ეს იყო მაშინ, პრინციპში, არც ისე დიდი ხნის წინათ, როცა გასული საუკუნის 90-იან წლებში გენერატორები, ჩვეულებრივ, საყვარელი სერიალების საყურებლად გვჭირდებოდა, იქნებოდა ეს: „მონა ქალი იზაურა“, „მდიდრებიც ტირიან“, „კასანდრა“, კორადო კატანის „რვაფეხა“ თუ რაც იყო კიდევ, ალბათ, თავადაც გემახსოვრებათ...
სინამდვილეში, მაშინაც და მით უმეტეს, დღეს, გენერატორს უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დანიშნულება აქვს და საკმაოდ ბევრ სფეროში დიდი წარმატებითაც გამოიყენება.
გენერატორი - ეს არის დანადგარი, რომელიც გამოსადეგია სახლში, ოფისში, საწყობში, ფარეხში, აგარაკზე, ხანგრძლივი ლაშქრობისას, ასევე, საავადმყოფოებისთვის, სამშენებლო ობიექტებისთვის, როგორც მცირე, ისე დიდი მასშტაბის საწარმოებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მთავარი მახასიათებლები და მათი მნიშვნელობა
პირველ რიგში, როცა დღის წესრიგში გენერატორის შეძენის საკითხი დგება, აუცილებლად უნდა დავაზუსტოთ, ამ დანადგარის რომელი მახასიათებელია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პირობებში:
- სიმძლავრე;
- მასა;
- გაბარიტები;
- მუშაობის დრო;
- ხმაურის დონე;
- ჩართვის სიმარტივე;
- რეზერვის ავტომატურად ამოქმედების შესაძლებლობა;
- ღირებულება.
გენერატორის სიმძლავრე - პირველია, რაზეც შეძენისას საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეთ. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა მარტივად ხდება: უნდა დაიანგარიშოთ ელექტრომოწყობილობების საერთო სიმძლავრე, რომლებიც გენერატორის მეშვეობით უნდა ამუშაოთ.
სიმძლავრის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გენერატორის ძრავა. საწვავის ტიპის მიხედვით, გენერატორები შემდეგნაირად იყოფა: ბენზინისა და დიზელის.
გენერატორები საწვავის ტიპების მიხედვით
ყველაზე პოპულარული ვარიანტი. სტატისტიკის თანახმად, გაყიდული გენერატორების დაახლოებით 60 პროცენტი სწორედ ბენზინზე მოდის. განსაკუთრებით პოპულარულია ბენზინის გენერატორი საყოფაცხოვრებო პირობებში მოხმარებისთვის.
ბენზინის გენერატორის უპირატესობები:
- ნაკლებად ხმაურიანია;
- არ არის ზედმეტად მძიმე;
- ხელმისაწვდომი ღირებულება. ერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და გაზის გენერატორებთან შედარებით, ბენზინის ვერსია გაცილებით ხელმისაწვდომია;
- დაბალი ტემპერატურის პირობებში, ბენზინის გენერატორის დაქოქვა ბევრად მარტივია.
ბენზინის გენერატორის მინუსები:
- ბენზინის მაღალი ფასის გამო, ყოველი კილოვატი შედარებით ძვირი გამოდის.
-
დიზელის გენერატორები
ბენზინის გენერატორის არც თუ ურიგო ალტერნატივა. გვხვდება როგორც მობილური, ისე მოზრდილი ვარიანტები. შედარებით მცირე ზომის დიზელის გენერატორი ჰაერით გაგრილების სისტემით მუშაობს, სტაციონარული - წყლით გაგრილების სისტემით.
დიზელის გენერატორის უპირატესობები:
- დიზელის გენერატორის მოტორესურსი 40 ათას მოტოსაათმდეა;
- უმკლავდება მნიშვნელოვან დატვირთვებს. შესვენების გარეშე ხანგრძლივად მუშაობს;
- საწვავის ხარჯვის მხრივ, დიზელის გენერატორი 20-30 პროცენტით ეკონომიურია.
დიზელის გენერატორის მინუსები:
- იმდენად ხმაურიანია, რომ უმჯობესია, დიზელის გენერატორი ცალკე შენობაში განათავსოთ;
- დიზელის გენერატორის ფასი ყოველთვის მეტია. ერთი და იმავე სიმძლავრის დიზელისა და ბენზინის გენერატორების ღირებულების სხვაობა დაახლოებით 20-40 პროცენტს შეადგენს.
-
გაზის გენერატორები
ნაკლებად გავრცელებული ვარიანტია. გაზის გენერატორი ბალონს უნდა მიუერთდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გამოყენების მაქსიმალური ხანგრძლივობა ბალონის მოცულობას უკავშირდება - რაც უფრო დიდია, გენერატორიც მით მეტხანს მუშაობს.
გაზის გენერატორის უპირატესობები:
- ძრავა ექსპლუატაციის ხანგრძლივი პერიოდით გამოირჩევა, ვინაიდან გაზი არ აფუჭებს ლითონს და არ იწვევს კოროზიას;
- გაზი გაცილებით ეკოლოგიური საწვავია.
გაზის გენერატორის მინუსები:
- მომატებული საფრთხე, რაც გაზის ბალონების გამოყენებას უკავშირდება.
Schpindel SCHI-169009 გენერატორი ბენზინზე 2.8KW X208CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 2.8kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518169009
- წონა (კგ) - 41.6
- კვების წყარო - 220-240V
- ავზის მოცულობა - 15L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 208cc
- სტარტერი - მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30დამატებითი ინფორმაცია - კონტროლ პანელი: Senci,უკუქცევა/სტარტი/ორი ევროპა სოკეტები/ძაბვის მრიცხველი/T ტიპის DC სოკეტი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/50HZ
- /DC/AVR სინგლი ფაზა, სპილენძის მავთული
Schpindel SCHI-169016 გენერატორი ბენზინზე 5.5KW X420CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 5.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518169016
- წონა (კგ) - 75.2
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 420cc
- სტარტერი - მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი: Senci სტილი, უკუქცევის დაწყება/სამი ევროპული სოკეტები/ძაბვის მრიცხველი/T ტიპის DC სოკეტი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/50HZ /T ტიპის DC/AVR ერთფაზიანი, სპილენძის მავთული
Schpindel SCHI-198573 გენერატორი ბენზინზე (E.START) 8.5KW (220-380V) X420CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 8.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518198573
- წონა (კგ) - 105
- კვების წყარო - 220/380V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 420cc
- სტარტერი - ავტომატური (E.START)
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი: Senci სტილი, უკუ დაწყება/გაშვება/ ორი ევროპული სოკეტი/ძაბვის მრიცხველი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/380V/50HZ /T ტიპის DC/AVR სამფაზიანი