გენერატორი - თითქმის სუპერ გმირი მოსასხამებისა და ნიღბების გარეშე

სხვას კი არაფერს აკეთებენ ხოლმე სუპერ გმირები ზედმეტად ცნობილ ფილმებსა და კომიქსებში - სიბნელეს, წყვდიადსა და უსიამოვნებებს ებრძვიან და იმიტომაც არიან ასე პოპულარულები. ჰოდა, გენერატორები რომ ანათებენ და პრობლემებს უმკლავდებიან, აი, დახმარებაც ეგეთი უნდა!

აბა, წარმოიდგინეთ, სახლში კომფორტულად ხართ მოკალათებული, დაიწყეთ მხოლოდ თქვენ რომ იცით, ისეთი გემრიელი ყავის მოდუღება, ტელევიზორი ჩართულია, მეზობლის ბავშვი ისევ ტვინს ბურღავს და იძულებული ხართ, მუსიკას ბოლომდე აუწიოთ და უცბად შუქი ჩაქრა! ამ დროს ტელეფონი 17 პროცენტზეა, აღარ გაქვთ Wi-Fi... მოკლედ, სამყარო ისეთი აღარ არის, როგორიც წამების წინ იყო.

აი, აქ შემოიჭრება ავანსცენაზე გენერატორი - თითქმის სუპერ გმირი ფერადი მოსასხამებისა და ნიღბების გარეშე და ყველაფერი ისევ ჩვეულ რიტმს უბრუნდება...

უჰ, გაიხაროს მაგისმა მომგონმა, რა!..

ვის უნდა ვუთხრათ მადლობა გენერატორის გამოგონებისთვის?

ყველაფერი მაიკლ ფარადეით დაიწყო - 1831 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ექსპერიმენტებისას აღმოაჩინა, რომ როცა მაგნიტს ამოძრავებდა სპირალის ფორმის მავთულთან ახლოს, მავთულში დენი ჩნდებოდა. დაახლოებით ამგვარად დაიბადა ელექტრომაგნიტური ინდუქცია - პრინციპი, რომელზეც დღემდე მუშაობს თითქმის ყველა გენერატორი.

ფარადეიმ პირველმა ააგო პრიმიტიული გენერატორი, რომელსაც „დრეკადი დისკი“ ერქვა. ნუ, იმ დროისთვის მართლა შთამბეჭდავი იყო, ახლა კი შეიძლება ეგეთი რამე TikTok-ზე ვინმემ 5 წუთში ააწყოს, თუ რა თქმა უნდა, მაიმუნობაზე უარის თქმა მოახერხა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ფარადეი იყო ის პირველი „ელექტრო ხელოსანი“, რომელმაც ელექტროენერგიის წარმოქმნის იდეა თეორიიდან პრაქტიკაში გადმოიტანა.

შემდეგ კი ტექნოლოგიები სწრაფად განვითარდა: ფარადეის იდეებს დაეყრდნო უამრავი მეცნიერი და ინჟინერი, მათ შორის, ნიკოლა ტესლაც, რომელმაც გენერატორები ბევრად ეფექტიანი და პრაქტიკული გახადა.

ასე რომ, თუ მადლობის თქმის სურვილი გაგიჩნდებათ, უბრალოდ, ჩურჩულით წარმოთქვით: „ფარადეი, ძმაო, შენ ყოფილხარ, ვინც ყოფილხარ“…

რა უნდა გაითვალისწინოთ გენერატორის შერჩევისას?

თვით ფარადეიც კმაყოფილი იქნებოდა, ამ კითხვას თუ მას დავუსვამდით, რადგან გენერატორი ის დანადგარი გახლავთ, რომლის შერჩევისას რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

ჯერ ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც გენერატორმა უნდა „გადაარჩინოს“: მაცივარი, გამათბობელი, წყლის ტუმბო, Wi-Fi, ტელევიზორი (ფილმების გარეშე შუქი რად გვინდა. ნუ, კარგით, სოციალური ქსელების სქროლვაც ვახსენოთ).

უფრო სერიოზულად თუ ვიტყვით, გენერატორის შერჩევისას, პირველ რიგში, უნდა დავაზუსტოთ, ამ დანადგარის რომელი მახასიათებელია ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პირობებში:

  • სიმძლავრე;
  • მასა;
  • გაბარიტები;
  • მუშაობის დრო;
  • ხმაურის დონე;
  • ჩართვის სიმარტივე;
  • რეზერვის ავტომატურად ამოქმედების შესაძლებლობა;
  • ღირებულება.

გენერატორის სიმძლავრე - პირველია, რაზეც შეძენისას საფუძვლიანად უნდა დაფიქრდეთ. საჭირო სიმძლავრის გამოთვლა მარტივად ხდება: უნდა დაიანგარიშოთ იმ ელექტრომოწყობილობების საერთო სიმძლავრე, რომლებიც გენერატორის მეშვეობით უნდა ამუშაოთ.

სიმძლავრის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გენერატორის ძრავა. საწვავის ტიპის მიხედვით, გენერატორები შემდეგნაირად იყოფა: ბენზინისა და დიზელის.

დიზელის გენერატორი

დიზელზე მომუშავე გენერატორის უპირატესობა ის გახლავთ, რომ ბენზინთან შედარებით, ნაკლებ საწვავს მოიხმარს. მეორე თავისებურება ფასია: ბენზინთან შედარებით, დიზელის გენერატორი დაახლოებით ორჯერ ძვირი ღირს.

დიზელის გენერატორი აქტუალურია უფრო იმ შემთხვევაში, როცა საჭიროა ენერგიის მუდმივი წყარო.

თუკი დანადგარი უნდა გამოიყენოთ როგორც კვების ავარიული წყარო, უმჯობესია, არჩევანი ბენზინის მოდელზე გააკეთოთ.

ბენზინის გენერატორი

პირველ რიგში, ბენზინზე მომუშავე გენერატორები გაცილებით ნაკლები წონის არის და რაც მთავარია - იაფიც.

ძრავის დაცვის თვალსაზრისით, ყველა მოდელს არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორიც ზეთის კონტროლის სენსორია. სენსორი არ დაუშვებს ძრავის ამუშავებას, როცა კარტერში ზეთის დონე დაბალია.

გაითვალისწინეთ, რომ პერიოდულად მოტორის ზეთის კონტროლი და გამოცვლა აუცილებელია.

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 2.8kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869022156616
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 15 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 196cc
  • სტარტერი - მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

TOLSEN TOL1763-79992 გენერატორი (START) 5500W

Tolsen generatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 5.5kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528788911
  • წონა (კგ) - 87
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 27 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

LEO - გენერატორი 7KW KB7000E

LEO generatori

  • ბრენდი - LEO
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი
  • სიმძლავრე - 7kw
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6941814766222
  • წონა (კგ) - 84
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
  • ავზის მოცულობა - 28 l
  • საწვავის ტიპი - ბენზინი
  • კუბატურა - 420cc
  • სტარტერი - ავტომატური
  • ზეთი - 10-40W/5-40W

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება