გენერატორი - თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობის შემსუბუქებისთვის

ქვის ხანაშიც რომ ყოფილიყო გენერატორები, იქნებ დედამიწას მამონტები დღემდე შემორჩენოდა - განათებას განათლება მოჰყვებოდა, განათლებას - წითელი წიგნი და კი ეცოდინებოდათ უძველეს ადამიანებს, რომ გადაშენების პირას მყოფი არსებები საბოლოოდ კი არ უნდა გაჟუჟო და გადააშენო, პირიქით, უნდა მოუფრთხილდე და გადარჩენის შანსი მისცე.

რამდენად შეუცვლიდა მსოფლმხედველობას გენერატორი მამონტის მწვადზე გაზრდილ ნეანდერტალელს, გეთანხმებით, რთული სათქმელია, მაგრამ იმას კი დარწმუნებით გეტყვით, რომ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვნად გაიოლება ამ დანადგარს შესძლებია, შეუძლია და მომავალშიც შეძლებს.

ჰოდა, რადგან ასეთი მნიშვნელობა მივანიჭეთ და ასე ვაქეთ ეს ჩვენი გენერატორები, ისიც უკეთ გავარკვიოთ, რა ტიპის არსებობს, კონკრეტულად რისთვის გვჭირდება და მოკლედ, ჩავუღრმავდეთ საკითხს.

გენერატორი და მისი ტიპები

დავიწყოთ იმით, რომ არსებობს გენერატორების რამდენიმე სახეობა, რომლებსაც შემდეგი ნიშნებით განასხვავებენ:

- საწვავი:

  • ბენზინი - ჩვეულებრივ, გამოიყენება 92 მარკის ბენზინი;
  • დიზელი - გამოიყენება დიზელის საწვავი;
  • გაზი - ამ ტიპის გენერატორისთვის ბუნებრივი გაზია საჭირო.

- ძაბვა;

- გამოყენების სფეროები;

- წონა და გაბარიტები;

- ინსტრუმენტის ტიპები:

  • ავტონომიური;
  • სტაციონარული.

- ფაზების რაოდენობა:

  • ერთფაზიანი - როგორც წესი, გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულებით (განათება, საყოფაცხოვრებო ელექტრო მოწყობილობების მომარაგება და ასე შემდეგ);
  • სამფაზიანი - საჭიროა მძლავრი აღჭურვილობების მომარაგებისთვის.

- მუშაობის რეჟიმები:

  • ძირითადი - მუდმივი მუშაობისთვის;
  • სარეზერვო - გამოიყენება როგორც სათადარიგო.

დიზელის გენერატორი

დიზელზე მომუშავე გენერატორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბენზინთან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მეორე თავისებურება ფასია: ბენზინთან შედარებით, დიზელის გენერატორი დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს.

დიზელის გენერატორი აქტუალურია უფრო იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ენერგიის მუდმივი წყარო.

თუკი დანადგარი უნდა გამოიყენოთ როგორც კვების ავარიული წყარო, უმჯობესია, არჩევანი ბენზინის მოდელზე გააკეთოთ.

ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, ბენზინზე მომუშავე გენერატორები გაცილებით ნაკლები წონის არის და რაც მთავარია, იაფია.

ძრავის დაცვის თვალსაზრისით, ყველა მოდელს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც ზეთის კონტროლის სენსორია. სენსორი არ დაუშვებს ძრავის ამუშავებას, როცა კარტერში ზეთის დონე დაბალია.

ზოგადად, პერიოდულად მოტორის ზეთის კონტროლი და გამოცვლა აუცილებელია.

გენერატორის ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე

პრაქტიკულად ყველა გენერატორს ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი აქვს: ნომინალური და მაქსიმალური სიმძლავრე:

  • ნომინალური - ეს არის გენერატორის რეალური (სამუშაო) სიმძლავრე. ნომინალური სიმძლავრის ფარგლებში, დანადგარს საკმაოდ დიდხანს მუშაობა შეუძლია, თუ დავაზუსტებთ, იქამდე, სანამ ავზში საწვავი არ გათავდება;
  • მაქსიმალური - მაქსიმალური სიმძლავრით მუშაობას სხვადასხვა მოდელის შემთხვევაში სხვადასხვა შესაძლებლობები აქვს: მუშაობს რამდენიმე წამიდან 20-30 წუთამდე. შემდეგ აქტიურდება თერმული დაცვა და გენერატორი ითიშება.

რა უნდა ვიცოდეთ, რომ გენერატორი არ დაზიანდეს

გენერატორის ტიპის გათვალისწინებით, ბენზინის არის ის თუ - დიზელის, ექსპლუატაციის ვადები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა საშუალოდ, 10 წელი ორივე მოდელი თავისუფლად ძლებს.

სამწუხაროდ, მიზეზი უამრავი არსებობს, რასაც შესაძლოა, გენერატორის ნაადრევი დაზიანება მოჰყვეს, თუმცა ქვემოთ ყველაზე მთავარი რისკფაქტორების შესახებ მოგიყვებით:

  • გადატვირთვა - ამის მიზეზი გენერატორის ზედმეტად ხშირი გამოყენება ხდება. მათ შორის, თუკი დანადგარი შეუჩერებლად მუშაობს. ასევე, გადატვირთვას იწვევს მასზე მიერთებული ელექტრომოწყობილობების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა;
  • მექანიკური დაზიანება - ამას უკვე გარე ფაქტორები იწვევს, მათ შორის, მაგალითად, გენერატორზე სამშენებლო მასალების დაცემა, დარტყმა და სხვა ფიზიკური ზემოქმედება კორპუსსა თუ მის შიდა კომპონენტებზე;
  • არახელსაყრელი მიკროკლიმატური პირობები - ტენიან ადგილებსა თუ ღია ცის ქვეშ ხშირი გამოყენება დამცავი მექანიზმების გარეშე, ბუნებრივია, გენერატორს დააზიანებს;
  • უხარისხო საწვავი - გენერატორის ავზში დაბალი ხარისხის საწვავის ჩასხმა ნამდვილად არ ღირს, რადგან ამის გამო ბინძურდება ფილტრები, გაცილებით მალე ცვდება ძრავის შიდა კომპონენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, უხარისხო საწვავმა შეიძლება, აბსოლუტურად ახალი გენერატორიც კი მალევე დააზიანოს.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 5.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022156623
  • წონა (კგ) - 86
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 389cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 6.5 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 6.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022002883
  • წონა (კგ) - 90
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 8.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869002019948
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 25 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 458cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება