გენერატორი - თან ძველ დროს გაგახსენებთ, თან სასარგებლო ამბებითაც მოგამარაგებთ

აბა, რას გაიხსენებთ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან? ალბათ, უცნაურ ფხვნილებს, რომელთაგან ზოგი წვენად გადაიქცეოდა ხოლმე, ზოგი ერბოკვერცხად, ზოგი - რძედ. ორცხობილას, რომელსაც ცეცხლი ეკიდებოდა, კი ბატონო. ასევე, სარკიან ლამპებს, „კერასინკებს“ და რაღა თქმა უნდა, ვის დაავიწყდება ფუფუნების ყველაზე გამორჩეული საგანი - გენერატორი, რომელიც პრაქტიკულად, ერთადერთი საშუალება იყოს, საყვარელი სერიალისთვის ან საინფორმაციო გამოშვებისთვის გვეყურებინა...

ჰო, არ იყო მარტივი მაშინდელი პერიოდი, მაგრამ დღეს, საბედნიეროდ, არც ორცხობილებს ვუკიდებთ ცეცხლს და ნატურალური წვენების არჩევანიც ასე თუ ისე მაინც გვაქვს. აი, გენერატორები კი აქტუალობას არც ახლა კარგავენ. საბედნიეროდ, ფუფუნების საგანი ნამდვილად აღარ არის და მისი ბევრად უფრო პრაქტიკულად გამოყენებაა შესაძლებელი, ვიდრე ბრაზილიური სერიალებისთვის ამოქოქვა გახლდათ.

გამოყენების სფეროთა ჩამონათვალი ნამდვილად ფართოა და შესაბამისად, მოთხოვნაც მაღალი. საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის, სამშენებლო მოედნებსა თუ სხვა ობიექტებზე სამუშაოდ მომხმარებლები ირჩევენ ერთფაზიან და სამფაზიან დანადგარებს დამცავი გარსაცმებით და ლითონის ჩარჩოთი. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის სიმძლავრეს, ვინაიდან სწორედ ამ პარამეტრზეა დამოკიდებული აგრეგატის წარმადობა.

გენერატორების გამოყენების სფეროები

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები

გენერატორი სამშენებლო მოედნესა და ისეთ ადგილებში გამოიყენება, სადაც ელექტროდამცემ ხაზზე მიერთების საშუალება არ არსებობს. მისი დახმარებით ამუშავებენ ელექტროინსტუმენტებს და სხვადასხვა აღჭურვილობას. ასეთ პირობებში გასათვალისწინებელია გენერატორების სიმძლავრე, გაბარიტები, გარკვეულ პირობებში გამართულად მუშაობის შესაძლებლობა და ასე შემდეგ.

ასევე, გენერატორი გამოიყენება როგორც ელექტროენერგიის სათადარიგო წყარო შეუფერხებელი საქმიანობისთვის მაგალითად, სახელოსნებში, ავტოსერვისებში და ასე შემდეგ.

  • კრიტიკული ობიექტების უწყვეტი ელექტრომომარაგება

გენერატორები დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა ოფისებში, სადაც კომპიუტერული მონაცემების დაკარგვას სერიოზული პრობლემების გაჩენა შეუძლია. რაღა თქმა უნდა, დანადგარი საჭიროა პოლიკლინიკებში, საავადმყოფოებში, საბანკო-საფინანსო დაწესებულებებში ავარიული განათებისთვის, უსაფრთხოების სისტემის გამართულად მუშაობისთვის, სპეციალური აღჭურვილობის მიერთებისთვის.

  • აგარაკები

გენერატორი გამოიყენება როგორც ელექტროენერგიის დამატებითი ან სარეზერვო წყარო ქალაქიდან მოშორებულ პუნქტებში, აგარაკებზე, სათბურებისთვის.

  • ტურიზმი

მძირე სიმძლავრისა და კომპაქტური ზომების მქონე გენერატორი არაერთი პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა სახლიდან შორს. მაგალითად, მასზე შეიძლება მიერთდეს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობა, მათ შორის, მანქანის მაცივარი. ასევე, შესაძლებელია, მეთევზეებს დიდი დახმარება გაუწიოს.

გენერატორის ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე

პრაქტიკულად ყველა გენერატორს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე:

  • ნომინალური - ეს არის გენერატორის რეალური (სამუშაო) სიმძლავრე. ნომინალური სიმძლავრის ფარგლებში, დანადგარს საკმაოდ დიდხანს მუშაობა შეუძლია, თუ დავაზუსტებთ, იქამდე, სანამ ავზში საწვავი არ გათავდება;
  • მაქსიმალური - მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს: მუშაობს რამდენიმე წამიდან 20-30 წუთამდე. შემდეგ აქტიურდება თერმული დაცვა და გენერატორი ითიშება.

სად უნდა იდგეს გენერატორი?

მოდით, დავიწყოთ ბოდიშით... უჰ, ეს აქ არაფერ შუაშია, უკაცრავად. მოდით, დავიწყოთ იმით, რომ ბენზინის გენერატორი -10 ̊ c მუშაობას ახერხებს, ხოლოდ დიზელის - 0 ̊ c.

გენერატორის განსათავსებელი ადგილის სწორად აღჭურვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია გასათვალისწინებელი:

- დანადგარი არ უნდა ვიბრირებდეს. უმჯობესია, განთავსდეს პლატფორმაზე, რომელსაც ამორტიზატორები ექნება. იდეალური ვარიანტია ბეტონის იატაკზე დაგებული რეზინის ხალიჩები. ასეთ შემთხვევაში, ხმაურის ჩახშობაც მოხერხდება და ვიბრაციასაც გაუმკლავდება.

- ხმოიზოლაცია. ყველა გენერატორშია ჩაშენებული მაყუჩი, თუმცა ხმაურს დანადგარი მაინც გამოსცემს (განსაკუთრებით, დიზელის). როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ხმაური დეციბალების მიხედვით, 200 მეტრის სიშორეზე მყოფი თვითმფრინავის ხმაურს უტოლდება. ასეთი დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, შესაძლებელია სენდვიჩპანელების გამოყენება იმ ოთახისთვის, სადაც გენერატორი უნდა დაიდგას.

- მავნე გამონაბოლქვი. გენერატორის გამონაბოლქვი არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის საშიში, არამედ სასიკვდილოდ სახიფათოც კია. ამდენად, ოთახი აუცილებლად უნდა ნიავდებოდეს.

- ჰაერით უზრუნველყოფა. შიდაწვის ძრავის ფუნქციონირება შეუძლებელია ჟანგბადით უზრუნველყოფის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაერი გენერატორს იმისთვისაც სჭირდება, რომ გამართულად იმუშაოს.

- დასკვნა. რა თქმა უნდა, უმჯობესია, გენერატორი დახურულ სივრცეში იყოს, საუკეთესო ვარიანტია სივრცე, რომელიც სახლიდან განცალკევებით მდებარეობს. ხოლო იმისთვის, რომ დანადგარმა დიდხანს იმუშაოს, აუცილებელია კარგი ხმოიზოლაცია, ჰაერით უზრუნველყოფა და სანათადო ტემპერატურა.

რამდენი საათი მუშაობს გენერატორი შეუჩერებლად

შევთანხმდეთ, რომ ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. ეს იმით აიხსნება, რომ ბაზარზე ერთმანეთისგან განსხვავებული უამრავი დანადგარია წარმოდგენილი, რომელთაც განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლები აქვთ, რაც პირდაპირ მოქმედებს ექსპლოატაციის ეფექტიანობასა და მუშაობის მაქსიმალურ დროზე.

პირველ რიგში, შესვენების გარეშე მუშაობის ხანგრძლივობა დატვირთვაზეა დამოკიდებული, ასევე, გაგრილების სისტემაზე. როგორც წესი, ეს ინფორმაცია ყველა მოდელის ინსტრუქციას ახლავს თან, მაგრამ კანონზომიერება ყველას შემთხვევაში ერთია: რაც მეტია დატვირთვა, მით ნაკლებია მუშაობის ხანგრძლივობა.

ყველაზე მერტივ მოდელს შეუძლია დაახლოებით 10 საათიანი შეუჩერებელი მუშაობა. მძლავრი მოდელების შემთხვევაში, საუბარია მინიმუმ ორჯერ მეტ დროზე.

როგორ უნდა შეინახოთ გენერატორი ზამთრის პერიოდში?

თუკი გენერატორს მხოლოდ ზაფხულში იყენებთ, როგორ უნდა შეინახოთ ის ზამთარში? ქვემოთ იმის შესახებ მოგიყვებით, როგორც უნდა დაიცვათ დანადგარი კოროზიისა და დაბინძურებისგან.

ესე იგი, რეკომენდაციები ასეთია: დარჩენილი საწვავი უნდა ამოიღოთ ავზიდან და კარბურატორიდან. აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ფილტრი, შეამოწმოთ სანთლები. შეცვალოთ ზეთი და ასე შემდეგ. კორპუსზე უნდა დაიტანოთ კოროზიისგან დამცავი საშუალება. გენერატორი უნდა მოათავსოთ კოლოფში და მშრალ, სასურველია, თბილ ადგილას შეინახოთ. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ არ ღირს საწვავის შენახვა 30 დღეზე მეტხანს, რადგან ოქტანობა მცირდება და აუცილებელი თვისებებიც იკარგება.

რომელი ბენზინია გენერატორისთვის უკეთესი?

  • A-92-ზე ნაკლები ოქტანობის ბენზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ფასის გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნულია ოპტიმალური, თუ რა თქმა უნდა, ინსტრუქციაში უფრო მაღალი მაჩვენებლები არ არის მითითებული.
  • ტყვიის დანამატები - ასეთი მინარევების წყალობით, გენერატორის ძრავი უფრო ეფექტიანად იმუშავებს.
  • აკრძალულია E-85, გაზისა და ზეთის ნაერთების გამოყენება. ასევე, არ შეიძლება გენერატორის ძრავის მოდიფიცირება ალტერნატიულ საწვავზე მუშაობისთვის.
  • არ შეიძლება ბენზინის გამოყენება, რომელიც ნახევარ წელზე მეტხანს ინახებოდა. ამასთან, უნდა დარწმუნდეთ, რომ ბენზინი არ ინახებოდა მაღალი ტემპერატურის პირობებში.

მოკლედ, ასე, ძველი დრო გაგახსენეთ, სასარგებლო ინფორმაციაც მოგაწოდეთ, ახლა კი Holst.ge-ზე წარმოდგენილი გენერატორების მონაცემებისთვის თვალის შევლების დროც დადგა.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 1.1 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 1.1kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022002890
  • წონა (კგ) - 27
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 6 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 98cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 19cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022156623
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 389cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 6.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - Schpindel
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 6.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - 4869022002883
  • წონა (კგ) - 90
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება