიანთი პროდუქციით კი ეს ძალიან კარგად გამოსდით.

Schpindel არის ბრენდი, რომელიც განვითარებული მსოფლიოს გამოწვევებს, პასუხობს ახალი ინოვაციებით,ისინი აფასებენ მომავლის მოთხოვნებს, მუდმივად მუშაობენ, ფიქრობენ და იგონებენ ისეთ ხელსაწყოებს, რომლებიც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს. მათი მუშაობა ჩარჩოებს სცდება და მუდმივად სიახლის ძიებაში არიან.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

schpindel generatori

მახასიათებლები:

  • ბრენდი SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი გენერატორი
  • სიმძლავრე 1.1 kw
  • გარანტია 1 წელი
  • წონა (კგ) 27
  • კვების წყარო 220-240 V
  • ავზის მოცულობა 6 l
  • საწვავის ტიპი ბენზინი
  • კუბატურა 98 cc
  • სტარტერი მექანიკური
  • ზეთი 10-30 W

შეიძინეთ ჩვენთან მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმოებული საუკეთესო ხარისხის გენერატორები თუ სხვა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო-სარემონტო მოწყობილობები შეღავათიან ფასად. მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას გაძლევთ თქვენს ბიუჯეტსა და სურვილებზე მორგებული მოწყობილობა შეარჩიოთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ლიდერ ბრენდებთან, მათი წარმოებული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში Holst.ge. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს რომ ჩვენთან ხარისხიანი, საიმედო და ორიგინალი მოწყობილობებია წარმოდგენილი. 

ჩვენთან შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, უფასო მიწოდების სერვისი საქართველოს მასშტაბით, მოქნილი ონლაინ განვადების პირობები და სხვადასხვა ფასდაკლებები. ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ფართო ასორტიმენტი შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული ხელსაწყოები.

შეიძინეთ Holst.ge-ზე წარმოდგენილი ინოვაციური პროდუქცია, გაიმარტივეთ ცხოვრება და შეიქმენით სრული კომფორტი.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება