გენერატორი - ელექტროენერგიას მიიღებთ იქ, სადაც დაგჭირდებათ |
გენერატორი - ელექტროენერგიას მიიღებთ იქ, სადაც დაგჭირდებათ |
საკმაოდ დიდი ხანია, რაც გენერატორი ჩვენს ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. იმას ზუსტად ვერ გეტყვით, ყველაზე საჭირო ელექტრო მოწყობილობების რეიტინგში რომელ ადგილს დაიკავებდა, მაგრამ მინიმუმ ხუთეულში მაინც რომ უცვლელად შეინარჩუნებდა პოზიციებს, ფაქტია.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენერატორები მაგალითად, კლინიკებისთვის, რესტორნებისთვის, საცხობებისთვის, მშენებლობისთვის, სადაც ელექტროენერგიის მცირე ხნით გათიშვასაც კი, შესაძლოა, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. რაღა თქმა უნდა, ურიგო არ არის გენერატორი არც ქალაქებსა და სოფლად - ელექტროენერგიას იქ მიიღებთ, სადაც საჭირო იქნება.
გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.
- დანადგარი არ უნდა ვიბრირებდეს. უმჯობესია, განთავსდეს პლატფორმაზე, რომელსაც ამორტიზატორები ექნება. იდეალური ვარიანტია ბეტონის იატაკზე დაგებული რეზინის ხალიჩები. ასეთ შემთხვევაში, ხმაურის ჩახშობაც მოხერხდება და ვიბრაციასაც გაუმკლავდება.
- ხმოიზოლაცია. ყველა გენერატორშია ჩაშენებული მაყუჩი, თუმცა ხმაურს დანადგარი მაინც გამოსცემს (განსაკუთრებით, დიზელის). როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ხმაური დეციბელების მიხედვით, 200 მეტრის სიშორეზე მყოფი თვითმფრინავის ხმაურს უტოლდება. ასეთი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია სენდვიჩპანელების გამოყენება იმ ოთახისთვის, სადაც გენერატორი უნდა დაიდგას.
- მავნე გამონაბოლქვი. გენერატორის გამონაბოლქვი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საშიში, არამედ სასიკვდილოდ სახიფათოც კია. ამდენად, ოთახი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს.
- ჰაერით უზრუნველყოფა. შიდაწვის ძრავის ფუნქციონირება შეუძლებელია ჟანგბადით უზრუნველყოფის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერი გენერატორს იმისთვისაც სჭირდება, რომ გამართულად იმუშაოს.
- დასკვნა. რა თქმა უნდა, უმჯობესია, გენერატორი დახურულ სივრცეში იყოს, საუკეთესო ვარიანტია სივრცე, რომელიც სახლიდან განცალკევებით მდებარეობს. ხოლო იმისთვის, რომ დანადგარმა დიდხანს იმუშაოს, აუცილებელია კარგი ხმოიზოლაცია, ჰაერით უზრუნველყოფა და სანათადო ტემპერატურა.
ზამთარში გენერატორის მოვლის რეკომენდაციები ასეთია: დარჩენილი საწვავი უნდა ამოიღოთ ავზიდან და კარბიურატორიდან. აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ფილტრი, შეამოწმოთ სანთლები. შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. კორპუსზე უნდა დაიტანოთ კოროზიისგან დამცავი საშუალება. გენერატორი უნდა მოათავსოთ კოლოფში და მშრალ, სასურველია, თბილ ადგილას შეინახოთ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არ ღირს საწვავის შენახვა 30 დღეზე მეტხანს, რადგან ოქტანობა მცირდება და აუცილებელი თვისებებიც იკარგება.