გენერატორი - ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და პრაქტიკული გამოგონება

ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ გენერატორები არ არსებობს, რამდენ სფეროს შეექმნებოდა პრობლემები, არა? სწორედ აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს არის დანადგარი, რომელიც თამამად იმსახურებს საპატიო სტატუსს - ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და პრაქტიკული გამოგონება.

რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი გენერატორი, რა დახმარების აღმოჩენა შეუძლია და როგორ შევარჩიოთ, ქვემოთ დეტალურად ვისაუბროთ.

სად გამოგვადგება გენერატორი?

სად შეიძლება გენერატორი გამოვიყენოთ? ძირითადად მას შემდეგ ადგილებში შეხვდებით:

  • სახლში;
  • აგარაკზე;
  • სავაჭრო ცენტრებში;
  • სამშენებლო ან საწარმოო ობიექტზე;
  • კლინიკებში.

თითოეულ შემთხვევაში, ერთ-ერთი მთავარი საკითხი გენერატორის სიმძლავრე გახლავთ, რათა დანადგარი დაკისრებულ მოვალეობას გაუმკლავდეს. შესაძლებელია თუ არა იმის განსაზღვრა, როგორი სიმძლავრე გვჭირდება? ახლავე მოგახსენებთ.

დააზუსტეთ თითოეული მომხმარებლის მაჩვენებლები, რომლებიც ქსელს უნდა მიუერთდნენ. გასათვალისწინებელია, რომ ყველა ელექტრომოწყობილობა ერთდროულად არ იმუშავებს. განსაზღვრეთ, რომელი აღჭურვილობა არ ჩაირთვება ერთდროულად სხვა აღჭურვილობასთან ერთად.

  • გენერატორი სახლისთვის

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის 3 კილოვატიც საკმარისია. გამოიყენებთ განათებას, პირველადი აუცილებლობის მოწყობილობებს, მაგალითად, მაცივარს. თუმცა, ერთდროულად ფენის, უთოსა და სარეცხი მანქანის ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

  • გენერატორი აგარაკისთვის

აგარაკის შემთხვევაში, 5 კილოვატი სიმძლავრე საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, აგარაკზე, შესაძლოა, ჭაც გქონდეთ, რომელსაც ტუმბო ამუშავებს და შესაბამისად, გენერატორის ნაწილს იყენებს. ასევე, უპრობლემოდ ჩართავთ კომპიუტერსა და ტელევიზორს ისე, რომ სხვა მოწყობილობების მუშაობაზე სანერვიულო არაფერი გექნებათ.

  • გენერატორი მშენებლობისთვის

სამშენებლო მოედანი ის ადგილია, რომელიც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა. სამშენებლო ხელსაწყოები და აღჭურვილობა დიდ ენერგიას მოითხოვს არა მხოლოდ უშუალოდ ექსპლუატაციის, არამედ ჩართვის დროსაც, მაგალითად, შედუღების აპარატი. უმჯობესია, მშენებლობისთვის აირჩიოთ გენერატორი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 10 კილოვატია.

მშენებლობისთვის გენერატორი რამდენიმე მიზეზით არის საჭირო:

  • შორი მანძილი ელექტროქსელიდან;
  • მაღალი ალბათობა, რომ მუშაობის დროს კომუნიკაციები დაზიანდება.

ჰოდა, იმისთვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, აუცილებელია ელექტროენერგიის სარეზერვო წყარო. კარგი არჩევანი იქნება დიზელის გენერატორი, რომელიც მაღალ სიმძლავრეზე დიდხანს მუშაობს და საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს.

რამ შეიძლება დააზიანოს გენერატორი

სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:

  • გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
  • მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
  • უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.

გენერატორის დაცვა

ხარისხიანი დანადგარი გადახურებისგან დაცვის სისტემით უნდა იყოს აღჭურვილი. კრიტიკული ტემპერატურის მიღწევის შემთხვევაში, გენერატორი ითიშება, რაც ძრავის დაცვას უზრუნველყოფს. ასეთი სისტემის არქონა დანადგარის დაზიანების რისკებს ზრდის.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8 kw 220V/380V

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022876453
  • წონა (კგ) - 95.6
  • კვების წყარო - 220/380V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება