| გენერატორი დღისითაც მოწოდების სიმაღლეზეა, ღამით ხომ შეუფასებელი |
| გენერატორი დღისითაც მოწოდების სიმაღლეზეა, ღამით ხომ შეუფასებელი |
ნამდვილი იდეების გენერატორიაო, შეაქებენ ხოლმე გამორჩეული აზროვნების მქონე ადამიანს... ჩინებულია, მისალოცი ამბავია და ყოჩაღ ყველას, ვინც ასეთ შეფასებას იმსახურებს. ერთი კია, იდეების ყველაზე გამორჩეულ გენერატორსაც კი ღამით მაინც სჭირდება მოსვენება, გამოძინება და ასე შემდეგ. აი, ის გენერატორი, რომელზეც ქვემოთ უნდა მოგიყვეთ, დღისითაც მოწოდების სიმაღლეზეა და ღამით ხომ საერთოდ - შეუფასებელი!..
სანამ უფრო კონკრეტულ საუბარზე გადავალთ, ისიც ვთქვათ, რომ შეგხვდებათ გენერატორები, რომლებსაც შესვენება სჭირდებათ, მაგრამ ისეთიც მრავლად არის, ხანგრძლივი დატვირთვის მიუხედავად, „წარბსაც რომ არ შეიხრის“.
ისე, ხომ არსებობს დანადგარები, რომელთა დიდი ნაწილი შესაძლოა, არც არასოდეს დაგვჭირდეს, მაგრამ გენერატორი უამრავი პროფესიისა თუ ინტერესების მქონე ადამიანს უწევს ძალიან დიდ დახმარებას და შესავალი სიტყვა რომ ძალიან არ გაგვიგრძელდეს, უმჯობესია, საქმეზე გადავიდეთ.
ისევ ამ გზას გავყვეთ - როგორ გგონიათ, ვის შეიძლება, გენერატორი დასჭირდეს? ვფიქრობთ, ყველას! მით უმეტეს, თუკი კერძო სახლი აქვს და კიდევ მით უმეტეს, თუ აგარაკის მფლობელიცაა, რადგან ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის სარეზერვო წყაროს ქონა.
გენერატორის სიმძლავრე - პირველი, რასაც გენერატორის შერჩევისას უნდა მიაქციოთ ყურადღება. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა არც ისე რთულია: უნდა შეკრიბოთ ელექტრომოწყობილობების სიმძლავრე, რომელთა ერთდროულად ჩართვასაც ფიქრობთ.
ძრავა - უმნიშვნელოვანესი აგრეგატია, რომლის საიმედოობასა და გამძლეობაზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს იმუშავებს გენერატორი.
საწვავის ტიპების მიხედვით, გენერატორები ასე იყოფა: დიზელისა და ბენზინის.
უპირატესობა - დიდი რესურსი და საწვავის ნაკლები მოხმარება. კიდევ ერთი თავისებურება ფასია: დიზელის მოდელის ღირებულება საშუალოდ, ორჯერ ძვირია ბენზინის ანალოგთან შედარებით.
დიზელის გენერატორი აქტუალურია, როცა ენერგიის მუდმივი წყაროს საჭიროება დგას, რაც შეეხება შემთხვევებს, როცა დანადგარის ექსპლოატაცია მოხდება როგორც კვების ავარიული წყარო, უკეთესი უკვე ბენზინის ძრავაა.
პირველ რიგში, მისი მასა შედარებით დაბალია და ასევე, ფასიც უფრო ხელსაყრელია, ვიდრე დიზელის ვერსიისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ყველა მოდელს არ აქვს ერთი აუცილებელი დამცავი ფუნქცია - ზეთის დონის კონტროლის მექანიზმი, რომელიც გენერატორს საშუალებას არ მისცემს, ჩაირთოს, თუკი კარტერში ზეთის დონე დაბალია. ამდენად, მოტორის ზეთის პერიოდული კონტროლი უკიდურეს აუცილებლობას წარმოადგენს.
როგორც წესი, პასპორტში მწარმოებელს ორი აუცილებელი მახასიათებელი შეჰყავს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე. რა სხვაობაა მათ შორის და მაგალითად, დანადგარს შეუძლია, რომ იმუშაოს ნომინალური სიმძლავრით და უზრუნველყოს აღჭურვილობა და მოწყობილობები 6 საათის განმავლობაში, შემდეგ კი აუცილებლად სჭირდება ერთსაათიანი შესვენება.
მაქსიმალური სიმძლავრით ექსპლოატაციის პირობებში, გენერატორი საწვავს ორჯერ სწრაფად გახარჯავს, რის შემდეგაც, შესვენება ასევე ესაჭიროება. მუდმივად მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობა, ბუნებრივია, ცვეთის მაჩვენებლებს ზრდის.
გაითვალისწინეთ! თუნდაც ყველაზე პროფესიონალური გენერატორი გქონდეთ საჰაერო გაგრილებით, მწარმოებლის მიერ დადგენილი მუშაობისა და შესვენებების ციკლის უგულებელყოფა კატეგორიულად არ შეიძლება!..
თუკი სიმძლავრის დიდი მარაგის მქონე გენერატორს შეიძენთ, მაგრამ შესაბამისად არ დატვირთავთ, თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება: საწვავი ბოლომდე არ დაიწვება, სანთელი ჭვარტლით უფრო სწრაფად დაიფარება, მოტორის ზეთსაც უფრო ხშირად გამოცვლა დასჭირდება და ასე შემდეგ.
ამავე მიზეზით, ბენზინის დანადგარის მუშაობა დატვირთვის გარეშე „უქმი სვლით“ დასაშვებია მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში.
აქედან დასკვნა: ელექტროენერგიით მხოლოდ ჩაიდნისა და ნათურის მომარაგებისთვის ნამდვილად არ ღირს, 6 კვტ-იანი გენერატორის შეძენა!
იმისთვის, რომ ექსპლოატაციის ვადა მნიშვნელოვნად გახანგრძლივდეს, აპარატის აუცილებელი მინიმალური დატვირთვა ამგვარად უნდა გაითვალისწინოთ - სიმძლავრის 20 %, თუ ბენზინის გენერატორზეა საუბარი, ხოლო დიზელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 25 % გახლავთ.
რეზერვის ავტომატურად გააქტიურებისა და გათიშვის ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, ადამიანის ჩარევის საჭიროება აღარ დგას. მოწყობილობა ცენტრალურ ქსელს აკონტროლებს და როცა ელექტრობა 10 წამზე მეტხანს ითიშება, გენერატორი თავისით ირთვება. თუკი ქსელში ძაბვა კვლავ ჩნდება, ავტომატური მექანიზმი, შესაბამისად, გენერატორს თიშავს.
გადაავლეთ თვალი Holst.ge-ზე წარმოდგენილ გენერატორებს და სასურველის შერჩევის შემდეგ, შეძენას ძალიან მარტივად შეძლებთ.


