გენერატორი მაცივარსაც გაგინაბეთ, საძინებელსაც, სამზარეულოსაც, ავტოფარეხსაც

აბა, თუ იცით, სად მიდის ელექტროენერგია, როცა დენს ვთიშავთ?

სკოლაში ფიზიკის გაკვეთილი ზუსტად მაშინ გააცდინეთ, როცა ამას ხსნიდა მასწავლებელი, არა?

თუ ასეა, ახლავე გეტყვით - სად მიდის და შეიხედეთ მაცივარში და ნახავთ, ბატონო...

ხუმრობა იქით იყოს და გენერატორი მაცივარსაც გაგინაბეთ, როცა არ უნდა გამოაღოთ, საძინებელსაც, სამზარეულოსაც, ავტოფარეხსაც და რაც მთავარია, ფუჭად ელექტროენერგიას სულაც არ დახარჯავთ - როცა არ გენდომებათ, უბრალოდ, გათიშავთ ინსტრუმენტს და ეგ არის.

რა ტიპის გენერატორები არსებობს, როგორ შეარჩიოთ, რას მიაქციოთ ყურადღება, ჩამოვსხდეთ და ერთად გავარკვიოთ ეს ყველაფერი.

საიდან უნდა დავიწყოთ გენერატორის შერჩევაზე ფიქრი?

გენერატორის სიმძლავრე - პირველია, რაზეც შეძენისას საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეთ. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა მარტივად ხდება: უნდა დაიანგარიშოთ იმ ელექტრომოწყობილობების საერთო სიმძლავრე, რომლებიც გენერატორის მეშვეობით უნდა ამუშაოთ.

სიმძლავრის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გენერატორის ძრავა. საწვავის ტიპის მიხედვით, გენერატორები შემდეგნაირად იყოფა: ბენზინისა და დიზელის.

  • დიზელის გენერატორი

დიზელზე მომუშავე გენერატორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბენზინთან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მეორე თავისებურება ფასია: ბენზინთან შედარებით, დიზელის გენერატორი დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს.

დიზელის გენერატორი აქტუალურია უფრო იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ენერგიის მუდმივი წყარო.

თუკი დანადგარი უნდა გამოიყენოთ როგორც კვების ავარიული წყარო, უმჯობესია, არჩევანი ბენზინის მოდელზე გააკეთოთ.

  • ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, ბენზინზე მომუშავე გენერატორები გაცილებით ნაკლები წონის არის და რაც მთავარია, იაფია.

ძრავის დაცვის თვალსაზრისით, ყველა მოდელს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც ზეთის კონტროლის სენსორია. სენსორი არ დაუშვებს ძრავის ამუშავებას, როცა კარტერში ზეთის დონე დაბალია.

ზოგადად, პერიოდულად მოტორის ზეთის კონტროლი და გამოცვლა აუცილებელია.

გენერატორის ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე

პრაქტიკულად ყველა გენერატორს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე:

  • ნომინალური - ეს არის გენერატორის რეალური (სამუშაო) სიმძლავრე. ნომინალური სიმძლავრის ფარგლებში, დანადგარს საკმაოდ დიდხანს მუშაობა შეუძლია, თუ დავაზუსტებთ, იქამდე, სანამ ავზში საწვავი არ გათავდება;
  • მაქსიმალური - მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს: მუშაობს რამდენიმე წამიდან 20-30 წუთამდე. შემდეგ აქტიურდება თერმული დაცვა და გენერატორი ითიშება.

რამდენი საათი მუშაობს გენერატორი შეუჩერებლად?

ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ეს იმით აიხსნება, რომ ბაზარზე ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი დანადგარია წარმოდგენილი, რომელთაც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, რაც პირდაპირ მოქმედებს ექსპლუატაციის ეფექტიანობასა და მუშაობის მაქსიმალურ დროზე.

პირველ რიგში, შესვენების გარეშე მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთვაზეა დამოკიდებული, ასევე, გაგრილების სისტემაზე. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ყველა მოდელის ინსტრუქციას ახლავს თან, მაგრამ კანონზომიერება ყველას შემთხვევაში ერთია: რაც მეტია დატვირთვა, მით ნაკლებია მუშაობის ხანგრძლივობა.

ყველაზე მარტივ მოდელს შეუძლია დაახლოებით 10 საათიანი შეუჩერებელი მუშაობა. მძლავრი მოდელების შემთხვევაში, საუბარია მინიმუმ ორჯერ მეტ დროზე.

  • გენერატორი სახლისთვის

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის 3 კილოვატიც საკმარისია. გამოიყენებთ განათებას, პირველადი აუცილებლობის მოწყობილობებს, მაგალითად, მაცივარს. თუმცა, ერთდროულად ფენის, უთოსა და სარეცხი მანქანის ჩართვა კატეგორიულად არ შეიძლება.

  • გენერატორი აგარაკისთვის

აგარაკის შემთხვევაში, 5 კილოვატი სიმძლავრე საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელია. დიდი ალბათობით, აგარაკზე, შესაძლოა, ჭაც გქონდეთ, რომელსაც ტუმბო ამუშავებს და შესაბამისად, გენერატორის ნაწილს იყენებს. ასევე, უპრობლემოდ ჩართავთ კომპიუტერსა და ტელევიზორს ისე, რომ სხვა მოწყობილობების მუშაობაზე სანერვიულო არაფერი გექნებათ.

  • გენერატორი მშენებლობისთვის

სამშენებლო მოედანი ის ადგილია, რომელიც ელექტროენერგიის მაღალი მოხმარებით გამოირჩევა. სამშენებლო ხელსაწყოები და აღჭურვილობა დიდ ენერგიას მოითხოვს არა მხოლოდ უშუალოდ ექსპლუატაციის, არამედ ჩართვის დროსაც, მაგალითად, შედუღების აპარატი. უმჯობესია, მშენებლობისთვის აირჩიოთ გენერატორი, რომლის სიმძლავრე მინიმუმ 10 კილოვატია.

მშენებლობისთვის გენერატორი რამდენიმე მიზეზით არის საჭირო:

  • შორი მანძილი ელექტროქსელიდან;
  • მაღალი ალბათობა, რომ მუშაობის დროს კომუნიკაციები დაზიანდება.

ჰოდა, იმისთვის, რომ პროცესი არ შეფერხდეს, აუცილებელია ელექტროენერგიის სარეზერვო წყარო. კარგი არჩევანი იქნება დიზელის გენერატორი, რომელიც მაღალ სიმძლავრეზე დიდხანს მუშაობს და საწვავსაც ეკონომიურად მოიხმარს.

Schpindel inverter გენერატორი ბენზინზე 2.0 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი ინვერტორული
  • სიმძლავრე - 2.0kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022156647
  • წონა (კგ) - 21
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 4 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8 kw 220V/380V

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022876453
  • წონა (კგ) - 95.6
  • კვების წყარო - 220/380V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება